ბანკები VS კრიპტოვალუტა: რევოლუცია გადაიდო

ბანკები VS კრიპტოვალუტა: რევოლუცია გადაიდო

კრიპტოენთუზიასტებსა და კრიპტოვალუტის დეველოპერებს შორის გავრცელებულია აზრი, რომ ბლოკჩეინის გამოჩენა საბანკო სისტემის საფლავის ქვად იქცევა. მართლაც ასეა? ერთია მოდური და ხმამაღალი განცხადებები, და მეორეა- მკაცრი რეალობა და საფინანსო სისტემის განვითარების ისტორია. სტატიების ჩვენს ციკლში, ჩვენ საკმაოდ დაწვრილებით განვიხილეთ ფულის (რომელსაც ახლა ფიატურ ფულს უწოდებენ) წარმოქმნის ისტორია, საბანკო სისტემის განვითარება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია- ბანკების როლი თანამედროვე მსოფლიოში.

თუ საკითხს სიღრმისეულად შევისწავლით, ნათელი გახდება, რომ საბანკო სისტემას არაფერი სერიოზული არ ემუქრება. ყოველი შემთხვევისთვის, გაქრობა არ ემუქრება. დასაწყისისთვის, მოდით შევხედოთ რისთვის იქმნებოდა კრიპტოვალუტები და რა ძირითად ფუნქციას აკისრებდნენ ბლოკჩეინს მისი შემქმნელები.

თავდაპირველად, ბიტკოინი იქმნებოდა, როგორც ნაღდი ფულის მოდელი ვირტუალურ ციფრულ სივრცეში. თავისი არსით, მაინინგი არ იყო განკუთვნილი ახალი მონეტების შესაქმნელად, ხოლო გასამრჯელო, დიდწილად მის გვერდით ფუნქციას წარმოადგენს. მაინერების ძირითადი ამოცანაა - გამორიცხონ ერთი და იგივე სახსრების ორჯერ გადაცემა სხვადასხვა მომხმარებლებისთვის.

სხვა შემთხვევაში- კრიპტოვალუტური მონეტების გადაცემა ერთი პირისგან მეორესთვის, ანუ თავისი არსით, სასესხო ვალდებულებების დათმობა- კრიპტოვალუტების ძირითად და პრაქტიკულად ერთადერთ ფუნქციას წარმოადგენს. 

სმარტ-კონტრაქტები, რომელთა რეალიზება პირველად ქსელ Ethereum-ში მოხდა, დღესდღეობით, ტექნიკურ ინფრასტრუქტურას წარმოადგენენ და არანაირი შემხებლობა არა აქვთ იურიდიულ კონტრაქტებთან. ასე რომ, მათი ზეგავლენა ფინანსურ სისტემაზე არც ისე დიდია. მაგრამ, როგორც ჩვენ ვიცით ჩვენი სტატიიდან ბანკები. შექმნის ისტორია. ძირითადი ფუნქციები, ბანკების ამოცანები შორს ცდებიან სახსრების ერთი ადამიანის ან ორგანიზაციის მეორესთვის გადაცემის ფარგლებს.

არსებობს, ასევე, შენახვა (დეპოზიტები), დაკრედიტება, საბანკო გარანტიები- მომსახურების მთელი რიგი, რომლის გადაფარვა ბლოკჩეინზე დამყარებული დეცენტრალიზირებული სისტემით შეუძლებელია.

კრიპტოვალუტებთანაც არც ისე სახარბიელოდაა საქმე. რა თქმა უდა, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ „ჩვენი სახსრები არ ინახება ცენტრალიზებულად“...მაგრამ, გვითხარით, თქვენ ინახავთ თქვენს მოწყობილობაზე ბლოკჩეინის ასლს? ნაკლებად სავარაუდოა და არც ისე ეფექტურია. ესე იგი, ასე თუ ისე, თქვენ მოგიწევთ გარე სერვისებით სარგებლობა.

ბევრი, ტექნიკურ მაგიაში გაუთვითცნობიერებელი მომხმარებელი, საერთოდ, bitgo, blockchain.info ან მათი მსგავსი ონლაინ-საცავებით სარგებლობენ და გულწრფელად სწამთ, რომ ბიტკოინის ყველა უპირატესობას იყენებენ. თუმცა, თუ კარგად გავერკვევით- ნებისმიერი ონლაინ-საფულე უკვე გახდა ის ცენტრალიზებული საცავი, იმ ბანკად იქცა, სადაც კლიენტები თავიანთ დანაზოგებს ინახავენ. მოხერხებულობისთვის ,უსაფრთხოების იმედით, მაგრამ არა საკუთარ კომპიუტერში ან ტელეფონში.

