კრიპტოვალუტა საკუთარი ხელებით: ახლა კი ცოტა სერიოზულად

კრიპტოვალუტა საკუთარი ხელებით: ახლა კი ცოტა სერიოზულად

ტოკენ-სატყუარას შექმნა ჩვენ უკვე განვიხილეთ. ამჯერად კი იმის გარკვევას ვეცდებით, სრულყოფილი კრიპტოვალუტის შესაქმნელად რა არის საჭირო.

იმ კომპონენტებით დავიწყებთ, რომელთა რეალიზებაა აუცილებელი.

პირველ რიგში, ჩვენ მონაცემთა შენახვის მოდელი დაგვჭირდება. Blockchain მზა ტექნოლოგია კი არა, უფრო იდეოლოგიაა.

მეორე, ჩვენ ისეთი კრიპტოგრაფიკული სისტემის რეალიზება დაგვჭირდება, რომელიც ციფრულ ხელმოწერას შეასრულებს.

როგორც წესი, კრიპტოვალუტის შემქმნელები მზა ალგორითმებს (მაგალითად bitcoin-ისთვის SHA-256-ს) იყენებენ, ხანდახან მასში უმნიშვნელო ცვლილებების შეტანით.

და ბოლოს, ქსელის კვანძებს შორის ქსელური ურთიერთქმედების რეალიზაციაა საჭირო. ქსელისთვის მნიშვნელოვან ელემენტს მისი გადანაწილება და ცენტრალური სერვერის ავლით კვანძებს შორის კავშირი წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, თუკი ჩვენ კომერციულად წარმატებული ტოკენის შექმნას არ ვისახავთ მიზნად და უბრალოდ პროცესის ზოგადი გაგება გვსურს, მზა ბიბლიოთეკების გამოყენება და პროგრამირების ნებისმიერი ენის გამოყენება საკმარისი იქნება. ცნობილია შემთხვევები, როდესაც კრიპტოვალუტის პროტოტიპი PHP-ზე იწერებოდა - ენაზე, რომელიც blockchain-პროექტის შექნისთვის სრულიად შეუსაბამოა.

ამ საბაზო კომპონენტებიდან გამომდინარე, ჩვენ არჩევანის გაკეთება მოგვიწევს:

ან კრიპტოგრაფიაში, ქსელურ პროტოკოლებში, მონაცემთა დაცვის სისტემებში გარკვევა და პროგრამირების სერიოზული კროს-საპლატფორმო ენის (С/С++, Golang, Rust) ცოდნა. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ პროექტის აწყობას მთლიანად დამოუკიდებლად ვგეგმავთ. მაგრამ მგონია, რომ თუკი თქვენ ცოდნის ასეთი მოცულობა გაგაჩნიათ - ეს სტატია თქვენთვის ნამდვილად არ არის.

მეორე ვარიანტი: თუკი თქვენ თვალსაწიერ ვადებში blockchain-სისტემის რეალიზება გსურთ, მაგრამ ზემოთ აღწერილი ცოდნა თქვენი ძლიერი წერტილი არ არის, მაშინ თქვენ პროფესიონალი პროგრამისტებისგან შემდგარი გუნდის შეკრება მოგიწევთ, რომელთაც ასეთი ცოდნა გააჩნიათ. IT- საზოგადოებაში კვალიფიკაციის ასეთ დონეს “Senior” ეწოდება, და კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ასეთი დონის სპეციალისტები თვეში $2000 ან მეტი, ალბათ უფრო მეტი დაგიჯდებათ. ასეთი სისტემების ნოლიდან შემუშავება, (პირველი სიცოცხლისუნარიანი საჯარო ვერსიის გამოსვლის მომენტამდე), 3-4 ადამიანისგან შემდგარი გუნდის მუშაობის პირობებში, სავარაუდოდ, ნახევარ წელიწადს გასტანს. ამგვარად, შემუშავების ღირებულება $40 000 და მეტს შეადგენს.

რა თქმა უნდა, დეველოპერების კლასიკური გუნდის შეკრების საშუალება ყოველთვის არსებობს, მაგრამ გუნდი უფრო დიდი იქნება, პროექტის საბოლოო ღირებულება კი მხოლოდ გაიზრდება.  

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი.  

შემუშავებაზე ათეულობით ათასი დოლარის დახარჯვა, შესანიშნავი სამუშაო პროცესის ორგანიზება, ბრწყინვალე სარეკლამო მასალების დამზადებაა შესაძლებელი, მაგრამ ფინალურ სტადიაზე შესაძლოა თქვენ ისეთივე “შითკოინი” მიიღოთ, რომლის პრაქტიკული ღურებულება წინა სტატიაში აღწერილისგან შორს არ იქნება წასული.

