ღამის ხარული იმპულსი შეიძლება ღრმა უკუსვლით დამთავრდეს. შესაძლებელია თუ არა ზრდის გაგრძელება ამგვარი დაღმასვლის შემდეგ?
BTC/USDორშაბათის 3590.00 USD-ის მაქსიმუმის შემდეგ, გუშინ BTC-ს ფასი 3474.73 USD-ის მხარდაჭერასთან კონსოლიდირდა. ამ დროში, სტოჰასტიკი გადამყიდველობის სივრციდან გამოვიდა და ნეიტრალურ სივრცესთან ფასის ზრდის ახალი ნიშანი ჩამოაყალიბა.
ჩვენი გუშინდელი ხარული იმპულსის შესახებ, ეჭვები უსაფუძვლო აღმოჩნდა. ამაღამ Bitcoin-ის შეძენის ახალმა ტალღამ, მისი ფასის ზრდა გამოიწვია, ამგვარად, ჩვენი ყველაზე ოპტიმისტური სცენარი გამართლდა და BTC/USD-ს წყვილმა 3750.00 USD-ის დონე შეამოწმა.
ამ დროისთვის სტოჰასტიკი ისევ შევიდა ღმად გადამყიდველობის სივრცეში და სავარაუდოდ, წყვილი მიმდინარე ფასების დონეზე კონსოლიდაციას შეეცდება. გასაკვირია, რომ დათვური ზეწოლა მთლიანად გაქრა. გუშინდელ მცირე დაღმასვლას კონსოლიდაცია შეგვიძლია ვუწოდოთ. როგორი უკუსვლა გველოდება დღეს? ისეთივე, როგორც გუშინ, გვერდულის სახით 3750.00 USD-ის მხარდაჭერასთან თუ ფასი უფრო ღრმად ჩაჯდება, გუშინდელ 3474.73 USD-თან?
ამ დროისთვის შესამჩნევია ფასის ძლიერი აღდგენის იმპულსი, 3122.28 USD-ის წლიური მინიმუმის წერტილიდან. კარგი იქნებოდა ფიბონაჩის ნულოვანი საზღვრის გავლება ამ წერტილზე. ხოლო ახლა თვალ-ყური ვადევნოთ, შეძლებს თუ არა ხარული ბიძგი მიწვდეს ფიბოს 23.6%-ს, 3930.00 USD-ის მიდამოში.
თუ დღევანდელი უკუსვლა იქნება ისეთივე მცირე, როგორც გუშინდელი და 3650.00 USD-ის მიდამოში დამთავრდება, მაშინ ჩვენ მალევე ვიხილავთ 3930.00 USD-ის რე-ტესტს. 3241.00 USD იისფერი მხარდაჭერის ქვემოთ უკუსვლა, Bitcoin-ის ფასის შემდგომი აღდგენის გეგმას ჩაშლის.
XRP/USDგუშინ წითელმა 0.330 USD-ის დონემ Ripple-ს ფასის მხარდაჭერა უზრუნველყო და წყვილი მთელი დღე მის გვერდით კონსოლიდირდა. ჯერ კიდევ გუშინ, 0.380 USD-ის დონის რე-ტესტი განიხილებოდა, როგორც ნაკლებად მოსალოდნელი მოვლენა, დღეს ღამით კი ხარულმა იმპულსმა 0.370 USD-ის წინააღმდეგობა გაარღვია და მაქსიმუმი 0.378 USD წერტილში დაამყარა. ვვარაუდობთ, რომ მაქსიმუმიდან უკუსვლა 0.350 USD მიდამოში შეჩერდება და წყვილი კონსოლიდაციას ამ დონეზე შეეცდება.
ETH/USDEthereum-ის ფასი გუშინ 92.00 USD-ის მხარდაჭერასთან კონსოლიდაციაში შენარჩუნდა, ხოლო ამაღამ ხარულმა იმპულსმა, ნაკლებად წარმოსადგენი,, მიზნობრივი 98.11 USD-ის დონე გაარღვია. ეთერეუმისგან ასეთ რამეს ნაკლებად თუ ვინმე ელოდა და ახლა, 104.00 USD-ის წერტილში მაქსიმუმის შემდეგ, წყვილი 100.00 USD-ის ფსიქოლოგიური დონის ქვემოთ შეიძლება აღმოჩნდეს და მის დაბლა გამყარდეს.
* ფასების მოცემულობა აღებულია ბირჟა Bitstamp-ის მონეცემების გამოყენებით
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 23.11.2018-სთვის
მოხდება თუ არა ძირითადი დონეების მხარდაჭერის გარღვევა? როგორია მიმდინარე დონეების კორექციის ალბათობა?
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 27.12.2018-სთვის
გუშინ ბაზარმა კონსოლიდაცია გვერდულ დიაპაზონში გააგრძელა. მართკუთხედიდან გამოსავალი მეტად მოსალოდნელია შემცირებისკენ იყოს.