უქმეებზე ალტკოინები, უმეტეს წილად, გვერდულ დიაპაზონში ინარჩუნებდნენ პოზიციას. თუმცა, ამ ეტაპზე, ხანმოკლე აღდგენის შემდეგ, დაუნ-ტრენდში მოძრაობა შეიძლება განახლდეს.
XLM/USD
შაბათს Stellar Lumen-მა წლიური მინიმუმუმი 0.093 USD დონეზე განაახლა და 0.100 USD დონე გაარღვია. კვირას დათვური წნეხი შემსუბუქდა და ფასმა მხარდაჭერის დონის ზემოთ აღდგენა მოახერხა. დღეს, ხანმოკლე კონსოლიდაციის შემდეგ, წყვილი შესაძლოა საშუალო მცოცავი 0.100 USD-თან აღდგეს, რომელიც 0.111 USD ნიშნულის მიდამოებში გაივლის. იმ შემთხვევაში, თუ დათვები დღესაც პასიურობას გააგრძელებენ, წყვილი საშუალო ფასების დონის ზემოთ დამკვიდრებას და 0.120 USD ნიშნულის გატესტვას შეძლებს.
EOS/USD
უქმეებზე EOS-ის ფასმა 1.782 USD იასამნისფერი სხივის ზემოთ შეძლო გაჩერება. დღეს დილით, მოცულობის დაკლების პირობებში, წყვილი საშუალო ფასებს გაცდა და დაუნ-ტრენდის წითელი ხაზი გატესტა. ჩვენი ვარაუდით, ტრენდული ხაზის წინააღმდეგობის გარღვევა არ მოხდება და ამიტომ იასამნისფერი სხივის მიდამოებში გვერდული დინამიკის მხარდაჭერა გაგრძელდება.
LTC/USD
გასულ შაბათს Litecoin-ის ფასი 22.78 USD-ს იასამნისფერი სხივის დონის მხარდაჭერის გვერდით დიაპაზონში იმყოფებოდა, ხოლო კვირას, LTC-ს ფასმა ფიბონაჩის ნულოვან დონემდე 26.31 USD აღდგენა მოახერხა. ასეთმა დინამიკამ, კაპიტალიზაციის $1.6 მილიარდიანი მოცულობა შეინარჩუნა და Bitcoin Cash ABC უკან ჩამოიტოვა. კრიპტოაქტივების კაპიტალიზაციის მოცულობის ათეულში LTC-მ მეშვიდე ადგილი დაიკავა. დღეს წყვილი უპირატესობის შენარჩუნებას და 0% ფიბოს (26.31 USD) დონეზე კონსოლიდაციას შეეცდება.
BCH/USD
შაბათს Bitcoin Cash ABC-ს ფასის ვარდნა 80.00 USD მხარდაჭერის დონით არ შემოიფარგლა. წყვილმა მინიმუმი 73.50 USD წერტილში დაადგინა. თუმცა კვირის განმავლობაში, მხარდაჭერის დონემდე აღდგენა მოახერხა. ამ მომენტში, სტაჰოსტიკი გადაჭარბებული ყიდვის ზონაში იმყოფება და დაწევის სიგნალს აყალიბებს. ჩვენი ვარაუდით, 100.00 USD ფსიქოლოგიური დონის რე-ტესტი - ნაკლებად მოსალოდნელია. ხანმოკლე კონსოლიდაციის შემდეგ, მინიმუმისკენ, 60.00 USD მიდამოებში, დაწევა გაგრძელდება.
Bitcoin Cash SV-მ მინიმუმი 62.60 USD წერტილში დაადგინა, თუმცა სტაჰოსტიკი გადაჭარბებული გაყიდვის ზონაში დაწევის სიგნალი ჩამოაყალიბა. ჩვენი ვარაუდით, დაღმასვლა 54.00 USD მიდამოებში შეჩერდება. უქმეებზე Bitcoin Cash SV-ს კაპიტალიზაციის მოცულობა $100 მილიონით შემცირდა და თავისი $1.3 მილიარდით მეცხრე ადგილი დაიკავა. თანაც ის მილიარდიანი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტების სიას აგვირგვინებს.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin-ის დინამიკის ანალიზი შექმნიდან მხარდაჭერის არსებულ საფასო დონემდე
ჩვენს მიმოხილვაში Bitcoin-ის ფასების მოძრაობის უფრო დეტალურად განხილვა გვსურს, მისი შექმნის მომენტიდან იმ მხარდაჭერის დონემდე, რომელიც ახლა BTC-ს 2018 წლის მინიმუმამდე შემცირებისგან აკავებს.
კომპანია Fundstrat-ის ექსპერტებმა იციან, როდის დადგება გაყიდვის დრო
ორშაბათს ბიტკოინმა არც თუ ცუდი აღდგენის დემონსტრირება მოახდინა და სტატიის დაწერის მომენტში 3591 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. მონეტის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზრის აღდგენის ფონზე, რომელიც უმეტესად ტექნიკური და სპეკულატიური ფაქტორებით იყო გამოწვეული, დაახლოებით 8%-ით გაიზარდა.