ნებისმიერი კრიპტოვალუტა - მომხმარებლების გარეშე არაფერია. არაფერია “ქომიუნითის” გარეშე, რომელიც მზადაა ის განავითაროს, მაინინგით დაკავდეს, და ბოლოს, პირდაპირი დანიშნულებით გამოიყენოს. ასეთი “ქომიუნითის” შექმნას კი პროგრამულ უზრუნველყოფასა და რეკლამასთან არაფერი აქვს საერთო.  

იმისთვის, რომ ტოკენი საზოგადოებისთვის საინტერესო გახდეს, პირველ რიგში, ის რაღაც უნიკალურს, ახალ შესაძლებლობას უნდა სთავაზობდეს, რომელიც ბაზარზე ჯერ წარმოდგენილი არ არის და რომელსაც ზოგადად კრიპტოვალუტების განვითარებაში შეაქვს წვლილი.

- Bitcoin-მა თავად სიცოცხლისუნარიანი ციფრული გადანაწილებული ვალუტის პრინციპის დემონსტრირება მოახდინა და ბაზრის დამფუძნებელი გახდა.

-Litecoin, ვინაიდან თავდაპირველ კოდზეა დაფუძნებული, საზოგადოებისთვის გამოსაცდელ პლატფორმად იქცა, რომელზეც ახალ იდეებს ტესტავენ.

-Ethereum-მა გადანაწილებული ვირტუალური მანქანის და სმარტ-კონტრაქტების იდეა შესთავაზა.

-Dash, Zcash, Monero - ყველამ საკუთარი წვლილი საზოგადოებისთვის საინტერესო ახალი შესაძლებლობების დამატების გზით შეიტანა.

თუკი თქვენ ასეთი იდეა გაქვთ და თანამოაზრეებისა და ენთუზიასტების შეკრებას მოახერხებთ, რომლებიც ტექნიკურ რეალიზაციაში გაგიწევენ დახმარებას, მაშინ ბაზარზე კიდევ ერთო სასარგებლო ტოკენი გამოჩნდება.


Читайте также

51882018-12-24

მოსაზრება: 5 სახეობის კრიპტოვალუტა და მათი განსხვავება

ყველა არსებული ციფრული ვალუტა შეგვიძლია 5 სახეობად დავყოთ. ინვესტორებისთვის ამ ტიპების განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ისინი განსაზღვრავენ რაში დებენ ინვესტიციას და საერთოდ ვის შეუძლია ინვესტიციის ჩადება.

Обучение, Мнение, Личности
83202018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

Обучение

Последние статьи из раздела Обучение

Свежее видео на канале

Выбор редакции

742962024-07-25

LendPal.io объявляет о начале бета-тестирования

LendPal.io с объявляет о начале бета-тестирования своей инновационной платформы для криптовалютного P2P-кредитования.

Новости, Стабильные коины, Трейдинг, Инвестиции, Это интересно
749272020-10-30

Топ 10 крипто кошельков в 2020 году

По мере роста популярности криптовалют растет и спрос на качественные и безопасные криптовалютные кошельки.

Кошельки
661142017-12-10

Bitcoin: пирамида или нет?

С января 2009 года, когда был сгенерирован первый генезиз-блок bitcoin-сети, прошло уже девять лет, но до сих пор всякого рода "эксперты" ломают копья в спорах: являются ли криптовалюты финансовой пирамидой или нет. Быстрый рост доходности bitcoin и прибыли тех, кто раньше стал участником этой системы, пугает схожестью с пирамидами 90-х.

Bitcoin
658112018-04-28

on-chain и off-chain управление: за и против

Чтобы понять важность управления блокчейном и дискуссии вокруг этого вопроса, сначала нужно определить что такое управление блокчейном, его роль и цели. Управление блокчейном в сфере криптовалют состоит из двух пунктов: правил протокола (кода) и экономических стимулов, на которых основана сеть.

Blockchain
511252021-05-08

Какие альткоины принесут своим держателям доход в 2021 году?

Мы решили помочь тем, кто хочет заработать на криптовалютах, но не располагает большими средствами, чтобы покупать монеты из первой пятерки рейтинга.

Альткоины
477422018-05-12

Эволюция человека и денег

Развитие биткойна и блокчейна началось приблизительно 70000 лет назад, когда хомо сапиенс превзошли свои биологические лимиты как вид. Это история, которая уходит глубоко корнями в эволюцию человечества.

Это интересно