პრობლემების მიუხედავად, რომელიც Bitcoin-ს ფიუჩერსულ ბაზარზე თანდაყვება, მარეგულირებელი მზად არის Bakkt's Bitcoin-ის კონტრაქტი დაამტკიცოს.
Bakkt-ის პირველი პროდუქტი, ფიუჩერსული კონტრაქტი, რომელიც მთლიანად კრიპტოვალუტით ანაზღაურდება, სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიაში (CFTC) განხილვის სტადიაშია და მისი გაშვება 2019 წლის დასაწყისში არის დაგეგმილი. Wall Street Journal-ი თავის ანგარიშში გვანიშნებს, რომ მარეგულირებლები ფიუჩერსის აღიარებას აპირებს, ხოლო Intercontinental Exchange (ICE) ამ პროცესს აკონტროლებს.
ამ კონტრაქტის გაშვება 12 დეკემბერს იყო დაანონსებული, მაგრამ მარეგულირებლის მხრიდან გაჩენილი კითხვების გამო გადაიდო. Bakkt Bitcoin-ის ახალი ფიუჩერსული კონტრაქტის გაშვება, ახლა უკვე 24 იანვარს არის დაგეგმილი და გაგრძელებული მოსამზადებელი პერიოდის გამო, ხელშეკრულებების გაფორმება ვაჭრობის პირველივე დღიდან იქნება შესაძლებელი.
კონტრაქტი, რომელსაც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მესაკუთრემ მოაწერა ხელი, მსხვილ მოთამაშეებზე არის გათვლილი, რომლებსაც კრიპტოვალუტური ბირჟებისადმი წვდომა არ ქონდათ, რადგან მათთვის ეს რისკს წარმოადგენდა. ახალი პროდუქტი მათ ბიტკოინის უოლ-სტრიტზე გამოყენების საშუალებას მისცემს, როგორც აქციებისა და ობლიგაციების პოპულარული ალტერნატივის. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ბაზარი ვაჭრობის უდიდეს მოცულობას დააგენერირებს.
დღევანდელ ბაზარზე Bakkt-ის მსგავსი კონტრაქტი CME და CBOE-ც აქვთ, რომელთა აღრიცხვა აშშ დოლარში ხდება, მაგრამ Bakkt-ის კონტრაქტი მთლიანად კრიპტოვალუტაზე არის დაყრდნობილი. ამიტომ, ექსპერტები თვლიან, რომ Bakkt Bitcoin კონტრაქტის ბაზარზე გაშვება - ბაზრისთვის გარდატეხვის მომენტი იქნება. ინვესტორებისთვის ბიტკოინის ფიუჩერსული კონტრაქტის მეშვეობით ფიზიკურად გადაცემის შესაძლებლობა უოლ-სტრიტიდან ინვესტორებს მოიზიდავს. გარდა ამისა, კონტრაქტი სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს კრიპტოვალუტის კოტირებაზე. ინსტიტუციონალური ინვესტორები ნორმატიული მოთხოვნების შესაბამის გარემოში ბიტკოინის ყიდვას და გაყიდვას ადვილად შეძლებენ. კომპანია დარწმუნებულია, რომ Bakkt-ის ფიუჩერსული კონტრაქტები ბიტკოინის ლიკვიდურობის გაზრდასაც შეუწყობს ხელს.
ცნობილი კრიპტოენთუზიასტი ალექს კრიუგერის მოსაზრებით, ბიტკოინის კოტირება Bakkt-ის ფიუჩერსული კონტრაქტის გაშვებასთან ერთად გაიზრდება, ხოლო, თუ ფიუჩერსი არ აღიარეს, ფასი დაეცემა. Bakkt-ის გაშვებასთან ერთად, ბევრს დათვური ბაზრის დასრულების იმედი აქვს.
ასევე წაიკითხეთ
მაინინგი გლობალურ დათბობაზე იმოქმედებს
სამეცნიერო ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბიტკოინს საკრედიტო ბარათების მსგავსი ჩქარი ტემპით მიღების შემთხვევაში, 2033 წლისთვის გლობალური ტემპერატურა 2 გრადუსით აიწევს
რა არის უფრო მერყევი - ბიტკოინი თუ ლირა?
ოქროს რქის სანაპიროზე, სტამბოლის ბანკების გვერდით ბილბორდი დგას, რომელიც თურქული ლირის მიმდინარე კურსს ასახავს: მის ღირებულებას დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და ბიტკოინში. ამ ვალუტათაგან უკანასკნელი, დათვური ტრენდის გათვალისწინებით, შეიძლება უადგილოდ მოგეჩვენოთ. მიუხედავად ამისა, ოქტომბრის დასაწყისიდან თურქულ კრიპტოვალუტურ ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობა 37%-ით გაიზარდა.