თავისი არასაბირჟო სავაჭრო პლატფორმის გაშვების შემდეგ, ინსტიტუციონალური კლიენტებისთვის, ბირჟა Coinbase-მა, ხმაურიანი განცხადებების გარეშე, გადაწყვიტა თავისი მომხმარებლებისთვის დაემატებინა სახსრების საკუთარ Paypal ანგარიშზე გატანის შესაძლებლობა. ეს მომსახურეობა მომხმარებლისთვის უფასოა.
ბირჟას ამის შესახებ ბლოგზე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, არც ტვიტერზე, თუმცა, შეტყობინება გააგზავნა კვალიფიციურ ტრეიდერებთან და საკუთარ საიტზე PayPal-ის შესახებ ხშირად დასმული კითხვების გვერდი შექმნა.
ფუნქცია, ჯერ მხოლოდ შეზღუდულ წრეს გააჩნია, აშშ-დან, ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კანადიდან. ლოკალური საფულის სერვისი მხოლოდ დოლარში, გირვანქა სტერლინგსა და ევროშია, თუმცა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ავსტრალიური და კანადური დოლარი მალე დაემატება საფულეზე. ავსტრალიისა და კანადის მომხმარებლებს PayPal-ის ანგარიშზე გადარიცხვის საშუალება არ მიეცა. თუმცა, მათ პირდაპირ შეუძლიათ საკუთარი ციფრული აქტივები გაყიდონ ავსტრალიური და კანადური დოლარის სანაცვლოდ, რასაც მანამდე ვერ აკეთებდნენ.
მანამ, სანამ ამ სერვისით ისარგებლებთ, მომხმარებლებმა პირადობის დამადასტურებელი ყველა მოქმედება უნდა გაიარონ და ელექტრონული ფოსტა მიიღონ, სადაც დადასტურდება, რომ თქვენთვის ეს სერვისი გააქტიურდა. ბალანსის მოძრაობა ჯერჯერობით მხოლოდ ცალმხრივია, ანუ მომხმარებლები შეძლებენ მხოლოდ PayPal-ის ანგარიშზე გადაირიცხონ, მაგრამ არ შეეძლებათ უკან დაიბრუნონ ბირჟის დეპოზიტზე.
ასევე წაიკითხეთ
BitPay-ი მომხმარებელთა შესაძლებლობებს აფართოვებს
კრიპტვალუტის საგადამხდელო სისტემის ოპერატორმა BitPay-მა, რომელიც მსოფლიოს 38-ზე მეტი სახელმწიფოს მომხმარებელს ბიტკოინსა და ბიტკოინ-ქეშში გადახდის მიღების საშუალებას აძლევს, ციფრული აქტივების ვოლატურობისგან საკუთარი კლიენტების დაცვის ზომებს მიიღებს.
Visa კრიპტოვალუტებში საკუთარი თავისთვის საფრთხეს ვერ ხედავს
ფინანსური გიგანტი Visa ციფრული აქტივების ბაზარზე გასვლას არ ჩქარობს. გადაცემა Mad Money-ის მსვლელობისას, რომელიც ეთერში CNBC-ზე გადის, Visa-ს გენერალურმა დირექტორმა ალფრედ კელიმ ციფრულ ინდუსტრიაში კომპანიის სამომავლო გეგმები განიხილა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში კრიპტოვალუტები Visa-სთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ კომპანია კრიპტოვალუტური ფუნქციების დანერგვისთვის მზადაა, თუკი ციფრული მონეტები მომავალში უფრო სტაბილური და გავრცელებული იქნება.
