თუ თქვენ გაქვთ ბიტკოინები დასახარჯათ, ამის გაკეთება ლონდონის ახალ პაბში სიამოვნებით შეგიძლიათ. კომპანია BrewDog-მა ახალი ობიექტი ლონდონის საქმიან კვარტალ კანერი-უორფზე გახსნა და ამ ბარის სტუმრებს გადახდა ბიტკოინების საშუალებით შეუძლიათ.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ლუდის ფასი ყოველდღე შეიცვლება ბრიტანეთის წამყვანი საფონდო ბირჟის FTSE 100-ის ინდექსის შესაბამისად. ბარის დახლის თავზე დაკიდებული იქნება ელექტრონული ტაბლო, რომელიც ბოლო დღის ვაჭრობის შედეგებს და ასევე ბიტკოინის ფასთა ცვლილებებს უჩვენებს.
კომპანია BrewDog-ის თანადამფუძვნებელი ჯეიმს უოტი ამბობს: “ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ ჩვენი ახალი ტექნოლოგიების მომართ მისწრაფებებით. ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ ლუდის შემთხვევაში, გავაკეთეთ ეს ჩვენს ბიზნეს-მოდელთან მიმართებაში. ახლა კი ვაფუძნებთ ლუდისთვის გადახდის ახალ საშუალებას. ჩვენი ბარი კანერი-უორფზე არის საგადასახადო რევოლუციის სიმბოლო!”
საბედნიეროდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ გაქვთ კრიპტოვალუტა, ამ დაწესებულებაში ნებისმიერი სხვა ტრადიციული გადახდის საშუალება შეგიძლიათ აირჩიოთ.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოკომპანიები ქცევის კოდექსის არსებობაზე დაფიქრდნენ
კომპანიები, რომლებიც ფინანსურ მომსახურებას ეწევიან, ჯგუფი შექმნეს, რომელიც ციფრული ბიზნესის სივრცეში ქცევის კოდექსის შექმნაზე იმუშავებს.
Dash-ის ახალი რეკორდი - 3 მილიონი ტრანზაქცია ერთ დღე-ღამეში
მიმდინარე კვირას პლატფორმა DASH-მა, 24 საათის განმავლობაში საკუთარი ქსელის გამტარიანობის მოცულობის გაგებისთვის, სტრეს-ტესტი ჩაატარა. ოპერაცია პოპულარული საფულე MyDashWallet-ის შემქმნელმა კომპანიამ Delta Engine-მ ჩაატარა.

