გასული შაბათ-კვირა წყნარი არ ყოფილა. კვირას ბაზარს ახალი შემცირების ტალღა ელოდა, რის შემდეგაც ფასები ოდნავ აღდგა. გაგრძელდება თუ არა დღეს კორექცია?
BTC/USD

კვირას BTC-მ წლიური მინიმუმი 3500.00 USD-ის მიდამოში განაახლა, ამ დონიდან შესყიდვების კარგი მოცულობა შეინიშნებოდა და კორექციის დროს წყვილმა 4000.00 USD წინააღმდეგობასთან აღდგენა შეძლო, მაგრამ უფრო მაღლა გამყარება, ვერ მოახერხა. პირველსაათიან თაიმ-ფრეიმზე ჩანს, თუ როგორ კონსოლირდება ღირებულება საშუალო ფასების დონეზე და შემცირებად მოცულობის პირობებში ცდილობს ფსიქოლოგიური "ოთხათასიანი" დონის წინააღმდეგობის გარღვევას.
ამ ეტაპზე, Bitcoin-ის 4000.00 USD-ად შეძენის მსურველი ძალიან ცოტაა. ვვარაუდობთ, რომ 3750 USD-ის მხარდაჭერისკენ დაკლება განახლდება და შეიძლება შესყიდვების საკმაოდ დიდი მოცულობა დაფიქსირდეს. უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ამ მიდამოს მხარდაჭერაში გვერდული მოძრაობა.
XRP/USD

გუშინ Ripple შემცირებას განაგრძობდა, სანამ მკვეთრად არ შემობრუნდა 0.311 USD ლოკალური მინიმუმის წერტილში. 0.300 USD მხარდაჭერის ხელახალი რე-ტესტის გარეშეც დაიწყო საკმაოდ მოცულობითი შესყიდვები, ასე რომ ფასი საშუალო სრიალა EMA55-მდე აღდგა, რომელიც ამ მომენტში წინააღმდეგობის როლში გამოდის.
ვვარაუდობთ, რომ საშუალო ფასების დონიდან წყვილი 0.330 USD მხარდაჭერის მიდამოში ჩაგორდება. ეს არის მოთხოვნის და მიწოდების ბალანსის ზონა, რომელიც კვირა დღეს საკმაოდ დიდი დროით შეინარჩუნა მაღალი ვაჭრობის მოცულობით.
ETH/USD

კვირას ეთერეუმმა 100 დოლარიანი ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა და 98.11 USD მინიმუმის შემდეგ შეძლო, 107.00 USD მხარდაჭერის ზემოთ აღდგენა . ამ წუთას ფასი საშუალო სრიალა EMA55-ის მიდამოში აგრძელებს კონსოლიდაციას, რომელიც არ მისცემს საშუალებას მყიდველებს მიაღწიოს ასოცდოლიარიან წინააღმდეგობამდე. დღეს შეიძლება ველოდოთ 107.00 USD მხარდაჭერის მიდამოში კონსოლიდაციას.
*ყველა ფასის მოცემულობა მოყვანილია ბირჟა BitStamp-ის მონაცემებით
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, ETH/USD, XRP/USD ანალიზი 09.11.2018-სთვის
კვირის მაქსიმუმიდან დაღმასვლამ შემობრუნების დონეს მიაღწია, მაგრამ აღდგენის პროცესი საკმაოდ ინერტულად მიმდინარეობს, თანაც დაბალ მოცულობაზე. მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტებს დღევანდელი Bitcoin-ის, Etherium-ისა და Ripple-ს კურსის პროგონოზის მიმოხილვაში მოგიყვებით.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen და Litecoin ანალიზი 27.12.2018-სთვის
გუშინდელმა მცირე აქტიურობამ ალტკოინების ფასები გვერდულ დიაპაზონში შეანარჩუნა. დღეს კონსოლიდაცია გაგრძელდება.
