ტრადიციულად შაბათ-კვირას ბაზარი განსაკუთრებულ აქტივობას არ იჩენდა და პროგნოზირებად გვერდულ დიაპაზონში იმყოფებოდა. დინამიკა უახლოეს მომავალში შენარჩუნდება.
BTC/USD
როგორც ჩანს, დათვებს ძალუძთ 4000.00 USD-ის მხარდაჭერის ჩანგრევა. ამ დროისთვის შემცირება შეჩერდა $3900-$3960 მიდამოში. ეს ის გვერდულა დიაპაზონია, რომლიდანაც ფასმა 4265$ ნიშნულამდე აღდგენა შეძლო. ჩვენ უკვე ნაკლებად გვჯერა ფიბონაჩის 23.6% (4199.07 USD)-მდე აღდგენის და ვთვლით, რომ მოკლევადიანი კონსოლიდაციის შემდეგ ფასი 3750.00 USD-ის მხარდაჭერისკენ დაიწევს. ასეთივე დაკლებისკენ მიუთითებს სტოჰასტიკიც, რომელმაც დაკლებისკენ რვა საათიან გრაფიკულ გამოსახულებაზე საკმაოდ მკვეთრი ნიშანი ჩამოაყალიბა.
ამ მხარდაჭერის რე-ტესტი საშუალებას მოგვცემს საბოლოოდ დავივიწყოთ კორექციის არსებობა, რომელიც ძალიან ადრე შეწყდა, მხოლოდ და მხოლოდ 4409.77 USD-ზე და მყიდველების ფიბონაჩის 38.2% (4647.19 USD) რე-ტესტის მოლოდინი დაამსხვრია, რომ აღარაფერი აღარ ვთქვათ ოპტიმისტურ ფიბოს ორმოცდაათ პროცენტიან დონეზე (5009.36 USD). 3750 USD-ს რე-ტესტის შემდეგ ფასი შეიძლება ისევ ახტეს $3900 - $3960 ფასების მიდამოში.
XRP/USDRipple-ს გუშინდელი მოძრაობის დინამიკაში მოულოდნელი არაფერი მომხდარა, როგორიცაა ხარული იმპულსი 0.410 USD. XRP-ს ფასი 0.355 USD-ს მიდამოში მოსალოდნელად დაეცა, სადაც შაბათის გვერდულ ტენდენციას იმეორებს. ხანმოკლე კონსოლიდაციის შემდეგ, ყველაზე მეტად არსებული მოლოდინი, ალბათ, 0.330 USD რე-ტესტი იქნება, აუცილებელი შეყოვნებით 0.340 USD მხარდაჭერის დონეზე.
მას შემდეგ რაც 23 ნოემბერს Rippl-ის ფასმა 0.400 USD-ს მხარდაჭერა გახვრიტა, ის უკვე მეორე კვირაა არ ტოვებს $0.330 - $0.400-ის ფართო დიაპაზონს. ვთვლით, რომ ახლო მომავალში ეს ტენდენცია გაგრძელდება და წყვილი შეძლებს 0.300 USD სივრცეში დაკლება აირიდოს.
ETH/USD
კვირა დღეს Ethereum-ი შაბათის კონსოლიდაციის სივრცეში დაეშვა. ზრდის მცდელობები ისევ 120.00 USD დონით იქნება შეზღუდული, ხოლო ყველაზე მოსალოდნელ მოძრაობის ვექტორად მომდევნო 107.00 USD-მდე შემცირება და გვერდული ტრენდის შენარჩუნება მიგვაჩნია.
* ყველა ფასის მოცემულობა მოყვანილია ბირჟა BitStamp-ის მოცემულობის მიხედვით.
ასევე წაიკითხეთ
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS, და Litecoin მიმოხილვა 03.12.2018-სთვის
ვთვლით, რომ წლის მინიმუმების კორექცია დასრულდა. ფასის შემცირების ახალი ტალღა გველის.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 27.11.2018-სთვის
გუშინდელი ფასების კონსოლიდაცია მდორედ გადავა ფასების უახლოეს დაბალფასიან მხარდაჭერისკენ.