გუშინ ბაზარი შევიწროვებადი კონსოლიდაციიდან დაუნ-ტერნდის მიმართულებით დაიძრა. დღეს ფასების შემცირება ახალ წლიურ მინიმუმებისკენ გაგრძელდება.
BTC/USD

გუშინ BTC-ს ფასი დიდხანს შეყოვნდა ნარინჯისფერი სამკუთხედის საზღვრებში, მაგრამ საღამოს, ქვედა საზღვრის ხელახალი რე-ტესტის შემდეგ, იგი გაირღვა და წყვილი 3750.00 USD დონემდე დაეცა . პირველი საათის თაიმ-ფრეიმზე ჩანს, თუ როგორ ცდილობდა მთელი ღამის განმავლობაში ფასი აღდგენას 3750.00 USD-ს წინააღმდეგობის ზემოთ, მაგრამ ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
ამგვარი, წინააღმდეგობის ქვეშ კონსოლიდაციის შემდეგ, Bitcoin-ი გააგრძელებს დაკლებას ფიბონაჩის ნულოვანი დონისკენ 3474.73 USD. კორექციისკენ შემობრუნების დონე შეიძლება მდებარეობდეს 3230.00 USD ნიშნულის მიდამოში, აქვე განთავსდება ახალი წლიური მინიმუმი.
XRP/USD
ნარინჯისფერი სამკუთხედის ქვედა საზღვარზე სასოწარკვეთილი ბრძოლა წარიმართა გამყიდველებსა და მყიდველებს შორის. ბაზრის აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო. მას შემდეგაც კი, როდესაც დათვებმა მოახერხეს მხარდაჭერის გახვრეტა, ხარებმა კიდევ რამდენჯერმე სცადეს Ripple-ს ფასის შევიწროვებადი ნარინჯისფერ დიაპაზონის საზღვრებში აღდგენა. დღეს დილით ვაჭრობის მოცულობამ იკლო და დათვებმა საკვანძო მხარდაჭერის 0.330 USD-ის შემოწმება შეძლეს. ამჯერად დონემ გაუძლო, მაგრამ მცირე დაკლების შემდეგ, იგი გატყდება და გაგრძელდება შემცირება მიზნობრივ 0.300 USD დონემდე.
ETH/USD

პირველ საათიან გრაფიკულ გამოსახულებაზე Ethereum-ის ბრძოლა სამკუთხედის ქვედა საზღვართან არსებითად არ შეიმჩნეოდა. დათვებმა მარტივად მოახერხეს სამკუთხედის გარღვევა და ETH-ს ფასი ფსიქოლოგიურ 100.00 USD ნიშნულამდე დაწიეს. დაახლოებით, ამ სივრცეში ცდილობდნენ მყიდველები ეთერეუმის შეჩერებას და მის კონსოლიდაციაში გამყარებას. დილით ფსიქოლოგიური ზღვრული გადაილახა, ფასებმა ას დოლარზე ქვემოთ დაიწია და ფიბონაჩის ნულოვანი დონის გარღვევა - გარდაუვალია. ახალი წლიური მინიმუმი 90.00 USD მიდამოში დამყარდება.
*ყველა ფასის მოცემულობა გამოყენებულია ბირჟა BitStamp-ის მონაცემების გამოყენებით
ასევე წაიკითხეთ
ADA/USD ანალიზი 30.11.201-სთვის
Cardano-ს ვალუტა, თავისი რეგულარული განახლებებით არის ცნობილი, რომლითაც შემუშავების პროცესზე მკვეთრ წარმოდგენას იძლევიან, რაც აისახება ფასზეც. პირველ საათიან გრაფიკზე ვხედავთ $0.0410-ის მხარდაჭერით ტრენდულ წითელ ხარულ ხაზს.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, ETH/USD, XRP/USD ანალიზი 12.11.2018-სთვის
უქმეებმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარეს და ფასების კონსოლიდაცია გვერდულა დიაპაზონში მიმდინარეობდა. კვირის დასაწყისში ბაზრის მერყეობა შეიძლება გაიზარდოს. იქნება კიდევ ერთი შემცირების ტალღა?

