Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin 14.12.2018-სთვის

Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin  14.12.2018-სთვის

დათვური ზეწოლა შესაძლოა ახლი ძალით აღდგეს, რაც წლიური მინიმუმების განახლებას გამოიწვევს. მაგრამ ჯერჯერობით ბაზარი მიმდინარე ფასების დონეზე კონსოლიდირებას ცდილობს.

XLM/USDგაყიდვების დიდმა მოცულობამ გუშინ ის გამოიწვიეს, რომ Lumen-ის ფასი 0.107 USD წლიური მინიმუმის ქვევით დაეცა. ამჟამად ვაჭრობის აქტივობა შემცირდა და ფასის ვარდნა 0.100 USD ფსიქოლოგიურ დონესთან გაჩერდა. თუმცა ჩვენ ვვარაუდობთ, რომ  0.104 USD წერტილში ლოკალური მინიმუმი დღეისთვის უკანასკნელი არ არის. დათვური ზეწოლის განახლების შემთხვევაში, წლიური მინიმუმის წინამდებარე ზონაში აღდგენის შემდეგ, ვარდნის ფასმა შესაძლოა 0.100 USD მხარდაჭერა დატესტოს.

EOS/USDEOS გუშინდელმა შემცირებამ იასამნისფერი ინდიკატორული სხივის რე-ტესტი არ გამოიწვია, რომლის გარღვევა დაუნ-ტრენდის განვითარების სიგნალი იქნებოდა. ფასი 1.83 USD მინიმუმზე გაჩერდა და კონსოლიდირებას ცდილობს. ვაჭრობის მოცულობა მცირდება და თუკი ბაზრის აქტივობა დაბალი იქნება, EOS მოახლოებულ უქმეებზე ამ დონეზე გვერდულში დაიმკვიდრებს ადგილს.

გუშინდელი ვარდნის მიუხედავად, $1.7 მილიარდის მაჩვენებლის მქონე აქტივების კაპიტალიზაციის რეიტინგში EOS მეექვსე ადგილს ინარჩუნებს. სტოჰასტიკმა ოთხსაათიან ტაიმ-ფრეიმზე EOS-ის ფასის აღდგენის სიგნალის ფორმირება მოახდინა, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს ხანში ფასი კორექციის ფაზაში იქნება. მაგრამ რვასაათიან გრაფიკზე სტოჰასტიკი შემცირებას აჩვენებს. ვვარაუდობთ, რომ კორექციის დასრულების შემდეგ, ასეთმა ვარდნამ 1.782 USD იასამნისფერი სხივი შესაძლოა გაარღვიოს და 1.550 USD წლიური მინიმუმის მიდამოებს მოაღწიოს.

BCH/USDBitcoin Cash ABC ფასი გუშინ შემცირებას განაგრძობდა და წლიური მინიმუმი 84.28 USD ნიშნულამდე განაახლა. თუმცა კაპიტალიზაციის დონით, Bitcoin Cash ABC მეშვიდე ადგილზე შენარჩუნდა. რასაც Bitcoin Cash SV-ზე ვერ ვიტყვით. მისმა ვარდნამ მინიმუმ 74.00 USD-მდე ის გამოიწვია, რომ მან CoinMarketCap-ის რეიტინგში მეცხრე პოზიციამდე დაიწია და ამჟამად $1.5 მილიარდის კაპიტალიზაცია გააჩნია.


თუკი დათვური ზეწოლა ამ ორ ინსტრუმენტზე იგივე ინტენსივობით გაგრძელდება, მალე ის ერთ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოაქტივების პირველ ათეულს დატოვებს.

დღეს ჩვენ Bitcoin Cash ABC-ს მინიმუმის 80.00 USD დონემდე განახლებას ვვარაუდობთ, Bitcoin Cash SV-ის ფასი კი მინიმუმის დამყარებას 72.00 USD მიდამოებში მოახდენს.

LTC/USDგუშინ საღამოს შემცირებისას LTC-ს ფასმა 22.78 USD იასამნისფერი ხაზი გახვრიტა, თუმცა ამასობაში საშუალო ფასების დონემდე აღდგენა მოახერხა. ვვარაუდობთ, რომ საშუალო მცოცავი EMA55 LTC/USD-ს წყვილს ვარდნისკენ შემოაბრუნებს და დათვები დაახლოებით 22.00 USD დონეზე წლიური განახლებული მინიმუმის მიდამოებში ფასის ჭყლეტას შეძლებენ. უქმე დღეებში ფასი წლიურ მინიმუმსა და 24.40 USD დონეს შორის არსებულ კონსოლიდაციაში მოექცევა.

ასევე წაიკითხეთ

15742018-12-17

Stellar Lumen, EOS, Litecoin და Bitcoin Cash ანალიზი 17.12.2018-სთვის

უქმეებზე ალტკოინები, უმეტეს წილად, გვერდულ დიაპაზონში ინარჩუნებდნენ პოზიციას. თუმცა, ამ ეტაპზე, ხანმოკლე აღდგენის შემდეგ, დაუნ-ტრენდში მოძრაობა შეიძლება განახლდეს.

ანალიტიკა
15392018-12-24

კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 24.12.2018-სთვის

ბაზარი კვლავ ახერხებს პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებასა და კაპიტალიზაციის დონის $141 მილიარდამდე გაზრდას.

ანალიტიკა

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან ანალიტიკა

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64312018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43192018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33692018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33532018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32762018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain