დღეს ფასი გუშინდელი კონსოლიდაციიდან გამოვიდა და რამოდენიმე ალტკოინმა მინიმუმის განახლებაც კი მოასწრო. მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ კორექტირების შემდეგ ფასები გვერდულ ტრენდს გააგრძელებენ.
BCH/USD
გუშინ BCH/USD წყვილმა 200.00 USD დონის მხარდაჭერა გამძლეობაზე შეამოწმა. დათვებმა შეძლეს და ფასი ამ მხარდაჭერის ოდნავ დაბლა დაწიეს, მაგრამ მინიმუმის დაფიქსირება არც ისე ღრმად 190.00 USD დონეზე დადგინდა. ახლა წყვილი ცდილობს ორასიან წინააღმდეგობის თავზე აღდგეს და ბაზარიც თანდათანობით აქტიურდება, საშუალო დონის ვაჭრობის მოცულობასთან მიახლოებით. თუმცა, ძლიერ ხარულ იმპულსზე ჯერ საუბარი ზედმეტია, შესაძლებელია რომ მომავალი უქმე დღეებს წყვილი, ფლეტში, საკვანძო მხარდაჭერის გვერდით, ორასი დოლარის ნიშნულზე გაატარებს.
XLM/USD
Stellar Lumen-ის ფასმა გუშინ საკვანძო მხარდაჭერა 0.181 USD-ზე გახვრეტით, მინიმუმი 0.177 USD წერტილში დაამყარა. თუმცა, დილით, კორექციის დროს, 0.190 USD დონის ტესტირება მოხერხდა. XLM ფასის აღდგენას საკმაოდ დამაჯერებელი ხასიათი ახლავს., მაგრამ ჯერ უცნობია როგორი ძალის იმპულსს მიიღებს და მიიღებს თუ არა მომდევნო მხარდაჭერას მოცულობიდან. თუ დღეს წყვილი იასამნისფერ დერეფანში აღდგება, მაშინ უქმეები ამ დიაპაზონში ჩაივლის.
EOS/USD
გუშინდელი კონსოლიდაცია 3.650 USD მხარდაჭერის ზემოთ მიმდინარეობდა. ამაღამ ამ მხარდაჭერის დონე გაიხვრიტა და დილისკენ დათვებმა 20 ნოემბრის მინიმუმი განაახლეს. ახლა უკვე წლიური მინიმუმი 3.410 USD-ზე მდებარეობს. ამჟამად EOS-ის ფასი კორექციის ფაზაშია და გუშინდელ დონეზე 3.650 USD-ს ოდნავ მაღლა აღდგა. მიგვაჩნია, რომ ლოკალური მაქსიმუმის შემდეგ 3.800 USD მიდამოში წყვილი გუშინდელ გვერდულს გააგრძელებს.
LTC/USD
გუშინდელი კონსოლიდაციიდან გამოსავალი ცრუ გარღვევას წააგავს, მაგრამ, შეიძლება ამგვარადაც არ არის.
ამაღამ LTC-ის ფასმა, შევიწროვებადი კონსოლიდაციის ქვედა საზღვარი გადალახა და 30.00 USD საკვანძო მხარდაჭერის დონის შემოწმება სცადა. დაწყებულმა კორექციამ, დათვებს არ მისცა საშუალება წლიური 30.22 USD მინიმუმი განეახლებინათ და Litecoin-ის ფასი წინა დონეზე აღადგინა. კორექციის გაგრძელება ჯერ დამაჯერებელ პერსპექტივას ვერ გვიჩვენებს, ამიტომ ვვარაუდობთ, რომ უქმეებამდე წყვილი, უშუალოდ ოცდაათდოლარიან დონესთან, გვერდულ დიაპაზონს შეინარჩუნებს.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen-ისა და Litecoin-ის 14.11.2018-სთვის
ალტკოინების ბაზარზე ფასების შემცირებამ ჯერ მიზნობრივ მაჩვენებელს ვერ მიაღწია. საკვანძო მხარდაჭერების რე-ტესტის შემდეგ, შესყიდვები შეიძლება განახლდეს.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 08.12.2018
გუშინდელი მინიმუმის შემდეგ, ბაზარმა საკმაოდ შედეგიანი აღდგენა დაიწყო, მაგრამ გაგრძელდება თუ არა კორექცია უქმეებზე?