აშშ-ში ოჰაიოს შტატის მიერ არც ისე დიდი ხნის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გადასახადების ბიტკოინის საშუალებით გადახდასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში კრიტიკა და ვნებათა ღელვა გამოიწვია - ბევრი ამას არაპრაქტიკულ და დაუფიქრებელ პიარ სვლას უწოდებს.
სკეპტიკოსების აზრით, ბიტკოინი არ არის გადახდის შესაბამისი საშუალება საკუთარი ვოლატურობის და გამყიდველთა შორის მასიური აღიარების არ არსებობის გამო. დღევანდელი დღისთვის, ბიტკოინით გადასახადების გადახდისას ადამიანი ვერანაირ უპირატესობას ვერ ღებულობს. შტატს უბრალოდ სურს ციფრული ვალუტებისადმი საკუთარი დამოკიდებულება და კეთილი ნება გამოავლინოს.
ზოგიერთი თვლის, რომ გადასახადების ბიტკოინებით გადახდა არაპრაქტიკულია. მიჩიგანის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დოცენტის, ენდრიუ ვუს განცხადებით, ბიტკოინის ვოლატურობა მას „უკიდურესად არამომხიბლავ“ საგადასახადო საშუალებად აქცევს.
ამავე დროს, ბერნი მორენო (ავტომობილების დილერი ოჰაიოს შტატიდან) 2018 წლის ნოემბრის თვის გადასახადები ბიტკოინის გამოყენებით დაფარა. მისი აზრით, მომავალში ეს ტენდენცია გამართლებული იქნება.
„ციფრული ვალუტები და ბლოკჩეინი - ეს ნამდვილი რევოლუციაა ტექნოლოგიების სფეროში“ 0 განაცხადა მორენომ, რომელმაც ბიტკოინის სანაცვლოდ ორი Porsche და ერთი Aston Martin-ი გაყიდა.
კრიპტოვალუტის გამოყენებით გადასახადების დაფარვის იდეა ოჰაიოს შტატის ხაზინდარს ჯოშ მანდელს ეკუთვნის, რომელიც ბიტკოინს „გადახდის კანონიერ ფორმად“ მიიჩნევს.
CCN-ის ინფორმაციის თანახმად, ოჰაიოს შტატის მთავრობა კრიპტოვალუტური გადახდების დამუშავებისთვის და მათი დოლარში კონვერტაციისთვის, საგადასახადო კომპანიასთან BitPay ითანამშრომლებს.
ბრიტანეთის პარლამენტის კონსერვატული წევრის, ედი ჰიუზის აზრით, შტატ ოჰაიოს ინიციატივა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის მისაბაძი მაგალითი შეიძლება გახდეს. შესაძლოა, რომ მომავალში კრიპტოვალუტის გამოყენებით გადასახადები ნისლიანი ალბიონის მაცხოვრებლებმაც გადაიხადონ .
მასალების მიხედვით www.ccn.com
ასევე წაიკითხეთ
Facebook-ი WhatsApp - გადახდებისთვის სტეიბლკოინის შექმნაზე მუშაობს
Facebook Inc-ი ისეთი კრიპტოვალუტის შექმნაზე მუშაობს, რომელიც მომხმარებლებს ფულადი გზავნილების განხორციელების საშუალებას WhatsApp დანართის მეშვეობით მისცემს. პირველ რიგში, მხედველობაში ინდოეთის ბაზარი მიიღება. Facebook-ი ჯერ საკუთარი სტეიბლკოინის გამოშვების სტრატეგიაზე მუშაობს, კასტოდიანის ძებნით არის დაკავებული და მონეტის უზრუნველმყოფი ფიატის შენახვის მეთოდებს განიხილავს.
სახის ამოცნობის ტექნოლოგია - პროგრესი თუ საფრთხე?
ამ ტექნოლოგიას სულ უფრო მეტი ქვეყანა ნერგავს. სამთავრობო ორგანოები სახის ამოცნობის სისტემის მიმართ ძალიან დიდ ინტერესს იჩენენ და ამ ინტერესს უსაფრთხოების მოსაზრებებითით ხსნიან, რითიც კონფიდენციალურობის უფლებას იგნორირებას უკეთებენ .