შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზრდის მიზნობრივი დონეები მიღწეულია და ფასი უკუსვლის ფაზაში გადავიდა.
BTC/USD3750.00 წინააღმდეგობის გარღვევის შემდეგ, დაღმასვლა სიღრმისეული არ აღმოჩნდა და ხარებს ეყოთ ძალა 23.6% ფიბოს დონე (3929.80 USD), კვირის მაქსიმუმის დაფიქსირებით, შეემოწმებინათ. ხოლო მაქსიმუმიდან უკუსვლა ბევრად ღრმა აღმოჩნდა. იგი დიდი მოცულობის თანხლებით მიმდინარეობდა. BTC-ის ფასი 3750.00 USD მხარდაჭერის ქვემოთ დაეშვა, მაგრამ დაკლება აქ არ გაჩერებულა. ვვარაუდობთ, რომ დღეს წყვილი ვარდნას 3474.73 USD-ის მხარდაჭერამდე გააგრძელებს და მხოლოდ ამ მიდამოში შეძლებს ოდნავ კონსოლიდაციას.
XRP/USDRipple გუშინ 9.378 USD-ის მაქსიმუმის წერტილში, 0.350 USD-ის მხარდაჭერის გამოყენებით, კონსოლიდაციას ცდილობდა. მომდევნო ხარულ იმპულსს შეეძლებოდა 0.400 USD-ის წინააღმდეგობის შემოწმება, მაგრამ ხარებს ოდნავი ბიძგი არ ეყოთ და დაკლებაზე შემობრუნება 0.393 USD-ის წერტილში მოახერხეს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, დაკლება დიდი მოცულობის პირობებში, როგორც ზრდის ასევე დაკლების, მიმდინარეობდა. შედეგად წყვილი 0.350 USD-მდე ჩავარდა და ამ მიდამოში ცდილობს კონსოლიდაციას. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დღეს დაკლება 0.330 USD-ის დონის მხარდაჭერამდე გაგრძელდება და თუ იგი ვარდნას ვერ შეაჩერებს, მაშინ ყვითელი დიაპაზონის ზედა საიმედო საზღვარი XRP-ს ფასს გვერდულ კონსოლიდაციაში შეაბრუნებს.
ETH/USDEthereum-მა გუშინ კვირის მაქსიმუმი 108.13 USD-ის ნიშნულზე დაამყარა, რის შემდეგაც ფსიქოლოგიური 100.00 USD-იან დონესთან ჩაგორდა, ამ სივრცეში კონსოლიდაციის მცდელობით. აღდგენის პერიოდში ETH-ს ფასმა ვერა და ვერ შეძლო 23.6% ფიბონაჩის (114.43 USD) დონემდე ასვლა. იქნება თუ არა განმეორებითი ზრდა ამ მიდამოში? ტექნიკური ინდიკატორების გათვალისწინებით, ხარებს 107.00 USD-ის წინააღმდეგობის თავზე გამყარებისთვის ძალა არ ეყოფათ. დღეს საშუალო მცოცავ EMA55-თან დაკლებას და 93.00 USD-ის მიდამოში კონსოლიდაციას ველოდებით.
*ყველფა ფასის მოცემულობა ბირჟა BitStamp-ის მონაცემების გამოყენებით.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD, ETH/USD ანალიზი 20.11.2018-სთვის
საერთო ფასის კლება ბაზარზე გრძელდება, ხოლო Repple-მ ფართო გვერდულა დიაპაზონის შენარჩუნება შეძლო. რა დონეზე შეჩერდება დღეს დაკლება?
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 26.12.2018-სთვის
შესაძლებელია , რომ ბაზრის ზრდა, კვლავ საკვანძო წინააღმდეგობის დონეებზე დათვების რეაქციაზე იყოს დამოკიდებული. თუ მყიდველები ფსიქოლოგიურ დონეებს ბრძოლის გარეშე დათმობენ , მაშინ ბაზარი მწვანე სივრცეში დარჩება.