დღევანელ ჩვენს მიმოხილვას XLM/USD-ს წყვილის განხილვით დავიწყებთ. პირველად არსებობის ისტორიის მანძილზე, Stellar Lumen-მა კაპიტალიზაციით გადაასწრო Bitcoin Cash-ს და CoinMarketCap-ის რეიტინგში მეოთხე საპატიო ადგილი დაიკავა.
XLM/USD
Lumen-ის ფასმა გუშინ განმეორებითი 0.170 USD წინააღმდეგობის შტურმი გადაწყვიტა და მაქსიმუმი 0.176 USD წერტილში დაამყარა. 0.181 USD - ს დონის შემოწმებას საშუალო მცოცავი EMA55-ი უშლის. დღეს დილას საშუალო დონის ფასებიდან გაღწევის კიდევ ერთი მცდელობა იყო, მაგრამ ჯერ წარმატებული არ ყოფილა.
თუმცა, Stellar Lumen-ის ძალისხმევა დაფასების გარეშე არ დარჩა და აქტივი ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს, სადაც $66 მილიონით გადაასწრო Bitcoin Cash-ს. ჩვენ გვჯერა, 0.181 USD მიდამოში ხარული გარღვევის, მაგრამ თუ საშუალო მცოცავის წინააღმდეგობა საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდება, იგი XLM-ის ფასს არ გაუშვებს დღის ახალი მაქსიმუმის 0.181 USD მიდამოში დასამყარებლად და უქმეებზე ფასი $0.155 - $0.170 დიაპაზონში იქნება კონსოლიდირებული. 0.140 USD მხარდაჭერის გარღვევა კორექციას გააუქმებს და დაუნ-ტრენდის განახლების მანიშნებელი იქნება.
BCH/USD
Bitcoin Cash-მა გუშინ მთლიანად დაკარგა აღდგენის ინიციატია, ორასდოლარიანი რე-ტესტზე უარი თქვა და ზარმაცულად 180 USD მიდამოში კონსოლიდირდა . ამის გამო მან მეორე ძირითად სამეულში ლიდერობა დათმო და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.
ვვარაუდობთ, რომ საშუალო დონის ვაჭრობის მოცულობებზე, მიმდინარე კვირის დამთავრებამდე, გვერდულ დიაპაზონში, 200.00 USD-ს წინააღმდეგობის ქვეშ იჭიდავებს.
EOS/USD
EOS-მა გუშინ 3.65 USD-ს წინააღმდეგობის შტურმისგან თავი შეიკავა. წყვილი სამდოლარიან ზღვულის მხარდაჭერასთან ჩამოიწია და ცდილობს ამ დონის კონსოლიდაცის. სანამ წყვილი ბოლო 2.867 USD მინიმუმი სთავზე ცდილობს შეჩერებას
მაგრამ მინიმუმის განახლებამ შეიძლება 27 ნოემბერს დაწყებუი კორექცია გააუქმოს 3.40 USD ნიშნულზე.
LTC/USDგუშინდელი Litecoin-ის ფასის მცდეობები გაარღვიოს დაუნ ტრენდის ვარდისფერი დერეფნის ზედა საზღვრის გახვრეტის მცდელობები წარმატებით არ დასრულდა. ფიბონაჩის 23.6% (33.44 USD) მხარდაჭერის გამოყენებით წყვილმა რამდენიმეჯერ ცადა დაღმავალი ტრენდის წითელი საზღვრის გადალახვა, მაგრამ შემცირებადი მოცულობებმა ფასის დინამიკა გადაიყვანა საშუალო ფასების ვიწრო დიაპაზონში.
თუ საშუალო მცოცავი EMA55-ი გააგრძელებს Litecoin-ის ფლეტში შეკავებას, მაშინ უქმეებზე წყვილი "გამოფოფხდება" ვარდისფერი დერეფნის ზედა საზვღის გარეთ, კორექციისთვის შანსების შენარჩუნებით.
თუმცა, ალტკოინების საერთო სუსტი დინამიკის გათვალისწინებით აღდგენის მიმართ, საკმაოდ მოსალოდნელია LTC ფასის დაკლება 30.00 USD-ს მხარდაჭერასთან.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 27.12.2018-სთვის
გუშინ ბაზარმა კონსოლიდაცია გვერდულ დიაპაზონში გააგრძელა. მართკუთხედიდან გამოსავალი მეტად მოსალოდნელია შემცირებისკენ იყოს.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 08.12.2018
გუშინდელი მინიმუმის შემდეგ, ბაზარმა საკმაოდ შედეგიანი აღდგენა დაიწყო, მაგრამ გაგრძელდება თუ არა კორექცია უქმეებზე?