მიმდინარე შემცირების მიუხედავად, ბაზრის აღდგენის ფაზა არ დასრულებულა. მომავალი კორექციისთვის მიმდებარე წინააღმდეგობის განსაზღვრას ვცდილობთ.
XLM/USDუქმეებზე Stellar Lumen-ის ფასი ფლეტში იმყოფებოდა, იმითღა იყო დაკავებული, რომ დაუნ-ტრენდის ვარდისფერი დერეფნის ზედა საზღვრის გამძლეობას ამოწმებდა. კვირის დასასრულს, მისი გარღვევაც მოხერხდა, მაგრამ 0.131 USD მაქსიმუმზე ზემოთ XLM-ს ფასი ჯერ ვერ ახერხებს ასვლას. დღეს მოსალოდნელია კვირის მაქსიმუმიდან უკან დახევა და ვარდისფერი დიაპაზონის ზედა საზღვრის რე-ტესტი. იგი შეიძლება მხარდაჭერის სახით გამოვიდეს და წყვილი აღდგენას 0.140 USD დონემდე გააგრძელებს.
BCH/USDგასული კვირის მოვლენების შედეგად, Bitcoin CaSH ABC-მ შეძლო კრიპტოვალუტების კაპიტალიზაციის რეიტინგში მეხუთე პოზიციის დაკავება. კვირის დასასრულს, Bitcoin Cash ABC-მ შეძლო 100.00 USD ფსიქოლოგიური დონის თავზე გამყარება და Bitcoin Casg SV-სთან კაპიტალიზაციის მცირე უპირატესობა მოიპოვა, რომელმაც კვირა 100.00 USD-ს ქვემოთ დაამთავრა და CoinMarketCap-ის რეიტინგში მეშვიდე პოზიცია დაიკავა.
ძალების ბალანსი ჯერ კიდევ თითქმის თანაბარია და უპირატესობას ხან ერთი მხარე იღებს ხან მეორე. როგორც ჩანს, ფორკებს შორის დაპირისპირება შემდეგშიც გაგრძელდება. ვვარაუდობთ, რომ დღევანდელი 100.00 USD-ის მხარდაჭერის ქვემოთ უკუსვლის შემდეგ, Bitcoin Cash ABC და Bitcoin Cash SV შეძლებენ აღდგენა გააგრძელონ. ამ დროისთვის მხოლოდ BCH ABC აღდგა 150.00 USD წინააღმდეგობასთან, ხოლო BCH SV შეიზღუდება 120.00 USD-ით.
EOS/USD
წინა პარასკევს EOS-მა წლიური მინიმუმი 1.550 USD-მდე განაახლა. უქმეებზე წყვილი 2.127 USD-მდე აღდგა. დღეს, კონსოლიდაციის შემდეგ, 2.00 USD მიდამოში აღდგენა შეიძლება საშუალო მცოცავ EMA55-მდე, რომელიც ოთხი საათის თაიმ-ფრეიმზე 2.300 USD მიდამოში მიმდინარეობს. თუ ხარული იმპულსი ისეთი ძლიერი იქნება, რომ გაარღვევს საშუალო ფასების დონეს, მაშინ შესაძლებელია 2.400 USD ნიშნულზე წითელი ტრენდის ხაზის რე-ტესტი.
LTC/USD
Litecoin-ის ფასმა პარასკევს წლიური მინიმუმი 22.25 USD წერტილში დაამყარა, ხოლო უქმეებზე წლიურ მინიმუმსა და ფიბონაჩის ნულოვან (26.31 USD) დონეებს შორის, გვერდულ დიაპაზონში იმყოფებოდა. რამდენჯერმე იყო მცდელობა 0%-ანი ფიბონაჩის დონის გარღვევისა, მაგრამ ყოველ ჯერზე წყვილი 24.00 USD-ის სივრცეს უბრუნდებოდა. დღეს, უკუსვლის დასრულების შემდეგ, წლიური მინიმუმის მიდამოში LTC-ს ფასის აღდგენა განახლდება, რომელსაც დაუნ-ტრენდის დერეფნის ზედა საზღვრის გადალახვა შეუძლია, მაგრამ მოახერხებს თუ არა წყვილი ფიბონაჩის ნულოვანი დონის თავზე გამყარებას - ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგანია. დაბალ მოცულობაზე ამის შესრულება შეუძლებელი იქნება.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen და Litecoin ანალიზი 28.12.2018
ფასების დაკლებამ ჯერ მხარდაჭერის მიზნობრივ დონეებს ვერ მიაღწია და ხანმოკლე აღდგენის შემდეგ შესაძლებელია გაგრძელდეს.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen და Litecoin ანალიზი 20.12.2018-სთვის
გუშინ ალტკოინებმა კვირის მაქსიმუმები დააფიქსირეს. შეძლებს თუ არა დღეს ბაზარი მწვანე სივრცეში შეყოვნებას?