კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 23.11.2018-სთვის

კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 23.11.2018-სთვის

მოხდება თუ არა ძირითადი დონეების მხარდაჭერის გარღვევა? როგორია მიმდინარე დონეების კორექციის ალბათობა?

BTC/USD


გუშინ BTC-ს ფასმა სამკუთხედის ქვედა ზღვარი გაარღვია, მაგრამ შემცირება 4132.60 USD მინიმუმზე შეჩერდა. გამოსავალი დათვური იმპულსის გარეშე მოხერხდა და ის არ გამოიყურება როგორც "ცრუ გარღვევა", არამედ, "გვერდულა დერეფნის გაფართოება". სხვა ალტკოინების დინამიკა ძალიან წააგავს მაცდურ გარღვევას, ამიტომ მინიმუმი განახლდა, სანამ ჯერ მნიშნელოვანი კორექცია არ არსებობს, ვერ ვიტყვით რომ ის "ყალბია".

თუ BTC-ის ფასის კლება გაგრძელდება და წყვილი საკვანძო 4000.00 USD მხარდაჭერას გაარღვევს, მაშინ დაუნ-ტრენდის ტენდენციაც გაგრძელდება და 3750.00 USD დონის რე-ტესტიც მოხდება.

თუ კი BTC-ის ფასი 4132.60 USD მინიმუმიდან აღდგება 4400.00 USD მხარდაჭერასთან, მაშინ ჩავთვლით, რომ გვერდული ტრენდი გაგრძელდება და კორექციას 5000.00 USD-მდე დაველოდებით.

XRP/USD


გუშინ RIpple-მა იასამნისფერი სამკუთხედის ქვედა ხაზი გაარღვია და მინიმუმი 0.388 USD წერტილში დაამყარა. 0.400 USD-ს მხარდაჭერა დაკლებას "შთანთქავს" და XRP-ს ფასი კორექციაში 0.408 USD ლოკალურ მაქსიმუმამდე აღდგება. ვვარაუდობთ, რომ ამ "ბატუტზე" წყვილის ფასი ცოტას ისე "იხტუნავებს", თითქოს შეუძლია ძალიან მაღლა ახტეს.

თუმცა, დიდი მოცულობა აღდგენის პარალელურად არ შეინიშნება და Ripple-ს თავდაჯერებულობა, რომ იგი ნულოვან (0.450 USD) დონეზე აღდგება, ძალიან სუსტია. დიდი ალბათობით, "ბატუტი" 0.400 USD-ზე ჩაიხევა და წყვილი 0.330 USD-მდე ჩავარდება.

ETH/USD

გუშინ Ethereum-მა 120 -ანი მხარდაჭერის გარღვევით, მინიმუმი 116.00 USD წერტილში დააფიქსირა, კორექციისას ETH-ს ფასი 124.00 USD მიდამოში აღდგა, მაგრამ ზრდა შემცირებული მოცულობის პირობებში ძალიან სუსტად გამოიყურება. პრინციპში, დათვებმა მიზნობრივ დონეს მიაღწიეს, მაგრამ შემობრუნებას ჯერ არ ჰგავს. შესაძლებელია, რომ უქმეებამდე ეთერეუმი კონსოლიდაციისთვის დიაპაზონს ირჩევს. 

*ყველა ფასის მოცემულობა ბირჟა BitStamp-ის მონაცემების გამოყენებით.

ასევე წაიკითხეთ

18722018-11-19

კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD, ETH/USD ანალიზი 19.11.2018-სთვის

გასულ შაბათ-კვირას, ფასები ძირითადად კონსოლიდაციაში იყო. მაგრამ, უახლოეს მომავალში დათვური ზეწოლა შეიძლება განახლდეს და ბაზარი ისევ შემცირებისკენ წავა.

ანალიტიკა
20812018-12-28

კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 28.12.2018-სთვის

მართკუთხედიდან გამოსავალი დაკლებისკენ აღმოჩნდა. შეძლებს თუ არა ბაზარი ღამის კონსოლიდაციის შემდეგ აღდგენას.

ანალიტიკა

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან ანალიტიკა

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64342018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43192018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33702018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33542018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32782018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain