გასულ კვირა დღეს დათვური ზეწოლა შესამჩნევად შემცირდა. თუმცა, ახლომდებარე წინააღმდეგობის დონეების გადალახვა ჯერ ვერ მოხერხდა. იქნება თუ არა დღეს ბაზრის აღდგენის ახალი მცდელობები წარმატებული?
BTC/USDგასულ კვირა დღეს ვაჭრობის მოცულობა სტაბილურად დაბალი იყო და იასამნისფერი სხივის 3241.00 USD-ის წინააღმდეგობის გადალახვა ვერ მოხერხდა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კორექციის სტადია ჯერ არ დასრულებულა. წლიური მინიმუმის 3120.00 USD-ის არეში უკუსვლის შემდეგ, იასამნისფერი წინააღმდეგობის გადალახვის მცდელობა განმეორდება და საშუალო დონის ფასებთან (3400.00 USD) გარღვევის ვარიანტის რეალიზაცია შესაძლებელი იქნება.
XRP/USDRiplle-ს ფასმა, 0278 USD შაბათის მინიმუმიდან ყვითელი ოთხკუთხედის ქვედა საზღვართან, აღდგენა შეძლო. თუმცა, ქვედა საზღვრის გარღვევა და ყვითელ დერეფანში ასვლა ჯერ ვერ მოხერხდა. გუშინ ყვითელ დიაპაზონში გარღვევის რამდენიმე მცდელობა წარუმატებელი იყო, მაგრამ დღეს ქვედა საზღვრის წინააღმდეგობის გარღვევის განმეორებითი მცდელობა შეიძლება 0.300 USD-ის საშუალო ზოლის რე-ტესტით დამთავრდეს. თუ კი დათვები ზეწოლას გააძლიერებენ, რომელიც უქმეებზე საგრძნობლად შემცირდა, მაშინ დიდია 0.280 USD-ის მხარდაჭერის გარღვევის ალბათობა და 0.266 USD-ის მიდამოში დაკლება
ETH/USDEthereum-ი ნარინჯისფერი სამკუთხედის ფარგლებში მდებარეობს. გუშინდელმა მშვიდმა ვაჭრობამ მცირე მოცულობებში, ETH-ს ფასს არ მისცეს სამკუთხედის ზედა ზღვრის გადალახვის საშუალება. დღეს მისი ქვედა საზღვრის რე-ტესტი და საშუალო ფასების ზონაში (90.00 USD) განმეორებითი გარღვევაა მოსალოდნელი. შეგახსენებთ, რომ გამყიდველების სამიზნე ნიშნული 77.00 USD დონეზე მდებარეობს. თუ დათვები შეძლებენ ნარინჯისფერი სამკუთხედის ქვედა საზღვრის მხარდაჭერის გარღვევას, მაშინ წყვილი ახალ წლიურ მინიმუმამდე დაეცემა - 77 დოლარი ერთი ETH-თვის.
*ყველა ფასის მოცემულობა აღებულია ბირჟა Bitstamp-ის მონაცემებით
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 29.11.2018-სთვის
გუშინ ბაზარზე კორექცია დაიწყო, რომელიც დღესაც გაგრძელდება. შევეცდებით გავნსაზღვროთ ზრდის მიზნობრივი დონეები.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 22.12.2018-სთვის
კვირის მაქსიმუმებზე ბაზარი დაუნ-ტრენდში მობრუნდა. დაღმსვლა და კონსოლიდაცია უახლოვეს მხარდაჭერის დონეებთან დაწევისკენ აგრძელებს სვლას.