კომპანიები, რომლებიც ფინანსურ მომსახურებას ეწევიან, ჯგუფი შექმნეს, რომელიც ციფრული ბიზნესის სივრცეში ქცევის კოდექსის შექმნაზე იმუშავებს.
როგორც სამშაბათს გახდა ცნობილი, ციფრული აქტივების ასოციაციის ან ADAM-ის (Association for Digital Market Assets) დამფუძნებლები არიან Galaxy Digital, Genesis Global Trading, GSR, Hudson River Trading, Paxos, Symbiont, BitOoda Technologies, BTIG, Cumberland და XBTO.
ეს კომპანიები ერთად მუშაობენ ვაჭრობის, მონაცემთა შენახვის, ქლირინგის და ციფრული აქტივების შეძენის წესებზე, რომლებიც „პროფესიონალიზმის წახალისების და ეთიკური ქცევების დაცვის“ პრინციპებზე იქნება აგებული.
გარდა ამისა, ADAM-ი, მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობით, არსებული კანონების და წესების დაცვას და ფინანსური დამკვირვებლების და პოლიტიკოსების ნდობის მოპოვებას გეგმავს.
პირველი შეხედვით - ADAM-ი თვითრეგულირებადი ორგანიზაციაა (SRO), თუმცა მისი თავმჯდომარეს სეტ ლონდონის თქმით, თვითმმართველობა, უახლოეს მომავალში, ასოციაციის მიზანი არ იქნება.
ADAM-მა ჯერ ბაზრის მონაწილეების და მარეგულირებელი ორგანოების ნდობა უნდა დაიმსახუროს, შემდეგ კი - მარეგულირებლებთან და ხელისუფლებასთან SRO-ს სტატუსის მონიჭება განიხილონ. ADAM-ის მიზანია - სხვა SRO-ების შექნისას, ისტორიული პარალელების გავლება და მათი ნაბიჯების გათვალისწინებაა.
ამ ეტაპზე ADAM-ი ბაზრის მონაწილეთა ფართო წრეს მოიცავს: სავაჭრო პლატფორმები, ინვესტორები, აქტივების მმართველები, ტრეიდერები, ლიკვიდურობის პროვაიდერები და ბროკერები. ასევე, მისი მონაწილე არის ყველა ის ფირმა, რომელიც ციფრული აქტივების ბაზარზე მუშაობს ან, კოდექსის შემუშავების შემდეგ, გეგმავს მუშაობას.
უახლოეს პერიოდში, ADAM-ი თავისი ლიდერების დასახელებას და, ასევე ასოციაციის ახალი წევრების მოზიდვას გეგმავს.
გარდა ამისა, ჯგუფი საორგანიზაციო მმართველობის შექმნით არის დაკავებული.
მასალების მიხედვით https://www.coindesk.com
ასევე წაიკითხეთ
საშობაო Bitcoin-ი: ხარული, დათვური და ზომიერი პროგნოზები
ბოლო დროს ბიტკოინის ფასი დასტაბილურდა. თითქმის ორი თვის განმავლობაში ციფრული ვალუტა 6500 $-იან ნიშნულზე მყარად დგას. ანალიტიკოსების აზრით, მსგავს სტაბილურობას როგორც წესი მსხვილი ცვლილებები სდევს თან. ნიშნავს თუ არა ეს, რომ წინასაახალწლოდ ახალ რბოლას უნდა ველოდოთ? ამის გარკვევისთვის კვლევითი სამუშაოების ავტორმა გრეგ ჯორდანომ სამ ეკონომიკურ მოდელზე ექსპერიმენტები ჩაატარა - ჰეისის მოდელზე, უიტლის მოდელზე და ბაზრის მოდელზე.
ჩინეთში სოციალური საკრედიტო რეიტინგის დასანერგად ემზადებიან
სოციალური საკრედიტო რეიტინგი, რომელიც არა მხოლოდ იმაზე მოქმედებს, თუ როგორ გექცევიან სხვა ადამიანები, არამედ იმაზეც, რომელ სერვისებთან გაქვთ წვდომა - ზედმეტად გაზვიადებულია, არა? ჩინეთისთვის, რომელიც უტოპიურ იდეას რეალობად აქცევს, ასე არაა.
