სამხრეთ კორეულმა სტარტაპმა Presto-მ ICO-ს აკრძალვასთან დაკავშირებით სასამართლოში აპელაცია შეიტანა

სამხრეთ კორეულმა სტარტაპმა Presto-მ ICO-ს აკრძალვასთან დაკავშირებით სასამართლოში აპელაცია შეიტანა

კომპანიის საიტზე არსებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთკორეული ბლოკჩეინ-სტარტაპი Presto დეველოპერთა გუნდებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს: დაწყებული ვებ-გვერდის დამზადებიდან - ტოკენის გამოშვებით დამთავრებული. გარდა ამისა, სტარტაპი ცდილობდა დეცენტრალიზირებული ავტონომიური ორგანიზაციაზე (DAICO) დაყრდნობით სამხრეთ კორეაში პირველი ICO-ს გაშვებას.

Cointelegraph-ის მონაცემებით, DAICO ინვესტიციების მოზიდვას დეცენტრალიზირებული ავტონომიური ორგანიზაციების (DAO) რამოდენიმე ფუნქციის დამატებით  ცდილობდა. ეს მეთოდი სმარტ-კონტრაქტების საშუალებით სახსრების დაბრუნების შესაძლებლობას იძლეოდა, თუ  ინვესტორი პროექტის მიმართ ნდობას დაკარგავდა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეამ ICO წინა წლის სექტემბერში აკრძალა. Presto-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა კან კუნმა განაცხადა, რომ სტარტაპი დიდ სირთულეებს წააწყდა, რადგან ხელისუფლება და ეროვნული ასამბლეა ერთი წლის განმავლობაში უმოქმედოდ იყვნენ.

„ჩვენ ვთხოვთ სასამართლოს საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან უმოქმედობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს და ICO აკრძალვის გადაწყვეტილება შეცვალოს“.

კომპანიას მიაჩნია, რომ აღნიშნული აკრძალვა „საკუთრების თავისუფლების და მოქალაქეების თანაბარ უფლებებს“ არღვევს.

სამხრეთ კორეის კრიპტოსფეროს დარეგულირების პოზიცია სხვა ქვეყნების, მაგალითად მალტას, პოზიციებისგან მკვეთრად განსხვავდება.  Cointelegraph-ის ინფორმაციით, ივლისში მალტა „ბლოკჩეინ-კუნძულად“ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ქვეყნის პარლამენტმა სამი კონონ-პროექტი დაამტკიცა, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანაში კრიპტო-ინდუსტრიაში უპრეცენდენტო სიცხადე იყო შეტანილი.

მიუხედავად ამისა, CryptoCompare-ს ანგარიშის თანახმად, ნოემბერში, სამხრეთ კორეამ კრიპტოვალუტის ვაჭრობის ყოველდღიური მოცულობის მონაცემებით, მალტას აჯობა. ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს „კონკურენციით, მაინინგის სატრანზაქციო საკომისიოებით და მოქმედი ფასდაკლების აქციებით“ არის გამოწვეული.

ასევე წაიკითხეთ

23642018-12-18

იტალიის ხელისუფლება ინვესტორებს თაღლითებისგან იცავს

იტალიის ხელისუფლება, ადგილობრივი ინვესტორების ინტერესების დასაცავად, ორ საეჭვო კრიპტოპროექტში ინვესტიცია დროებით აკრძალა. საზოგადოებრივი საკითხების ეროვნულმა კომისია (CONSOB) რამოდენიმე ვებ-საიტსა და Facebook გვერდზე მიუთითებს, რომლებზეც მან პოტენციურად ყალბი ტოკენების Bitsurge-ს და Green Energy სერტიფიკატების გაყიდვა აკრძალა.

რეგულატორები, ICO
33112018-11-21

ჩრდილოეთ დაკოტის მარეგულირებელმა რუსული სტარტაპი აკრძალეს

აშშ-ში, შტატ ჩრდილოეთ დაკოტას ფინანსურმა მარეგულირებელმა თაღლითურ რუსულ კრიპტოვალუტურ კომპანიას ფინანსური ოპერაციების განხორციელების საშუალება არ მისცეს. როგორც გაირკვა, რუსული ფირმა ბრუნვაში მონეტების (ICO) გაშვების მიზნით, თავს ლიხტენშტაინში დარეგისტრირებულ ბანკად ასაღებდა.

ICO, რეგულატორები

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან ICO

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64272018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43142018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33672018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33492018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32722018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain