კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 18.12.2018-სთვის

კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 18.12.2018-სთვის

კორექციის მიზნობრივი დონეები გუშინ მიღწეული იქნა და დღეს დღის განმავლობაში, ღამის მაქსიმუმებიდან უკუსვლა იგეგმება.

BTC/USDგუშინ BTC-ის ფასმა იისფერი სხივის 3241.00 USD-ის წინააღმდეგობის გადალახვა შეძლო. ამავდროულად, შესყიდვების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა, თითქმის სამჯერ აღემატებოდა საშუალო დონეს. საღამოს ფიბონაჩის ნულოვანი დონის 3474.73 USD-იანი ზღვარი გადალახა და მაქსიმუმი 3590.00 USD-ის წერტილში დაამყარა, ხოლო დღის დასასრულისთვის, წყვილი ფობონაჩის 0% მხარდაჭერასთან დაეშვა. ამგვარად, გუშინ BTC-ის ფასმა ჩვენი მიზნობრივი კორექციის დონეებს მიაღწია, რომელზედაც კვირის მიმოხილვაში ვსაუბრობდით. ჯერ ღიად რჩება ჩვენი ყველაზე ოპტიმისტური სცენარის რეალიზაციის საკითხი, 3750.00 USD-ის წინააღმდეგობის რე-ტესტის შესახებ.


სტოჰასტიკის ინდიკატორი გადამყიდველობის სივრცეშია. შეძლებს თუ არა დღეს ფიბონაჩის ნულოვანი დონის ზემოთ შესყიდვების შენარჩუნებას, იმავე დიდი მოცულობებით? -სავარაუდოდ არა! 3750.00 USD-ის დონის რე-ტესტის ალბათობა ძალიან დაბალია. იისფერ 4241.00 USD-ის მხარდაჭერასთან უკუსვლა ყველაზე სავარაუდო გაგრძელებაა.

XRP/USDგუშინდელი ყვითელი დიაპაზონის ქვედა საზღვრის გადალახვის მცდელობებმა, ჩვენი 0.330 USD-ის მიზნობრივი დონის  ყველაზე ოპტიმისტური გეგმის მოლოდინს გადააჭარბა. XRP-ს ფასმა მოახერხა ამ მიდამოში წინააღმდეგობის გადალახვა და მაქსიმუმის 0.332 USD-ის წერტილში დაფიქსირება. ამაღამ წყვილმა უკვე 0.340 USD-ის დონე შეამოწმა, მაგრამ გადამყიდველობის სივრცეში მყოფი სტოჰასტიკი, ფასის მომავალ დაკლებაზე მიუთითებს. თუ წითელი 0.330 USD-ის დონე ფასს მხარს არ დაუჭერს, მაშინ Ripple დაგორდება კონსოლიდაციის ყვითელ დერეფანში.


ნაკლებად სავარაუდოა, რომ 0.330 USD-ის მხარდაჭერის რე-ტესტი და აღდგენის გაგრძელება 0.380 USD-მდე.

ETH/USDგუშინ ETH-ს ფასის დინამიკა, ჩვენი პროგნოზით, ოდნავ შეუფასებელი დარჩა. წყვილმა შეძლო, ნარინჯისფერი სამკუთხედის ზედა საზღვარი გადალახა და 90.00 USD-ის მიდამოში შევარდნა მოახერხა, ასევე მაქსიმუმის 96.78 USD-ის წერტილში დამყარება. როგორც ჩანს, Ethereum-ის გმირობა ამით დასრულდება და წყვილი ფიბონაჩის ნულოვანი დონის 98.11 USD-ის წინააღმდეგობის დაძალვას ვერ მოახერხებს. ვვარაუდობთ, რომ დღეს უკუსვლა მოხდება საშუალო მცოცავ EMA55-თან , რომელიც ეთერეუმის მკვეთრ ვარდნას შეაჩერებს.

*ყველა ფასის მოცემულობა მოყვანილია ბირჟა Bitstamp-ის მონაცემების გამოყენებით.


ასევე წაიკითხეთ

16042018-11-30

ADA/USD ანალიზი 30.11.201-სთვის

Cardano-ს ვალუტა, თავისი რეგულარული განახლებებით არის ცნობილი, რომლითაც შემუშავების პროცესზე მკვეთრ წარმოდგენას იძლევიან, რაც აისახება ფასზეც. პირველ საათიან გრაფიკზე ვხედავთ $0.0410-ის მხარდაჭერით​ ტრენდულ წითელ ხარულ ხაზს.

ანალიტიკა
16452018-11-13

ADA-ს და XMR-ს ანალიზი 13.11.2018-სთვის

ADA/USD-ს ზრდა დემონსტრირდება იმ დროს, როდესაც XMR/USD წყვილი 11 - 15 ოქტომბრის ნიშნულების საზღვრებში ვარირებს. როგორც უწინ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გაჭიანურებული კორექციის შემდეგ, დამაჯერებელი ფასის ზრდის მოლოდინში ვართ

ანალიტიკა

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან ანალიტიკა

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64402018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43252018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33802018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33592018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32852018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain