გამყიდველების ზეწოლა გრძელდება, სავსებით მოსალოდნელია, რომ ბევრი ალტკოინის ფასი 2018 წელს ახალ მინიმუმამდე დაეცემა.
TRX/USD
ამ დროისთვის, მონეტის ფასის მოძრაობაში სითამამე შეიგრძნობა, მისი ფასი წინა კვირის განმავლობაში 18%-ით გაიზარდა. ახლა კი TRX საბაზრო კაპიტალიზაციის მე-11 ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ TRX/USD დათვური პატერნის თანახმად ვაჭრობს და გამყიდველები ბაზარს აკონტროლებენ, მათთვის ფასის წინა კვირის მინიმუმამდე დაწევა შეუძლებელია, ეს კი 1.5 ცენტის ზემოთ ხარული გარბენის ალბათობას ზრდის.
ჩვენი წინამორბედი გეგმის თანახმად, ველოდებით, რომ ფასი 3 ცენტს ასცდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დათვები ფასს 28 ნოემბრის მინიმუმების დაბლა ჩაწევენ, მათ შემდეგი მიზანი, მონეტის არსებობის ისტორიაში, 24 იანვარის წერტილში, ყველაზე დაბალი ღირებულების რე-ტესტი გახდება.
XMR/USD
ისევე როგორც BTC და LTC, Monero-ს საზოგადოების ფართო მხარდაჭერა გააჩნია პირადულობის დაცვის გამო, რომელსაც მონეტა უჭერს მხარს. ახლა ამ მონეტის განაღდება შვეიცარიის რამოდენიმე ბანკომატიდან შეიძლება.
მიუხედავად ამისა, გრაფიკულ გამოსახულებაზე ვხედავთ, რომ XRM/USD დათვური პატერნის მიხედვით ვაჭრობს, პირველში მთლიანად აკონტროლებდნენ ბაზარს და ფასი 25 ნოემბრის $70-ზე დაბლა დაწიეს.
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ლონგის განთავსებას გთავაზობთ, ეს არის დამაჯერებელი გარღვევა $70-ზე ზემოთ, ჩვენი მხარდაჭერის დონეზე. ამ მომენტამდე, თუ ზეწოლა გაგრძელდება, ჩვენ $20-მდე დაკლებას ვვარაუდობთ.
მასალების მიხედვით newsbtc.com
ასევე წაიკითხეთ
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin ანალიზი 12.12.2018
აღდგენის ფასის განახლების ალბათობა განახლებული მინიმუმების შემდეგაც შენარჩუნებულია. დღეს ალტკოინების ფასები წინააღმდეგობის მიზნობრივ დონეების მიღწევას შეეცდებიან
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: გლობალურმა ვალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, აპოკალიფსი ახლოვდება
ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ვალმა მორიგ მაქსიმუმს მიაღწია - 247 ტრილიონი დოლარი 2018 წლის პირველ კვარტალში. ამ ციფრიდან, არასაფინანსო სექტორზე 186 ტრილიონი დოლარი მოვიდა, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.
