კრიპტობაზარი, რომელიც საინვესტიციო ინსტრუმენტია, გლობალური ფინანსური სისტემის განუყოფელი ნაწილი გახდა. როგორც ჩანს, ფინანსური ბაზრის ტენდენციები ნეგატიურ ზეგავლენას სულ უფრო მეტად ახდენს ახალგაზრდა კრიპტოვალუტურ ბაზარზე
BTC/USD
გუშინ, BTC-ის ფასის კლება გაგრძელდა და წყვილმა ისევ განაახლა წლის მინიმუმი, ამჯერად, ვაჭრობის მოცულობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე გუშინწინ და ფასი ისე ღრმად აღარ ჩაეფლო. საღამოს, წლის მინიმუმი 5199.80 USD წერტილში დამყარდა, ხოლო გუშინდელი სავაჭრო დღის დასასრულისთვის, ისევ დაიწყო აღდგენა და დაუბრუნდა კონსოლიდაციის მიდამოს, 5500.00 USD მხარდაჭერასთან.
პირველსაათიან თაიმ-ფრეიმზე, მკვეთრად ჩანს BTC-ის ფასის აღდგენითი დინამიკა. იქნება თუ არა ის მდგრადი, ჯერ გაურკვეველია.
სწრაფი და დინამიური ფასის აღდგენა 6090.00 USD დონის ზემოთ, ბაზრის მონაწილეებს პოზიტიურ განწყობას დაუბრუნებდა, მაგრამ ტექნიკური ინდიკატორების მაჩვენებლების მიხედვით, დაკლების ან ხანმოკლე კონსოლიდაციის შემდეგ, შესაძლოა დაკლების მესამე ტალღა, რომელიც მხარდაჭერას 4920.00 USD დონეზე გამოცდის.
XRP/USD
Ripple კვლავ მეორე ადგილს იკავებს საერთო კაპიტალიზაციის $19.3 მილიარდიანი დონით. გუშინდელი, არც ისე ღრმა, ფიბონაჩის ნულოვანი დონის 0.450 USD დაბლა ჩაჯდომის შემდეგ, XRP-ს ფასი არც ისე ცუდად აღდგა 0.475 USD დონეზე.
მიმდინარე დღის დასაწყისში, Ripple-ს ფასმა 5 პროცენტიანი ზრდა აჩვენა და ამ მომენტისთვის 0.475 მიდამოში კონსოლიდაციას განაგრძობს. დღის განმავლობაში მერყეობა შეიძლება გაიზარდოს და მაშინ, 500.00 USD დონის შესაძლო რე-ტესტის შემდეგ, ფასი 0.490 USD დონეზე ჩამოვა.
ETH/USD
Ethereum-ი გუშინ, აბსოლუტური მინიმუმისკენ იკლებდა, მაგრამ მისი განახლება არ მოუწია. დღის დასასრულისთვის ფასი კონსოლიდაციის 175.00 USD დონეზე აღდგა. კონსოლიდაცია მოცულობების არარსებობის ფონზე მიმდინარეობს და თანდათან 177.00 USD-სთან ვიწროვდება. მცირეხნიანი სიჩუმის შემდეგ, ბაზრის მერყეობა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, მაგრამ არ გამოვრიცხავთ მაცდურ გარღვევებს, როგორც ზემოთ ასევე ქვემოთ, მონიშნულ 150.00 USD დონეზე.
*ყველა ფასის მოეცმულობა მოყვანილია ბირჟა BitStamp-ის მიხედვით.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen-ისა და Litecoin-ის ანალიზი 12.11.2018-სთვის
ალტკოინების ფასი უქმეებზე გვერდულში შენარჩუნდა, დილით კი კლება დაიწყო. მხოლოდ Stellar Lumen-ი დარჩა აღმამავლობის დერეფანში. შეაკავებს თუ არა მხარდაჭერის დონე ფასების შემდგომ ვარდნას?
Bitcoin Cash, Stellar Lumen, EOS და Litecoin ანალიზი 23.11.2018-სთვის
დღეს ფასი გუშინდელი კონსოლიდაციიდან გამოვიდა და რამოდენიმე ალტკოინმა მინიმუმის განახლებაც კი მოასწრო. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ კორექტირების შემდეგ ფასები გვერდულ ტრენდს გააგრძელებენ.