გუშინდელი მაქსიმუმიდან გაგორება ალტკოინების ფასს მხარდაჭერის უახლოეს დონეზე დააბრუნებს.
EOS/USD
დღევანდელ მიმოხილვას EOS-ით დავიწყებთ. გუშინ ეს წყვილი ჩვენ სათანადოდ ვერ დავაფასეთ. სადილის შემდეგ EOS-ის ფასმა საშუალო ფასების დონის გარღვევა შეძლო და მაქსიმუმი 2.570 USD მიდამოებში დაამყარა. მონეტაში ორი დოლარის სანაცვლოდ არსებული დონიდან, ყიდვების მოცულობა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. დღეს ღამე, უკვე შემცირებადი მოცულობის პირობებში, ფასმა 2.630 USD წერტილში მაქსიმუმს მიაღწია.
ასეთმა დინამიკამ EOS-ს კაპიტალიზაციის დონით Stellar Lumen-ისთვის გასწრების და CoinMarkertCap-ის რეიტინგში საკუთარი საპატიო მეოთხე ადგილის დაკავების საშუალება მისცა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც EOS კაპიტალიზაციას ზრდის და პირველობისთვის Stellar Lumen-თან ბრძოლას იწყებს. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა EOS კაპიტალიზაციის მოცულობის მიხედვით მეოთხე პოზიციის შენარჩუნებას, როდესაც მისი ფასი საშუალო ფასების დონემდე გაგორდება (2.000 USD).
XLM/USD
Stellar Lumen-მა გუშინ აღდგენაზე ცოტა „ვერ იმუშავა“. ფასი მცოცავ საშუალო დონეზე გამყარდა, მაგრამ 0.120 USD ნიშნულის დატესტვა ვერ მოახერხა. მაქსიმუმი 0.118 USD წერტილში დამყარდა. მდარე დინამიკის გამო Stellar Lumen-მა კაპიტალიზირებული კრიპტო-აქტივების ტოპში მეოთხე პოზიციიდან მეხუთეზე გადაინაცვლა, კაპიტალიცაზიის მაჩვენებლის $2.1 მილიარდზე დაფიქსირებით. თუკი დღეს წყვილი საშუალო ფასების დონეზე შენარჩუნებას შეძლებს, შესაძლოა ხვალ Lumen-მა რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიბრუნოს.
LTC/USD
აღდგენის არც თუ ცუდი დინამიკის დემონსტრაცია გუშინ Litecoin-მა მოახდინა. ფიბოს ნულოვანი დონის ქვეშ კონსოლიდაციით (26.31 USD), LTC ფასმა მისი წინააღმდეგობის გადალახვა და საკვანძო ნიშნულის - 30.00 US გატესტვა მოახერხა. დღეს დილით ჩვენ ღამის მაქსიმუმიდან - 30.36 USD გაგორებას ვადევნებთ თვალს. ვვარაუდობთ, რომ ფასი საშუალო მცოცავი EMA55-ს მხარდაჭერამდე შემცირდება, რომელიც ფიბოს 0%-ზე ოდნავ ქვევით მდებარეობს.
BCH/USD
ისარგებლა რა 80.00 USD დონის მხარდეჭერით, Bitcoin Cash ABC-ის ფასმა რაღაცნაირად აღდგენა სცადა, მაგრამ საშუალო ფასების გატესტვაც კი ვერ მოახერხა. ვვარაუდობთ, რომ გუშინდელ მაქსიმუმზე კორექცია დასრულდა და დღეს წყვილი ისევ 80.00 USD ნიშნულზე არსებულ მხარდაჭერას დაუბრუნდება.
Bitcoin Cash SV, გუშინ 72.00 USD-ს მხარდაჭერის დონიდან აღდგენას ახდენდა და Bitcoin Cash ABC-სგან განსხვავებით, მაქსიმუმის მცოცავ საშუალო EMA55-ზე ოდნავ ზემოთ დაფიქსირება მოახერხა. თუმცა ამან CoinMarketCap-ის რეიტინგში საკუთარი მდგომარეობის გამოსწორების საშუალება არ მისცა და Bitcoin Cash SV ყველაზე ძლიერთა ათეულში კვლავ ბოლოს წინა ადგილზე რჩება. ვვარაუდობთ, რომ დღეს ფასი ისევ 72.00 USD დონემდე გადაგორდება.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, ETH/USD, XRP/USD ანალიზი 08.11.2018-სთვის
გუშინდელი შემცრირების პროცესი დღეს დილასაც გაგრძელდა, მაგრამ გაზრდის მცდელობები უახლოეს მომავალში განახლდება.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 24.12.2018-სთვის
ბაზარი კვლავ ახერხებს პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებასა და კაპიტალიზაციის დონის $141 მილიარდამდე გაზრდას.