ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ვალმა მორიგ მაქსიმუმს მიაღწია - 247 ტრილიონი დოლარი 2018 წლის პირველ კვარტალში. ამ ციფრიდან, არასაფინანსო სექტორზე 186 ტრილიონი დოლარი მოვიდა, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.
მსოფლიო ვალის სიდიდე, პლანეტის ყოველ მოსახლეზე გადაანგარიშებისას, 86 000 აშშ დოლარს აღემატება. რაც განვითარებულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიურ შემოსავალზე მეტია. საერთო ვალის ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 318 %-ს გადააჭარბა, ნათქვამია საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის (IIF) ანგარიშში. ეს ყველაფერი ბევრ ტრადიციულ ბაზარზე კორპორაციული და კერძო ვალების რეკორდული მაჩვენებლების ფონზე ხდება.
ვალების უპრეცენდენტო სიდიდე - ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ მიმდინარე პრობლემებისგან , რომლებსაც ინვესტორები აწყდებიან. ამას ფედერალური რეზერვის ფინანსურ-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება და სავაჭრო ომის შედეგებიც ემატება.
ანალიტიკოსების აზრით, ბაზრის ვოლატურობას და ამჟამად ჩინეთსა და აშშ-ს შორის მომწიფებადი სავაჭრო ომით გამოწვეული შესაძლო ინფლაციას, და ბაზრების მიერ მდგრადი მდგომარეობის შენარჩუნების მიუხედავად არსებულ ვითარებაში აქტივებზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
სხვა სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ვრცელდება სერიოზული გაფრთხილებები მსოფლიო ვალის ზრდასთან დაკავშირებით. მსოფლიოს სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის პირველი მოადგილის, დევიდ ლიპტონის მიერ გასული წლის ბოლოს გაკეთებული განცხადების თანახმად, დიდი ვალები და დაბალი საპროცენტო ფსონები ყველაზე დიდი საბაზრო რისკებს ქმნიან. შიდა ფრონტზე, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის, დენ კოუტსის განმარტებით, 21 ტრილიონი დოლარის მოცულობის აშშ-ს ვალი „ეროვნულ და ეკონომიკურ ინტერესებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის“.
საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, მევალეები და განვითარებადი ბაზრები კონკრეტულ რისკებს ასევე განიხილავენ. განსაკუთრებით შემოსავლების და პროცენტული ფსონების ზრდის პირობებში, რაც დოლარებში დაფინანსებას და ვალის გასტუმრებას საგრძნობლად აძვირებს.
ექსპერტების თქმით. მსოფლიო ვალის უპრეცენდენტო სიდიდე და მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური ზრდის შენელება, მოახლოვებადი ფინანსური კოლაფსის ერთ-ერთი მაჩვენებელია. ამავდროულად, ბევრი მათგანი თვლის, რომ კრიზისულ სიტუაციაში ციფრული ვალუტები საკმაოდ სარფიანი ალტერნატივაა. მათი აპოლიტიკური და დეცენტრალიზირებული ბუნება გლობალური საფინანსო სისტემის გადაწყობის და ეკონომიკური კატაკლიზმების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen და Litecoin ანალიზი 20.12.2018-სთვის
გუშინ ალტკოინებმა კვირის მაქსიმუმები დააფიქსირეს. შეძლებს თუ არა დღეს ბაზარი მწვანე სივრცეში შეყოვნებას?
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 17.12.2018-სთვის
გასულ კვირა დღეს დათვური ზეწოლა შესამჩნევად შემცირდა. თუმცა, ახლომდებარე წინააღმდეგობის დონეების გადალახვა ჯერ ვერ მოხერხდა. იქნება თუ არა დღეს ბაზრის აღდგენის ახალი მცდელობები წარმატებული?