Fusion Whiskey-მ თავის პარტნიორებთან Adelphi Distillery-სთან ერთად, განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ The Winter Queen - კოქტეილს გამოუშვებდნენ, რომელიც შოტლანდიურისა და ჰოლანდიური ალაოს ვისკის, ასევე, დამატებული ბლოკჩეინ ტექნოლოგიებით იქნება შედგენილი.
The Winter Queen - ეს პირველი ვისკის ბრენდია, რომელიც წარმოებისთვის ბლოკჩეინს გამოიყენებს. Fusion Whiskey-ს უკვე გააჩნია მსგავსი პროდუქტი - მარტში, კომპანიამ ავსტრალიური ვისკის Brisbane-ს გამოშვება დაიწყო.
Adelphi Distilery მმართველი დირექტორის, ალექს ბრიუსის თქმით, ბლოკჩეინ ტექნოლოგია კომპანიას ალკოჰოლის წარმოშობის შესახებ უპრეცენდენტო ზუსტი ინფრომაციის მიწოდებაში დაეხმარება. მყიდვეები შეძლებენ სასმელის წარმოებისას ყველა პუნტქს ადევნონ თავლი - ქერის შეგროვებიდან, ჩამოსხმისა და რეალიზაციის პროცესამდე.
The Winter Queen სასმელების სერიიდან შემდეგ პროდუქტს წარმოადგენს, რომელიც გავლენიანი შოტლანდიელებისადმია მიძღვნილი, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის ვისკის ქვეყანა-მწარმოებლის განვითარებაში. The WInter Queen-ის მწარმოებლის თქმით, იგი ელიზაბედ სტიუარტის საპატივცემულოდ იყო შექმნილი.
პირველად 2015 წელს გამოუშვებული - ამ სერიის ერთ-ერთი წარმომადგენელი - The Glover, წარმოადგენს შოტლანდიურისა და ძალიან იშვიათ, ცნობილი იაპონური ვისკის Hanyu-ს, შენარევს. ეს ვისკი ტომას ბლეიკ გლოვერის ხსოვნისადმი მიძღვნილი ვისკია, რომელმაც 19 საუკუნეში იაპონიის მოდერნიზაციაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა და დაეხმარა Mitsubishi-სა და Kirin Group-ის განვითარებას.
მასალების მიხედვით thenational.scot
ასევე წაიკითხეთ
Salesforce-მ ბლოკჩეინზე ანტისპამი დააპატენტა
პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში გიგანტმა Salefforce-მ პატენტი მიიღო, სადაც email-სპამთან ბრძოლაში ბლოკჩეინ-პლატფორმის გამოყენებას აღწერს. პატენტში განხილულია მომხმარებლების საფოსტო ყუთებში სპამის დაბლოკვის ტექნოლოგია.
Amazon-ის ჩინეთის განყოფილებამ ბლოკჩეინ Qtum-თან თანამშრომლობის შესახებ განცხადება გააკეთა.
Qtum-ის გუნდის მიერ გავრცელებული რელიზის თანახმად, AWS -ს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ „სწრაფად, ეფექტურად და იაფად“ თავიანთი სმარტ კონტრაქტები Amazon Machine Image (AMI)-ის დახმარებით შეიმუშავონ და გაუშვან.