ჩვენს რუბრიკაში "ეროვნული კრიპტოვალუტები" განვიხილავთ მთავრობის მიერ მხარდაჭერილ ციფრულ ვალუტებსა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ სახელმწიფო ინიციატივებს. აქ იპოვით სიახლეებს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების (CBDC), ეროვნული კრიპტო პროექტებისა და ციფრული ფულის როლის შესახებ თანამედროვე ეკონომიკებში. წაიკითხეთ რუბრიკა "ეროვნული კრიპტოვალუტები" ForkNews-ზე, რათა იყოთ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ქმნიან ქვეყნები საკუთარ ციფრულ ვალუტებს.
სწრაფი კვების ამერიკულმა კომპანიამ Church's Chicken-მა ვენესუელაში კრიტპვალუტა Dash-ში გადახდების მიღება დაიწყო და ამის შესახებ ინფორმაცია თავის Facebook-გვერდზე განათავსა. კრიპტოვალუტას Church's Chicken-ის ათივე რესტორანში იღებენ. Church's Chicken-ში Dash-ით გადახდის პირველი ტრანზაქცია უკვე შესრულდა და ამის ამსახველი ვიდეო თავის YouTube-არხზე ატვირთა. გლობალური სწრაფი კვების რესტორნებს შორის, Church's Chicken პირველია, ვინც „კრიპტას" ღებულობს.
ოქროს რქის სანაპიროზე, სტამბოლის ბანკების გვერდით ბილბორდი დგას, რომელიც თურქული ლირის მიმდინარე კურსს ასახავს: მის ღირებულებას დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და ბიტკოინში. ამ ვალუტათაგან უკანასკნელი, დათვური ტრენდის გათვალისწინებით, შეიძლება უადგილოდ მოგეჩვენოთ. მიუხედავად ამისა, ოქტომბრის დასაწყისიდან თურქულ კრიპტოვალუტურ ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობა 37%-ით გაიზარდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ IOTA-მ თავისი ქსელის დეცენტრალიზაციის გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვით ის საკოორდინაციო კვანძის არსებობას გამორიცხავს. IOTA Tangle-ის ეს ნაწილი ტრანზაქციების შეკვეთაზე არის პასუხისმგებელი და, ამასთანავე, რიგ პრობლემებს ჰქმნის. IOTA-მ პროცესი უკვე გაუშვა და ქსელიდან კვანძის ამოღებას მომავალ წელს გეგმავს.
Nasdaq-იდან ცოტა ხნის წინ ჩატარებული Jiguang-ის ანალიზის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეების რიცხვი, ვინც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ აპლიკაციებს იყენებს, 7,5 მილიონს გადააჭარბა. ციფრები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზრის მერყეობის მიუხედავად, 230,84%-ით ზრდას აჩვენებს.
გაჭიანურებული დათვური ტრენდის შედეგებმა პირველი ნაყოფი გამოიღო. წინა კვირაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ განცხადება Ethereum Classic-ის დეველოპერების ძირითადმა გუნდმა ETCDEV-მ (Ethereum Classic Development Company) გააკეთა.
გუშინ რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში Lenovo Global Technology-ს წარმომადგენლობამ და Azintelecom-მა პირველი კორპორატიული ბლოკჩეინ-პლატფორმა წარადგინეს. სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანია Azerbaijan International Telecom-მი (AzInTelecom) ინფორმაციის ბლოკჩეინზე შენახვის სისტემაზე გადადის.
დათვური ზეწოლა შესაძლოა ახლი ძალით აღდგეს, რაც წლიური მინიმუმების განახლებას გამოიწვევს. მაგრამ ჯერჯერობით ბაზარი მიმდინარე ფასების დონეზე კონსოლიდირებას ცდილობს.
შემოგვიერთდით