მრავალი სტარტაპი იწყებდა ღარიბი კვარტალის ავტოფარეხში, მინიმალური კაპიტალითა და გარშემომყოფების სკეპტიციზმით, მაგრამ არ დაუკარგავთ თავიანთი იდეისადმი რწმენა. დღეს რთული წარმოსადგენია, რომ ოდესღაც იდეები, რომლემბაც ნახევარი მსოფლიო დაიპყრეს, აბსურდული იყო.
Apple
1967 წელს ავტოფარეხში წამოწყებული სტარტაპის შესახებ, ვერავინ ვერ ბედავდა, მომავალში კორპორაცია-გიგანტის, ბედის წინასწარმეტყველებას. ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმაც კი, რონალდ უეინმა, ბიზნესის საკუთარი წილი 800 დოლარად გაყიდა. ახლა რონალდ უეინის წილი 35 მილიარდი დოლარი ეღირებოდა. კორპორაციამ, 2 აგვისტოს, ვაჭრობის მიმდინარეობისას აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. მისმა საბაზრო კაპიტალმა 1 ტრილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ასეთი შედეგი, მეტწილად, Apple-ს გაჯეტების წყალობით იქნა მიღწეული. სამი ყველაზე პოპულარული სმარტფონი ეიფლს ეკუთვნის. Iphone მსოფლიო ბაზრის 15% იკავებს. ამასთან, 2007 წელს, როდესაც პირველი აიფონი გამოვიდა, სტივ ჯობსს ბაზრის 1%-ის მიღება მაინც სურდა.
Airbnb
მოგზაურებისთვის საკუთარი სახლების მოძიების სერვისის შესაძლებობების პრეზენტაციები თავდაპირველად თავაზიანი უარებითა და წერილების იგნორირებით იწყებოდა. 2008 წელს, ბევრს არ ჯეროდა დედამიწის მეორე მხარეს უცხო ადამიანთან “სტუმრობის”, და კიდევ ინტერნეტის საშუალებით. იდეას განხორციელება სტარტაპ-ინკუბატორმა Y Combinator-მა გარისკა და ინვესტიციის სახით 3.4 მილიარდი დოლარი გამოყო. 2017 წლისთვის კომპანიამ 93 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა და სხვადასხვა მსოფლიოს წერტილში 150 მილიონი ადამიანისთვის საერთო ენა გამონახა.
Facebook-ი
Facebook-ი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ოთახში 2014 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტის მეორე კურსელ მარკ ცუკერბერგის მიერ გაეშვა. საიტი Thefacebook.com, რომელიც უბრალო ნოუთბუქით იყო შემუშავებული, ადგილობრი სტუდენტებს რეგისტრაციის, საკუთარი თავის შესახებ მოყოლის, სურათის ატვირთვისა და უნივერსიტეტის ამბების შესახებ კომენტირების შესაძლებობას აძლევდა. საიტმა პირველი ასეული მომხმარებელი მუშაობის პირველივე საათებში ააგროვა.
მაშინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უნივერსიტეტის ქსელი ურთიერთობის ფორმატის რევოლუციას მოახდენდა და მილიარდების ცხოვრების ყოველდღიურობის ნაწილი გახდებოდა. დღეისთვის Facebook-ი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. მომხმარებელის რაოდენობა 2 მილიარდს აჭარბებს, სუფთა მოგება კი კვარტალში $5 მილიარდამდე აღწევს.
Bitcoin-ი
და ბოლოსთვის. პირველი ორმოცდაათი ბიტკოინი, რომელიც სატოში ნაკამოტოდ ცნობილმა იაპონელმა 2009 წელს გამოიმუშავა, იმ დროინდელი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. მათი აზრით, ჩანაფიქრი აბსოლუტურად უპერსპექტივო იყო.
იმავე წლის ოქტომბერში, ბირჟა New liberty Standard-ზე ჩასმული Bitcoin-ი ცენტის მეათედზე ნაკლები ღირდა. 1 დოლარად 1309 ბიტკოინის ყიდვა შეიძლებოდა. დღეს ბევრი თავს წინდაუხედულობაში იდანაშაულებს და 2009 წელს ხელიდან გაშვებულ მოგებას ითვლის, ამასთანავე კრიპტოინდუსტრიას მსოფლიოს ფინანსური სისტემის როგორც მომავალის საფუძველს განიხილავენ.
ასევე წაიკითხეთ
შეძლებენ თუ არა ბანკირები ბიტკოინის ფასის გაზრდას?
ინსტიტუციონალური ინვესტორები კრიპტოვალუტურ ბაზარზე გადიან, მსხვილი ტრეიდერები მათ გლობალურ ხასიათს თვალყურს ადევნებენ, რათა შესყიდვის ან გაყიდვის მომენტი არ გამოეპაროთ.
კოსმოსურ სასტუმროს ნომერში გაჩერება კრიპტოვალუტის სანაცვლოდ არის შესაძლებელი
პროექტი Orion Span-ი კოსმოსური სადგური Aurora-ს გაშვებას გეგმავს, რომელიც ძვირადღირებული სასტუმროს ფუნქციას შეასრულებს. კოსმოსური სასტუმროს ნომერი ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი, ვისაც $9,5 მლნ ან ამ თანხის კრიპტოვალუტაში ეკვივალენტის გადახდის საშუალება ექნება.