პარიზის Financia Business School-მა სასწავლო პროგრამაში ფინანსური ტექნოლოგიების და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მასტერ კლასები დაამატა. რადგან სტუდენტთა 25 % უცხოელები არიან, სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით პრობლების შემცირების მიზნით, სასწავლებელმა ბიტკოინებით გადახდის საშუალებებში დაამატა.
ბიტკოინით სწავლის საფასურის გადახდას პარიზული ბლოკჩეინ-სტარტაპის Coin Capital-ის მხარდაჭერა აქვს. ამ მომენტისათვის კურსების საფასური ბიტკოინებით უკვე 5 სტუდენტმა გადაიხადა. ერთ-ერთი სტუდენტი, ადამ ჰასიბი ამბობს:
მე დიდი ხნის წინ დავინტერესდი ამ ტექნოლოგიით და მალევე გავხდი ბლოკჩეინის მოდელის დეცენტრალიზაციის მომხრე ... 2017 წლის მაისში პირველი ბიტკოინი ვიყიდე, რომლითაც სწავლის საფასური გადავიხადე. ოპერაცია საკმაოდ მარტივი იყო, მე მხოლოდ დავუკავშირდი ადმინისტრატორს და საფულის მისამართი მივიღე.
სკოლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომავალში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დაწესებულების შიდა პროცესების მხარდასაჭერად გამოყენებას გეგმავენ. ისინი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვების გეგმის შესახებ საუბრობენ.
ციფრული ბაზარი ცივილურ ფორმებს იძენს და უნივერსიტეტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო ხშირად ამატებენ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტების შემსწავლელ კურსებს. პროგრამისტ-ფრილანსერების ონლაინ პლატფორმა Toptal-ის განცხადებით, 2017 წლის შემდეგ ბლოკჩეინ დეველლოპერებზე მოთხოვნა 700%-ით გაიზარდა, ხოლო კვალიფიცირებული სპეციალისტების რიცხვი ჯერ კიდევ კატასტროფულად არასაკმარისია.
მასალების მიხედვით bitcoinnews.com
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური კომპანია უსახლკაროებს ეხმარება
Scotcoin-ი 2019 წლის იანვრის ბოლომდე გაიყიდული მონეტით მოპოვებული ყოველ 20 გირვანქა სტერლინგიდან 5-ს ქველმოქმედებას შეწირავს.
რა არის უფრო მერყევი - ბიტკოინი თუ ლირა?
ოქროს რქის სანაპიროზე, სტამბოლის ბანკების გვერდით ბილბორდი დგას, რომელიც თურქული ლირის მიმდინარე კურსს ასახავს: მის ღირებულებას დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და ბიტკოინში. ამ ვალუტათაგან უკანასკნელი, დათვური ტრენდის გათვალისწინებით, შეიძლება უადგილოდ მოგეჩვენოთ. მიუხედავად ამისა, ოქტომბრის დასაწყისიდან თურქულ კრიპტოვალუტურ ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობა 37%-ით გაიზარდა.