მიმდინარე კვირაში ყველაზე მდიდარი კრიპტოვალუტური ანგარიშები გამოცოცხლდნენ. არც ისე დიდი ხნის წინ, არა აქტიური საფულიდან უცნობ მისამართზე 66 452 BTC-ი გადაირიცხა, საერთო ჯამური ღირებულებით დაახლოებით 245 მილიონი აშშ დოლარი. რამდენიმე საათის შემდეგ, რამდენიმე უცნობმა მისამართმა BTC-ში დამატებით 728 მილიონი აშშ დოლარი გადაადგილა.
ბოლო დროის განმავლობაში კრიპტოვალუტურ ბაზრებზე დათვური ხასიათები დომინირებენ, რასაც პანიკური და მასშტაბური გაყიდვები ახლავს თან.
ზოგიერთი ადამიანი მომხდარში ვეშაპებს ადანაშაულებს, რომლებიც დიდი ოდენობით ციფრულ აქტივებს ფლობენ, შეუძლიათ მონეტების ჩამოყრა და ბაზარზე პანიკის შექმნა. შემდეგ კი დავარდნილი ფასის პირობებში ერთიანად ყველაფრს ყიდულობენ. ასეთ დროს ბიტკოინ-ენთუზიასტები კრიპტოვალუტურ ვეშაპებზე ბევრ რამეს იგონებენ. თუმცა რეალურად ეს საქმეს არანაირად არ შველის. განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც მსხვილი მფლობელები დიდი ოდენობით BTC-ების გადაადგილებას იწყებენ, წლის განმავლობაში არააქტიურ მდგომარეობაში მყოფი საფულეებიდან.
სამშაბათს, სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, BTC-ები საერთო ჯამური ღირებულებით დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი, ოთხი არააქტიური მისამართიდან სხვა საფულეებზე იყო გადამისამართებული. მომდევნო დღეს 151 000 BTC-ზე მეტი (საეღთო ღირებულება 562 მილიონი აშშ დოლარი) სხვა არააქტიური საფულეებიდან სხვადასხვა მისამართებზე გადაიყვანეს.
საგულისხმოა, რომ მსხვილი მფლობელები არ მხოლოდ BTC-ების გადატანას ახორციელებენ. ასევე შეიმჩნეოდა დიდი მოცულობით ETH, XRP, BCH და ყველა სტეიბლკოინების მოძრაობა.
5 დეკემბერს ბიტკოინების გადაყვანის ტრანზაქცია შესრულდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ პრაქტიკულად 13 მილიონ აშშ დოლარს მიღწია. საკომისიოს მოცულობამ კი ერთ პენიზე ნაკლები შეადგინა. ჰარდ-ფორკის BCH შექმნის წინ, 15 ნოემბერს ერთი მისამართიდან მეორეზე 1 მილიონი BCH-ი (დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარი) გადარიცხეს.
მოგვიანებით, ინტერნეტ-დეტექტივებმა აღმოაჩინეს რომ საფულეს მფლობელი რომელმაც 66 452 BTC-ს შეუცვალა ადგილი, რეალურად 608 000 BTC-ი გადაადგილა. დოლარებზე კონვერტირებისას თანხამ 2,5 მილიარდი შეადგინა. მოცემული საფულე 2013-2015 წლებში არ იყო აქტიური.
ამჟამად ყველა ვეშაპებს აკვირდება, რომლებიც ბოლო დროს გამოცოცხლდნენ.
ჯერ კიდევ თებერვალში კრიპტოვალუტების უმეტესობამ საკუთარი ღირებულების 60 პროცენტი დაკარგეს. ამავდროულად news.Bitcoin.com-ის ცნობებით, დათვური წნეხის გამო 100 უმსხვილესი BTC-მისამართი საგრძნობლად გამდიდრდა.
რეალურად, ვეშაპებმა თავიანთი მარაგები ფასის ვარდნამდე 1-3 თვით ადრე გაყიდეს, რომ, შემდეგომში, მონეტები უფრო დაბალ ფასად ეყიდათ. შემდეგ, დაახლოებით მაისში. კრიპტოვალუტურმა ენთუზიასტებმა ბირჟა Mt. Gox-ის ხელმძღვანელის ნობუაკა კობაიაშიზე დაიწყეს საუბარი. მისის ინფორმაციით, მოსალოდნელი იყო დიდი ოდენობით BTC და BCH-ის გაყიდვა, რომელიც იაპონიის სასამართლომ დააყადაღა.
წინა წელს, ფასების მუდმივი ვარდნის ფონზე, დიდი სახსრების გადაადგილებამ საიდუმლო სპეკულაციების მომრავლება გამოიწვიეს. ვეშაპების მსგავსი მსხვილი ტრანზაქციები და BTC გადახდები 2014 და 2015 წლებში დათვური ვაჭრობის პირობებშიც იყო შემჩნეული. თუმცა, იმ დროს, ბიტკოინ-ენთუზიასტები ვეშაპებს კი არ განიხილავდნენ, არამედ იმ ბიტკოინების გაყიდვას, რომლებიც Silk Road-ის დანაშაულის გამოვლენისა და მისი დახურვის შედეგად იყო ამოღებული.
ამ ორ სიტუაციას შორის ბევრი საერთო არის. თუმცა, ვეშაპების მხრიდან, დიდი თანხების გადაადგილებას ყველა შეჩვეულია და მომხმარებლები გარკვეულ კანონზომიერებას ვერ ამჩნევენ - ასეთი გადაადგილებები ბაზრის აღდგენის საწინდარია.
მასალების მიხედვით news.bitcoin.com
ასევე წაიკითხეთ
მოსაზრება: ვეშაპები უოლ-სტრიტიდან მოხერხებულად მანიპულირებენ ბაზრით
უოლ-სტრიტზე განთავსებული კომპანიები მოხერხებულად მანიპულირებენ საჭირო კრიპტოაქტივის ფასით საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ და კურსის გაზრდის ან შემცირების მიზნით აქტიურ მედია პროპაგანდას ეწევიან.
ჩინეთში სოციალური საკრედიტო რეიტინგის დასანერგად ემზადებიან
სოციალური საკრედიტო რეიტინგი, რომელიც არა მხოლოდ იმაზე მოქმედებს, თუ როგორ გექცევიან სხვა ადამიანები, არამედ იმაზეც, რომელ სერვისებთან გაქვთ წვდომა - ზედმეტად გაზვიადებულია, არა? ჩინეთისთვის, რომელიც უტოპიურ იდეას რეალობად აქცევს, ასე არაა.