სწრაფი კვების ამერიკულმა კომპანიამ Church's Chicken-მა ვენესუელაში კრიტპვალუტა Dash-ში გადახდების მიღება დაიწყო და ამის შესახებ ინფორმაცია თავის Facebook-გვერდზე განათავსა. კრიპტოვალუტას Church's Chicken-ის ათივე რესტორანში იღებენ. Church's Chicken-ში Dash-ით გადახდის პირველი ტრანზაქცია უკვე შესრულდა და ამის ამსახველი ვიდეო თავის YouTube-არხზე ატვირთა. გლობალური სწრაფი კვების რესტორნებს შორის, Church's Chicken პირველია, ვინც „კრიპტას" ღებულობს.
კომპანიის წარმომადგენლებმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურეს. ცოტა ხნით ადრე, მსგავსი ინფორმაცია KFC რესტორნის ქსელთან დაკავშირებითაც გავრცელდა, თუმცა, მოგვიანებით. უარყოფილი იქნა. საქმე იმაშია, რომ კომპანია DashNews-ის საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორმა მარკ მეისონმა 7 დეკემბერს ტვიტი გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ KFC Venezuela Dash-ით გადახდების მიღებას იწყებს. კომპანია KFC Venezuela-მ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა. რომ მსგავსი გადახდების მიღება ჯერ მხოლოდ განიხილება და ასეთი განცხადებების გაკეთება ნაადრევია, თანაც კომპანიის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე.
2018 წლის იანვარში KFC Canada-მ პიარ-აქცია წარმოადგინა, როდესაც მან ყველაზე დიდი ულუფა შემწვარი ქათამი მხოლოდ ბიტკოინის სანაცვლოდ გაყიდა. ამასთან დაკავშირებით KFC-მ შემდეგი შინაარსის ტვიტი გამოაქვეყნა:
ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, თუ რას წარმოადგენს ბიტკოინი და როგორ მუშაობს ის, მაგრამ ამან თქვენსა და ქათმის ურთიერთობებს ხელი არ უნდა შეუშალოს.
ასევე, Cointelegraph-მა აგვისტოში ინფორმაცია გაავრცელა, სადაც Dash Core Group-ის გენერალური დირექტორი რაიან ტეილორი აცხადებს, რომ ვენესუელა Dash-ის გავრცელების სიდიდით მეორე ადგილს იკავებს და კვირის განმავლობაში 100-მდე გამყიდველი კრიპტოვალუტას ღებულობს.
მასალების მიხედვით cointelegraph.com
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოპლატფორმები Bitcoin Cash-ის ფორკისთვის მზად არიან
მომავალ კვირას Bitcoin Cash-ის საზოგადოებას ჰარდფორკი ელოდება. ცოტა ხნის წინ, თავიანთი ხედვა ფორკის შემთხვევაში მხოლოდ Bitasiex-მა, Coinex-მა და Ledger Wallet-მა გაჟღერა, მაგრამ ამ დროისთვის მსგავს განცხადებას უკვე მრავალი კომპანია აკეთებს.
Kraken: Bitcoin Cash SV-ში ინვესტიცია, დიდ რისკს უკავშირდება
სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კრიპტობირჟა Kraken-ი, ერთ-ერთი უმსხვილესი და უსაფრთხო პლატფორმა, მომხმარებლებს ტოკენ Bitcoin Cash SV (BCH SV)-ით ვაჭრობასთან დაკავშირებულ რისკების შესახებ აფრთხილებს და აცხადებს, რომ ფორკი ბირჟის მიერ მოთხოვნილ ყველა ლისტინგურ მოთხოვნას არ ასრულებს.