ბოლო რამდენიმე წელიწადში შტატგარეშე სფერო მასშტაბებით საგრძნობლად გაიზარდა. ის როგორც უპირატესობას, მაგალითად, თავისუფალ გრაფიკს, ასევე ნაკლოვანებებს (სოციალური პაკეტის არარსებობა) შეიცავს. დამსაქმებელისთვის ფრილანსერთა მომსახურებობით სარგებლობა ძალიან მომგებიანია, ვინაიდან მათ თანხების ეკონომიის საშუალება და გლობალური მუშა ძალისადმი წვდომა უჩნდებათ.
თუმცა, ფრილანსერების ანაზღაურების შესახებ მონაცემები ურთიერთგამომრიცხავია. ამასთან, დასაქმების ასეთი სახეობა ვერანაირ გარანტიას და სტაბილურობას ვერ იძლევა.
კომპანია Deloitte-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ფრილანსერები საშტატო თანამშრომლებზე გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ.
ტაქსების სამსახური Uber ამტკიცებს, რომ ნიუ-იორკელი ტაქსის მძღოლის საშუალო ხელფასი წელიწადში 91 000 აშშ დოლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა, კომპანია Rideste-ის კვლევამ აჩვენა, რომ Uber-ის მძღოლები საათში შემოსავლის სახით საშუალოდ, ე.წ. Tips-ების ჩათვლით, მხოლოდ 14,73 აშშ დოლარს იღებენ.
მიუხედავად იმისა, რომ შტატგარეშე ეკონომიკა ზრდას განაგრძობს, აშშ-ს შრომის ყოფილმა მინისტრმა რობერტ რეიჩმა გამოთვალა, რომ რამდენიმე წელიწადში სამუშაო ძალის 40 პროცენტი აშშ-ში ფრილანსერებისგან შემდგარი იქნება. ასეთივე დასკვნამდე ფრილანსერთა კავშირი და კომპანია Upwork მივიდნენ. ასეთი მონაცემები წუხილს იწვევს, ვინაიდან ფრილანსერები საშტატო თანამშრომლებად არ ითვლებიან, შესაბამისად, ისინი სამედიცინო დაზღვევის სფეროსა და სხვა უპირატესობების მიღმა რჩებიან. საკუთარ სოციალურ მხარდაჭერაზე თავად აგებენ პასუხს და პენსიაზე გასვლასაც თავად აფინანსებენ.
ფრილანსერებს საიტების Fiverr-ისა და Upwork-ის სერვისებით სარგებლობა უწევთ, რათა კლიენტებით და ანაზღაურებით იყვნენ უზრუნველყოფილნი. თუმცა, ამ საიტების მომსახურეობის საფასური ხშირად ძალიან მაღალია. გარდა ამისა, ეს პლატფორმები, ფრილანსერებზე მეტად, უფრო კლიენტებზეა ორიენტირებული.
ბლოკჩეინ-პლატფორმის Blue Whale Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი უილ ლი თვლის, რომ პრობლემა ასეთ პლატფორმებზე ძალაუფლების ცენტრალიზაციაში მდგომარეობს. ბლოკჩეინს შტატგარეშე თანამშრომლების ინდუსტრიის დალაგება და ფრილანსერების მიერ ასეთი პლატფორმების მომსახურეობისთვის გადახდილი საკომისიოს შემცირება შეუძლია. გარდა ამისა, თანამშრომლები კომპენსაციის მომენტალურ მიღებას შეძლებენ და საბანკო გადარიცხვას აღარ დაელოდებიან.
ბლოკჩეინს ამ დარგის გაუმჯობესება სხვა საკითხებშიც შეუძლია. მაგალითად, კომპანია Blue Whale საკუთარი თანამშრომლებისთვის ანაზღაურებად შვებულებას და ბლოკჩეინის მეშვეობით ბიულეტენის კომპენსაციას უზრუნველყოფს. კომპანია CryptoTask ბლოკჩეინზე დავების გადაწყვეტის სისტემას სთავაზობს. მართალია, ყველა ინდუსტრია, რა თქმა უნდა, ბლოკჩეინზე არ გადავა, მაგრამ მას ზოგიერთი სოციალური საკითხის გადაჭრაში დახმარების გაწევა შეუძლია.
ასევე წაიკითხეთ
TRON blockchain-ზე დაფუძნებულ გეიმინგნდუსტრიაში $100 მილიონის ოდენობის ინვესტიციას ჩადებს
29 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში Tron-მა blockchain სათამაშო ფონდის გაშვების გეგმების შესახებ განაცხადა. მისი სახელი Tron Arcade იქნება. ფონდი Tron Arcade, რომელიც „დეველოპერების შესაძლებლობების გაფართოებისთვის“ შეიქმნა, მომავალი სამი წლის განმავლობაში 100 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას მიიღებს.
კრიპტოვალუტური მილიონერი ბლოკჩეინზე პირველი სმარტ-ქალაქის მშენებლობას გეგმავს
ნევადას შტატში მდებარე უზარმაზარი მიწის ნაკვეთი ადგილობრივი ინტრიეგების სამიზნედ იქცა, რადგან ის წელს, ნაღდი ანგარიშწორებით, 170 მილიონ აშშ დოლარად, კომპანია Blockchains LLC-მა იყიდა. კომპანიის მფლობელმა - იურისტმა და მილიონერმა ჯეფრი ბერნსმა წინა კვირას თავის საკუთრებას Polaris-ის ფირმის კვადროცილიკთ გასაცნობი წრე დაარტყა.