აპარატული საფულეები, უსაფრთხოების თავისი დიდი პოტენციალით, ასევე თავისი მწარმოებლების გარე სერვისების მუშაობის იმედად არიან- თუნდაც Trezor, ან KeepKey მწარმოებლების კომპანიების სერვერებით სარგებლობენ და თუ უეცრად გაქრება ასეთი სერვისი ინტერნეტიდან- თქვენ დაკარგავთ წვდომას თქვენს დანაზოგთან.

მაშინ, გამოდის რომ, Bitcoin-ი და კრიპტოვალუტები უსარგებლოები არიან?

სულაც არა. ისინი უკვე ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას საბანკო გარემოზე და ეს გავლენა მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ კრიპტოვალუტები არ არიან ბანკებისა და საფინანსო სისტემის მკვლელები. ისინი წარმოადგენენ მის ლოგიკურ და დროულ განვითარებას.

ისევე როგორც ბუნებაში, ტექნოლოგიების სამყაროში, ახალი სახეობების გამოჩენა არ ანადგურებს არსებულ ეკოსისტემას, ის მხოლოდ ცვლის მას, მატებს რა მრავალფეროვნებასა და სიმყარეს.

თუ ბლოკჩეინის ტექნოლოგია წარმატებით დააღწევს თავს საწყისი ეტაპის პრობლემებს, ის შეიძლება გახდეს თანამედროვე საფინანსო სისტემის წარმატებული შემავსებელი, და ამით, საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი მოვიგებთ.


Читайте также

28592018-11-19

რომელი მსოფლიო ვარკსვლავი მდიდრდება კრიპტზე

ვარსკვლავების ცხოვრება ყოველთვის იქცევს ფანების ყურადღებას სპორტული რინგის, გადასაღები მოედნის ან სცენის ფარგლებს მიღმაც.ცნობილმა ადამიანებმა დიდი ხანია ისწავლეს სარგებლის პოვნა კოსმეტიკის და ბრენდული ხაზების რეკლამით. მაგრამ, ბოლო დროის მოდურ მიმდინარეობად Bitcoin-ინვესტიციები იქცნენ.

Это интересно
52882018-12-26

გახდება თუ არა Monero-ს ეკლესია მემი

Monero-ს ეკლესია, რომელიც Telegram-ში, უკვე ოთხი თვეა, ყოველკვირეულად ატარებს თავის "სარიტუალო ცერემონიებს". ამ რიტუალების არსი მარტივია: Monero-ს მომხმარებლები კვირაში ორჯერ უგზავნიან ერთმანეთს 5 დოლარს XRM-ში რასაც "ნდობის წრეს" უწოდებენ. ამ მომენტისთვის ეკლესიას დაახლოებით 60 მონაწილე ჰყავს, მაგრამ ბოლო პერიოდში მათი რაოდენობა შესამჩნევად იზრდება.

Юмор, Это интересно

Последние статьи из раздела Это интересно

Свежее видео на канале

Выбор редакции

742752024-07-25

LendPal.io объявляет о начале бета-тестирования

LendPal.io с объявляет о начале бета-тестирования своей инновационной платформы для криптовалютного P2P-кредитования.

Новости, Стабильные коины, Трейдинг, Инвестиции, Это интересно
749162020-10-30

Топ 10 крипто кошельков в 2020 году

По мере роста популярности криптовалют растет и спрос на качественные и безопасные криптовалютные кошельки.

Кошельки
660972017-12-10

Bitcoin: пирамида или нет?

С января 2009 года, когда был сгенерирован первый генезиз-блок bitcoin-сети, прошло уже девять лет, но до сих пор всякого рода "эксперты" ломают копья в спорах: являются ли криптовалюты финансовой пирамидой или нет. Быстрый рост доходности bitcoin и прибыли тех, кто раньше стал участником этой системы, пугает схожестью с пирамидами 90-х.

Bitcoin
657892018-04-28

on-chain и off-chain управление: за и против

Чтобы понять важность управления блокчейном и дискуссии вокруг этого вопроса, сначала нужно определить что такое управление блокчейном, его роль и цели. Управление блокчейном в сфере криптовалют состоит из двух пунктов: правил протокола (кода) и экономических стимулов, на которых основана сеть.

Blockchain
511112021-05-08

Какие альткоины принесут своим держателям доход в 2021 году?

Мы решили помочь тем, кто хочет заработать на криптовалютах, но не располагает большими средствами, чтобы покупать монеты из первой пятерки рейтинга.

Альткоины
477232018-05-12

Эволюция человека и денег

Развитие биткойна и блокчейна началось приблизительно 70000 лет назад, когда хомо сапиенс превзошли свои биологические лимиты как вид. Это история, которая уходит глубоко корнями в эволюцию человечества.

Это интересно