ბაზარი კვლავ ახერხებს პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებასა და კაპიტალიზაციის დონის $141 მილიარდამდე გაზრდას.
BTC/USDკვირა დღეს ვაჭრობა ძალიან მდორედ, დაბალ მოცულობებზე მიმდინარეობდა, BTC-ის ფასი 4000.00 USD-ის ნიშნულთან კონსოლიდირდა. როდესაც ფასმა ოთხი ათასის ქვემოთ ჩასვლა დაიწყო, მაშინ ფიბოს 23.6%-მა (3929.80 USD) წყვილს მხარდაჭერა აღმოუჩინა, გამოჩნდა საკმაოდ დიდი შესყიდვის რაოდენობა და ერთი საათის განმავლობაში BTC-მ წინა კვირის მაქსიმუმის ფასი 4212.75 USD-ის ნიშნულამდე განაახლა. დილისთვის ვაჭრობის აქტიურობა შემცირდა და წყვილი ვიწრო დიაპაზონში, 4170.00 USD-ის მიდამოში კონსოლიდირდება.
როგორც ჩანს, სცენარი ხარული პროგნოზით მიმდინარეობს. BTC-ის ფასს მოკლევადიანი კონსოლიდაციის შემდეგ, გამიზნული აქვს ზრდა და ფიბონაჩის 38.2%-ის (4429.37 USD) შემოწმება.
XRP/USDგუშინ 0.379 USD-ის ზღვარზე ნამდვილი ბრძოლა გაიმართა. ხარები ამ კვირის 0.140 USD-ის დონის წინააღმდეგობაზე მაქსიმუმის დამყარების უფლებისთვის იბრძოდნენ. ორთაბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ ამაღამ შესყიდვების დიდმა მოცულობამ Ripple-ს ფასს ბიძგი მისცა და წყვილმა წინა კვირის მაქსიმუმის 0.394 USD-ის ნიშნულამდე განახლება შეძლო.
მიზნობრივ დონემდე მიღწევა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, მაგრამ შესაძლოა დღეს 0.390 USD-ის მიდამოში, ხანმოკლე კონსოლიდაციის შემდეგ, 0.140 USD-ის წინააღმდეგობა გადაილახოს.
ETH/USDEthereum-ი! რა მაგარია! მხოლოდ ამ თამამ დინამიკას შეხედეთ! კვირა დღეს ETH-ს დასი მწვანე დერეფნის ზედა საზღვართან კონსოლიდირდა, ამაღამ კი უმძლავრესი ხარული იმპულსით 150.00 USD-ის წინააღმდეგობა შეამოწმა. წყვილმა 50%-იანი ფიბონაჩის არეში 151.05 USD-ის წერტილში დაამყარა მაქსიმუმი. კიდევ ერთი მსგავსი ხარული იმპულსი Ethereum-ს საერთო კაპიტალიზაციის კრიპტოაქტივის ჩამონათვალში კანონიერ მეორე ადგილზე დააბრუნებს.
თუ დღევანდელი კონსოლიდაცია 150.00 USD-ის ნიშნულის თავზე გამყარების საშუალებას მისცემს, მაშინ ფიბონაჩის 61.8%-ის (168.70 USD) რე-ტესტი იქნება შესაძლებელი. თუ ღამის მაქსიმუმიდან უკუსვლა დაიწყება, მაშინ მხარდაჭერის სახით ფიბონაჩის 38.2%-იანი დონე გამოვა, რომელიც მწვანე დერეფანში ეთერეუმის დინამიკის შენარჩუნებას შეეცდება.
*ფასების ყველა მოცემულობა ბირჟა Bitstamp-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 22.12.2018-სთვის
კვირის მაქსიმუმებზე ბაზარი დაუნ-ტრენდში მობრუნდა. დაღმსვლა და კონსოლიდაცია უახლოვეს მხარდაჭერის დონეებთან დაწევისკენ აგრძელებს სვლას.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 25.12.2018-სთვის
ბაზრის გუშინდელი მკვეთრი ვოლანტილობის ზრდა შეიძლება ვიწრო დიაპაზონში კონსოლიდაციით შეიცვალოს.