Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen და Litecoin ანალიზი 20.12.2018-სთვის

Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen და Litecoin ანალიზი 20.12.2018-სთვის

გუშინ ალტკოინებმა კვირის მაქსიმუმები დააფიქსირეს. შეძლებს თუ არა დღეს ბაზარი მწვანე სივრცეში შეყოვნებას?

BCH/USDგუშინდელი ლოკალური მაქსიმუმიდან 121.99 USD-ის უკუსვლა ხანგრძლივი არ ყოფილა და საათიან გრაფიკზე კონსოლიდაციას მეტად წააგავდა. შუადღის შემდეგ ზრდა გაგრძელდა და Bitcoin Cash ABC-ს ფასი 150.00 USD-ს მიებჯინა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, Bitcoin Cash ABC-მ კაპიტალი $2.4 მილიარდამდე დააგროვა და ყველაზე კაპიტალიზირებული კრიპტოაქტივების რეიტინგის მეოთხე ადგილს დაუბრუნდა. ახლა ვაჭრობის მოცულობამ საგრძნობლად დაიკლო, მაგრამ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ BCH-ს ფასი 150.00 USD წინააღმდეგობის გადალახვასა და ამ მიდამოში გამყარებას შეეცდება.

EOS/USDგუშინდელი EOS-ის ფასის უკუსვლა ყვითელი დერეფნის ჩარჩოებში მიმდინარეობდა. 3.00 USD-ის წინააღმდეგობის შემოწმების მცდელობა კვირის მაქსიმუმზე -  2.89 USD-ზე გაწყდა. დღეს ყვითელი ოთხკუთხედიდან წყვილი კიდევ ერთხელ შეეცდება მიზნობრივი 3.00 USD-ის დონისკენ გაიჭრას. დღის დასასრულისთვის, EOS-ის ფასი ისევ იმ ყვითელ დერეფანში ჩავარდება.

XLM/USDLumen-ის ფასმა, სანამ საშუალო მცოცავ EMA55-მდე ჩავიდოდა, გუშინ კვირის მაქსიმუმი 0.133 USD-ის წერტილში დააფიქსირა. დღეს საშუალო ფასების დონიდან 0.140 USD-ის წინააღმდეგობის ახალი რე-ტესტის მცდელობა იგეგმება იმ დრომდე, სანამ ვაჭრობის მოცულობა საშუალო დონეზე დაბალია და ზრდის ახალი მცდელობა ჯერჯერობით დამაჯერებელია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დღეს 0.140 USD-ის დონის რე-ტესტი მოხდება, Stellar Lumen-ის ფასი სამუშაო დღეს 0.111 USD-ის მიდამოს კონსოლიდაციაში გაატარებს.

LTC/USDგუშინ Litecoin-ი 30.00 USD-ის მხარდაჭერის დონეზე კონსოლიდირდა და კვირის მაქსიმუმის 31.59 USD-ის წერტილში დაფიქსირება მოასწრო. დღის განმავლობაში ფასმა საკვანძო 30.00 USD-ის დონის თავზე შენარჩუნება ვერ შეძლო და ღამით 29.00 USD-ის მიდამოში გააგრძელა კონსოლიდაცია. ამ დონიდან დღეს ახალი ხარული იმპულსი აიღებს სტარტს, რომელიც კვირის მაქსიმუმს ფიბონაჩის 23.6%-ის (33.43 USD) დონემდე დაამყარებს. თუმცა, დღის დასასრულამდე, LTC-ს ფასი 30.00 USD-ის მხარდაჭერასთან დაეცემა.7

ასევე წაიკითხეთ

14722018-12-19

კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 19.12.2018-სთვის

ღამის ხარული იმპულსი შეიძლება ღრმა უკუსვლით დამთავრდეს. შესაძლებელია თუ არა ზრდის გაგრძელება ამგვარი დაღმასვლის შემდეგ?

ანალიტიკა
17782018-11-15

კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, ETH/USD, XRP/USD ანალიზი 15.11.2018-სთვის

გუშინდელი ფასების დაცემას რაიმე ფუნდამენტალურ მოვლენას ვერ დავაკავშირებთ, რომელსაც კაპიტალიზაცია $210 მილიარდიდან $182-მდე შეამცირებდა.

ანალიტიკა

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან ანალიტიკა

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64312018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43192018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33692018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33532018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32762018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain