დღევანდელ მიმოხილვაში ფასების საერთო დინამიკას გადავავლებთ თვალს.
BTC/USDგასული კვირიდან, მინიმუმების განახლების მრავალი ჯერის შემდეგ გვახსენდება ის ფაქტები, რომლებიც ბოლოს, 15 დეკემბერს 3122.28 USD-ის ნიშნულზე დაფიქსირდა, ძლიერმა დათვურმა ზეწოლამ დაიკლო და ბაზარმა ზრდის ნიშნები გამოავლინა.
ყველაფერი ორშაბათს დაიწყო, როდესაც BTC-ის ფასი ხანგრძლივი კონსოლიდაციის შემდეგ, 3421.00 USD-ის იისფერი წინააღმდეგობის გადალახვა მოახერხა. შემდგომმა ზრდამ ჩამოაყალიბა მწვანე არხი, რომელშიც კვირის 4171.00 USD-ის მაქსიმუმი დამყარდა. თუ კი ფსიქოლოგიური 4000.00 USD-ის დონეზე მხარს დაუჭერდა, ამ კვირის დასასრულამდე BTC-ის ფასი მწვანე არხის ჩარჩოში შეძლებდა ფიბონაჩის 38.2%-იანი (4429.37 USD) დონის შემოწმებას. თუმცა, ტრენდული ხაზის დახრილობის კუთხე ზედმეტად მაღალი იყო და ფასი აპ-ტრენდის არხში ვერ შენარჩუნდა. შემდეგ ჩვენ ველოდით შემცირების განახლებას.
Bitfinex-ის ბირჟაზე გრძელი პოზიციებიდან გამომდინარე, რომელიც ამ დროს დაიხურა, ზრდის შეწყვეტას მხოლოდ ჩვენ არ ვვარაუდობდით. ლონგების რაოდენობამ 35 ათასიდან 25 ათასამდე დაიკლო, მოკლე პოზიციების რაოდენობა კი 40 ათასამდე გაიზარდა.
თუმცა, 3750.00 USD-ის მხარდაჭერა BTC/USD-ის წყვილს მთელი გუშინდელი დღის განმავლობაში გვერდულში აკავებდა, დღეს კი ხარულმა ბიძგმა 23.6%-იანი წინააღმდეგობა გადალახა და ფასი 4000.00 USD-ის ფსიქოლოგიურ დონემდე აწია. ამან მიმდინარე სიტუაციის ინტრიგის შენარჩუნება გამოიწვია. თუ დღეს ფიბონაჩის 23.6% ბიტკოინს დაკლებისგან შეაკავებს, ჩვენ მისი 38.2%-ის (4429.37 USD) რე-ტესტისა და ფასის აპ-ტრენდის მწვანე დერეფანში დაბრუნების ხილვა შეგვეძლება. თუ კი ოთხიათასიანი დონიდან უკუსვლის დროს წყვილი 3750.00 USD-ის მხარდაჭერას გაარღვევს, მაშინ ჩვენი პესიმისტური სცენარი შემცირების შესახებ გამართლდება.
XRP/USDRipple-მა ამ კვირას ყვითელი დერეფნიდან 0.393 USD-ის წერტილში კვირის მაქსიმუმამდე შეძლო აღდგენა. ჩვენი შემდგომი პესიმისტური სცენარი ფასის 0.330 USD-ის მიზნობრივი დონის დაკლებისკენ, ჯერჯერობით 0.345 USD-ის მიდამოში შეჩერდა. ამაღამ ხარულმა იმპულსმა ფასი 0.370 წინააღმდეგბასთან დააბრუნა. თუ დღის განმავლობაში ამ დონის თავზე გამყარება მოხერხდება, მაშინ შემდეგი კვირა ამ დრომდე მიუღწეველი 0.400 USD-ის ზღვრულიდან დაიწყება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, კვირის დასაწყისში 0.330 USD-ის მხარდაჭერა, როგორც იქნა, XRP/USD-ის წყვილს შეხვდება და შემცირება გაგრძელდება.
ETH/USD
Ethereum-მა ამ კვირის განმავლობაში ყველაზე უკეთესი შედეგი გამოავლინა. გუშინ ღამე ხარული იმპულსის დახმარებით 120.00 USD-ის წინააღმდეგობა გადალახა და დილით კვირის მაქსიმუმი 131.18 USD-ის დონემდე განაახლა. შედეგად მიმდინარე კვირის განმავლობაში ეთერეუმმა 55% პროცენტზე მეტით შეძლო აღდგენა. თუ დღეს ETH-ის ფასი მწვანე დერეფანში, 120.00 USD-ის თავზე შეძლებს გამყარებას, მაშინ შემდეგი კვირისთვის სავსებით შესაძლებელია ფიბოს 38.2 %-იანი (135.17 USD) დონის რე-ტესტი.
ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელი ღამის იმპულსი საკმარისი მოცულობის მხარდაჭერით მიმდინარეობდა, მაგრამ მაინც იმაზე ნაკლები იყო, რომელმაც პარასკევს ეთერეუმის ფასი 120.00 USD-ის მიდამოში აიყვანა. ფასის უკუსვლამ 120.00 USD-ის ნიშნულის ქვემოთ აპ-ტრენდის შეწყვეტა და შესაძლოა შემდეგი კვირიდან შემცირების განახლება გამოიწვიოს.
ასევე წაიკითხეთ
TRX-ისა და ADA-ს ანალიზი 12.11.2018-სთვის
ონ-ჩეინ ტრანზაქციების გარდა, თურქულ ინვესტორებს, უკვე, Koineks-ის პლატფორმაზე TRX/TRY-ს ყიდვა შეუძლიათ
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS-ის და Litecoin-ის ანალიზი 20.11.2018-სთვის
დილით, ალტკოინების ფასის კლება ახალი ძალებით განახლდა. იმ აქტივებმაც კი, რომლებიც გუშინ ცდილობდნენ გვერდულში დღე გადაეგორებინათ, გახვრიტეს მხარდაჭერის დონეები და მინიმუმები განაახლეს.