ყველა არსებული ციფრული ვალუტა შეგვიძლია 5 სახეობად დავყოთ. ინვესტორებისთვის ამ ტიპების განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ისინი განსაზღვრავენ რაში დებენ ინვესტიციას და საერთოდ ვის შეუძლია ინვესტიციის ჩადება.
მონეტები ტოკენების წინააღმდეგ
კრიპტოვალუტურ ინდუსტრიაში ყველაზე დიდი განსხვავება ტოკენსა და მონეტას გააჩნია. აი რა განასხვავებს მონეტისგან ტოკენს - მონეტას საკუთარი ბლოკჩეინი აქვს, ტოკენს კი არა. უმეტესობა მსხვილი კრიპტოვალუტა - Bitcoin (BTC), Ethereum (ETH) და Ripple (XRP) - მონეტაა. თითოეულ მათგანს გააჩნია საკუთარი დეცენტრალიზირებული p2p ქსელი, რომელიც ციფრულ რეესტრში ყველა ტრანზაქციას იწერს.
ტოკენს პირიქით, არ გააჩნია საკუთარი ბლოკჩეინი. Ethereum-ის ბლოკჩეინი ტოკენის შესაქმნელად ყველაზე პოპულარულ ადგილად მიიჩნევა, თუმცა, თეორიულად მისი შექმნა ნებისმიერ ბლოკჩეინზე შეიძლება. 0x (ZRX), Maker (MKR) და Basic Attention Token (BAT) - ERC-20-ის მაგალითებს წარმოადგენენ, მათი პროტოკოლი Ethereum-ის ბლოკჩეინზე არსებობს.
მონეტა ვალუტის სახით ფუნქციონირებს, ხოლო ტოკენი პროდუქტსა ან “აქციაზე” გვაძლევს წვდომას.
ვინაიდან მონეტას გააჩნია საკუთარი ბლოკჩეინი, იგი თავის ქსელში გაცვლის საშუალებას წარმოადგენს. ამიტომ ეძახიან ბიტკოინს ციფრულ ოქროს - მას იყენებენ, როგორც დაგროვებად ანაბრებს. გარდა ამისა, აშშ დოლარის კონვერტაცია მონეტაში ბევრად მარტივია, ვიდრე ტოკენში.
Utility ტოკენი Security ტოკენის წინააღმდეგ
ამ ტიპის კრიპტოვალუტებს შორის განსხვავება ინვესტორებისთვის, კრიპტოვალუტური კომპანიებისთვისა და სახელმწიფოებისთვის, პირველ მნიშვნელობას წარმოადგენს. სხვა სიტყვებით, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) ბევრად მკაცრად არეგულირებს security ტოკენებს, ვინაიდან იგი ფასიან ქაღალდად მიაჩნიათ.
ტოკენის უმეტესობა utility ტოკენს წარმოადგენს
თუ თქვენ შეგიძლიათ კრიპტოვალუტურ პლატფორმაზე იყიდოთ ან გაყიდოთ ტოკენი და ამავდროულად აკრედიტებული ინვესტორი არ იყოთ, მაშინ თქვენ საქმე utility ტოკენთან გაქვთ.
ზოგადად, ასეთი ტოკენი ინვესტორისთვის მომსახურეობას ან პროდუქტს ხელმისაწვდომს ხდის. Utility ტოკენის დეველოპერები სმარტ-კონტრაქტებითა და ასევე dApp-ის შემუშავებით არიან დაკავებულები.
BAT - Brave ბრაუზერში ინტეგრირებული utility ტოკენია, რომელიც რეკლამის ყურებაში გადახდის საშუალებას წარმოადგენს. ნებისმიერს შეუძლია კრიპტოვალუტურ ბირჟაზე ამ ტოკენით ვაჭრობა. იგი ასეთი სქემით მუშაობს:
-მომხმარებლები რეკლამის ყურების თანხმობაში BAT-ს იღებენ.
- კონტენტის შემქმნელები BAT-ს იღებენ, როდესაც მომხმარებლები რეკლამას მათ საიტზე უყურებენ.
-რეკლამის დამკვეთი სარეკლამო ადგილში BAT-ის მეშვეობით იხდის.
security ტოკენი - ბლოკჩეინზე არსებული, ფასიანი ქაღალდია.
