კინემატოგრაფიის ვეტერანი მაიკლს კიტონი, სკანდალურად ცნობილი ადვoკატის - ჯონ მაჯაფის შესახებ გადაღებულ ფილმში ითამაშებს. ამ ადამიანმა ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფების შექმნით მილიონები იშოვა. მთავარ როლში კიტონი ჯონი დეპს ჩაანაცვლებს, რომელმაც მაკაფის როლს ალღო ვერ აუღო.
კინემატოგრაფიის ვეტერანი მაიკლს კიტონი, სკანდალურად ცნობილი ადვoკატის - ჯონ მაჯაფის შესახებ გადაღებულ ფილმში ითამაშებს. ამ ადამიანმა ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფების შექმნით მილიონები იშოვა. მთავარ როლში კიტონი ჯონი დეპს ჩაანაცვლებს, რომელმაც მაკაფის როლს ალღო ვერ აუღო.
მოვლენებით სავსე მაკაფის ცხოვრების შესახებ დიდ ეკრანზე ფილმები ადრეც გამოსულა. 2016 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს „ჯონ მაკაფის სახიფათო ცხოვრება“ თავად მაკაფიმ სრული ფიქცია უწოდა.
ახალ ფილმში „ჯუნგლების მეფე“ მაკაფიმ პროექტის კონტროლის თავიდანვე მოკიდა ხელი და მთავარი როლის შემსრულებლის პოზიციაზე ჯონი დეპის არჩევით უკმაყოფილო იყო. დეპის შემცვლელის მოძიება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოხერხდა - ფილმ Birdman-ის ვარსკვლავი მაიკლ კიტონი.
კითხვაზე, თუ რატომ გაუშვეს ჯონი დეპი პროექტიდან, მაკაფიმ უპასუხა:
ფისომ ვერ გაართვა თავი ჩემს ნარკოტიკებს. კიტონს კი ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ ექნება.
67 წლის მსახიობს კომპიუტერული ავანტიურისტის როლის შესრულება მიანდეს. ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავმა - სეტ როჯერსმა კი ჟურნალისტ არი ფურმანის როლი უნდა მოირგოს.
ფილმის სცენარი 2012 წელს ჟურნალ Wired-ში გამოქვეყნებულ ჟურნალისტ ჯოშუა დევისის სტატიას „ჯონ მაკაფის უკანასკნელი ზღვარი“ ეფუძნება.
IMR International-ი „ჯუნგლების მეფეს“ ამერიკულ პუბლიკას 31 ოქტომბერს სანტა-მონიკაში (კალიფორნიის შტატი) გახსნილ ამერიკულ ბაზარზე წარუდგენს. ფართო ეკრანებზე ფილმის გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.
ფილმის სიუჟეტი 2009 წელს ცენტრალური აფრიკის პატარა სახელმწიფოს - ბელიზის ჯუნგლებიდან გაქცეული გენიოსის თავისებური ცხოვრების გარშემო ტრიალებს. იმ პერიოდში მაკაფიმ მიატოვა ცივილიზებული სამყარო და ჯუნგლებში გადაბარგდა, სადაც რეალობისგან მოწყვეტილმა იარღით, სექსით და სიგიჟით სავსე საკუთარი სამყარო შექმნა. როჯერსი, რომელიც ჟურნალ Wired-ის რეპორტიორის არი ფურმანის როლს ასრულებს, ჯუნგლებში მაკაფისგან ინტერვიუს ასაღებად ჩამოდის. ინტერვიუს მიღების სანაცვლოდ, ფურმანის მაკაფის პირად ინტრიგებში აღმოჩნდება ჩათრეული.
პროექტის დატოვების შემდეგ, ჯონი დეპს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. სავარაუდოდ ის TaTaTu-თან ახალი პარტნიორობითაა დაკავებული და Lamborghini-ს პროექტზე მუშაობს.
ასევე წაიკითხეთ
მხოლოდ სატოში ნაკომოტოს აქვს ბულგარეთზე მეტი ბიტკოინი
ყველა ფიქრობს, რომ სატოში ნაკომოტოს ბევრი ბიტკოინი აქვს, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ისინი ძალიან ბევრი შეიძლება ბულგარეთის მთავრობასაც ჰქონდეს
სამი ძირითადი წესი კრიპტოვალუტის შეძენისას
როდესაც თქვენ უძრავი ქონების, აქციების ან, თუნდაც, ოქროს შეძენას აპირებთ, როგორც წესი, ბაზრისა და მისი პოტენციალის შესწავლას დაიწყებთ. საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მოძიება მოგიწევთ, რათა მუშაობის პრინციპში და, ასევე მასთან დაკავშირებულ რისკებში გაერკვეთ. როგორც ერთხელ უორენ ბაფეტმა თქვა " არასდროს არ ჩადოთ ინვესტიცია იმაში, რაც არ გესმით".