როგორც ფასიანი ქაღალდი, ისევე security ტოკენები აქტივების ფლობის ნაწილს წარმოადგენენ, რომლებიც არა ბლოკჩეინზე, არამედ რეალურ სამყაროში არსებობენ. იმის გამო, რომ SEC-ი ტოკენებს, როგორც ფასიან ქაღალდებს, ისე არეგულირებს, STO-ში (Security token offering) მონაწილეობისთვის აუცილებელია აკრედიტებული ინვესტორი იყოთ. SEC-ი “Howey” ტესტით ადგენს, წარმოადგენს თუ არა კრიპტოვალუტა security ტოკენს. მარტივი სიტყვებით, ეს ტესტი განსაზღვრავს, წარმოადგენს თუ არა მოცემული ინვესტიცია სპეკულაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორი მესამე პირების საქმიანობით იღებს ფულს.
რა არის სტაბილური მონეტა?
Stablecoin - საკმაოდ პოპულაურლი კრიპტოვალუტირი ფორმაა, განსაკუთრებით ბაზარზე დათვური ტრენდის დროს. სტაბილური მონეტები მიბმულია ფიატის ან ოქროს მსგავს ტრადიციულ აქტივზე. მაგალითად, თეორიულად გაცვლითი კურსი აშშ დოლარზე მიბმულ სტეიბლკოინსა და აშშ დოლარს შორის 1:1 არის. კომპანიები, რომლებიც სტეიბლკოინებს შეიმუშავებენ, საჭიროა იმავე რაოდენობის აქტივი ქონდეთ საბანკო ანგარიშზე, რა რაოდენობის ტოკენიც აქვთ ბრუნვაში.
მათი უპირატესობა იმაშია, რომ დათვური ტრენდის დროს კრიპტოვალუტური ინვესტორები უფლებამოსილნი არიან თავიანთი სახსრები მეტად “სტაბილურ” აქტივის ფორმაზე გადაიტანონ. სტაბილური მონეტების არარსებობის შემთხვევაში, ის მოითხოვდა აშშ დოლარში კონვერტაციას, რაზეც ბირჟები საკომისიოს აკისრებენ. ხარული ტრენდის დაბრუნებისას ინვესტორებს, ფაქტობრივად, უფასოდ შეუძლიათ დააკონვერტირონ თავიანთი მონეტა სასურველ კრიპტოვალუტაში.
ისტორიულად, სტეიბლკოინები დოლართან მიბმას არღვევდნენ. მაგალითად, USDT ერთ დროს დოლარზე ნაკლები ღირდა, ხოლო GUSD დოლარის ფასს აღემატებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მათ სტაბილურ მონეტებს უწოდებენ, სინამდვილეში ისინი ტოკენებს წარმოადგენენ, რადგან არ გააჩნიათ საკუთარი ბლოკჩეინი. Maker-ი (MKR) Ethereum-ის ბლოკჩეინზე არსებობს. Tether-ი (USDT) ბიტკოინის ბლოკჩეინზე შეიქმნა. ეს ორივე “ტოკენი” “ვალუტის” ფუნქციას ასრულებს, რაც მონეტისთვისაა დამახასიათებელი და არა ტოკენისთვის. ახალი ციფრული ვალუტების აპლიკაციების შექმნასთან ერთად, ყველაფერი უფრო ბუნდოვანი ხდება, რაც SEC-ს მუშაობას ურთულებს.
რისთვის გვჭირდება მთელი ეს ინფორმაცია?
ვინმეს აქვს კრიპტოვალუტების განსხვავებასთან საქმე?
თუმცა ციფრული სამყარო ჯერ კიდევ ბურუსით არის გარემოცული, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ინვესტორი უნდა იაზრებდეს კრიპტოვალუტის ფასეულობას, თუ იგი ფულის დაბანდებას აპირებს, ასევე თუ როგორ დარეგულირდება ეს კრიპტოვალუტა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის მიერ.
კრიპტოვალუტებს შორის განსხვავება მნიშვნელოვანია. მართლაც განსხვავება მონეტებსა და ტოკენებს შორის წარმოადგენს ორი სხვადასხვა კრიპტოვალუტის ევოლუციის გზას - კრიპტოვალუტას, როგორც ტოკენიზირებულ ფასიან ქაღალდებსა და კრიპტოვალუტას, როგორც გადასახადის საშუალებას.
მასალების მიხედვით www.entrepreneur.com
ასევე წაიკითხეთ
კრიპტომატები: რასთან მიირთმევენ და სად ბინადრობენ
კრიპტოვალუტა სულ უფრო და უფრო ღრმად ინტეგრირდება ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენთვის ჩვეულ გადახდის ტერმინალებთან და ბანკომატებთან ერთად, დიდი ქალაქის ქუჩებში ნელ-ნელა კრიპტომატებიც გამოჩნდა. ვეცდებით გავარკვიოთ, რისთვისაა საჭირო და როგორ გამოვიყენოთ.
ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები
ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.