2019 წლის კრიპტო-პროგნოზი

2019 წლის კრიპტო-პროგნოზი

დიდი მოთხოვნის და წინა წელს ხელიდან გაშვებული შანსის ზეგავლენის ქვეშ, კრიპტოვალუტის ფასები ათჯერ მაინც შეიცვალა. ადამიანებს, რომლებმაც მიზერული ინვისტიციების საშუალებით Lamborghini-ს მარკის ავტომობილების ყიდვა შეძლეს, ლამბოები უწოდეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბიტკოინმა კაპიტალიზაციის 85 %  დაკარგა, მათ ახლა შეძახილებით „ხომ გეუბნებოდით“ მიმართავენ.

მიუხედავად იმისა, თუ ვის უჭერთ თქვენ მხარს, გთავაზობთ მომავალი წლის კრიპტოვალუტურ პროგნოზს.

1.      მას მერე, რაც bitcoin-ის ფასი მინიმუმამდე დაეცემა, ნელი ნაბიჯებით ფასის მომატებას უნდა ველოდოთ.

Bitcoin-ი ინვესტიციების ისტორიაში ყველაზე დიდი ბუშტი იყო; ისტორია კი იმას გვეუბნება, რომ, კრახის შემდეგ, აღდგენა ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობს. ჩვენ მთლიანად ბაზრის კრახს და მის შემდგომ კონსოლიდაციას უნდა ველოდოთ.

2.      ბაზარზე მოუგვარებელი პრობლემების გამო, 2019 წელს კრიპტოვალუტური ETF არ დამტკიცდება.

ბევრი ფირქობს, რომ კრიპტოვალუტური ETF-ის აღიარებისთვის თამაშის წესების პოტენციური შეცლა არის საჭირო, რათა უზრუნველყოფილი იქნას დაწესებულებების რეგულირებადი პროდუქტისადმი წვდომა. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას (SEC) მანიპულაციების, თაღლითობის და შენახვის უსაფრთხოების მიმართულებით სერიოზული ეჭვები აქვს, ახლო მომავალში, კრიპტოვალუტური ETF-ს აღიარებას არ უნდა ველოდოთ.

3.      გაჩნდება ტოკენ-ფასიანი ქაღალდების ახალი ბირჟები, რომლებიც ტრადიციულ კრიპტოვალუტურ ბირჟებს ჩაანაცვლებენ.

ტოკენ-ფასიანი ქაღალდების ბირჟები ჯერ-ჯერობით ინსტიტუციონალური არ არის და ლიკვიდურობის აუცილებლობაც არ აქვს. თუმცა, შესაძლებელია, რომ 2019 წელს სიტუაცია შეიცვალოს. ტოკენ-ფასიანი ქაღალდების (STO) პირველადი შეთავაზების საშუალებით  სახსრების შეგროვება მალე დაიწყება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი ბირჟები ტრადიციულ ბირჟებს ბაზრიდან განდევნიან.

4.      ICO-ები „ნელი სიკვდილით მოკვდებიან“.

არსებული ინცფორმაციის თანახმად, 2017 წლიდან არსებული ICO-ების ნახევარზე მეტი გაუქმდა. მოსალოდნელია, რომ ეს ბაზარი მალე გაუქმდება, რადგან რეგულირებადი ტოკენ-ფასიანი ქაღალდებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. საცალო ბაზრის მცირედი ნაწილის მხრიდან  ICO-ზე მოთხოვნა შეზღუდული იქნება.

5.      მაღალი დონის დაწესებულებები აქტივების ტოკენიზაციას შეისწავლიან.

მოსალოდნელია, რომ საპილოტო პროექტებში მეტი დაწესებულება ჩაერთვება, რომლებიც ყველაფრის ტოკენიზაციას შეეცდებიან: ობლიგაციებით დაწყებული - საინვესტიციო ფონდებით დამთავრებული. Fidelity, NASDAQ და შვეიცარიული საფონდო ბირჟის გარდა, ახალი საფინანსო დაწესებულებები გამოჩნდება.

6.      ციფრული აქტივების დაზღვევის დაფარვის მასშტაბი და მოცულობა გაიზრდება.

კრიპტოვალუტური ბირჟების და ცივი შენახვის კასტოდიალური დაწესებულებების სადაზღვევო დაფარვა გაიზრდება. Lloyds of London-მა თავისი გეგმების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ აგვისტოში გაავრცელა. მოსალოდნელია, რომ 2019 წელს, მის მაგალითს ბევრი მიჰყვება.

7.      კრიპტოვალუტური CFD საცალო ბაზარზე აიკრძალება.

კრიპტოვალუტის საკითხებზე მომუშავე ბრიტანულმა ჯგუფმა (FCA, BoE და HM Treasury), კონკრეტულ მითითებებს 2019 წელს მოსალოდნელი აკრძალული პროდუქტების ან შეზღუდული გამოყენების სია გამოაქვეყნა, რათა ინვესტორების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული.

ასევე წაიკითხეთ

19982018-12-20

რევოლუციური ტოკენი გეიმერებს შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს

გამოჩნდა კრიპტოვალუტა, რომელსაც კომპიუტერული თამაშების მრავალმილიარდიანი სამყაროს გადატრიალება შეუძლია, გეიმერებისთვის ნამდვილი ფულის მიღების საშუალებით.

ეს საინტერესოა, ტექნოლოგიები
20432018-12-18

არნახული სიკეთე, როგორც ბიტკოინის რეკლამა

ვონ ჩინგ კიტმა, 24 წლის კრიპტო-მილიონერმა, რომელსაც Mr. Coin-ად უფრო იცნობენ,  ჰონკონგის ერთ-ერთ არაპრესტიჟულ რაიონში „ფულის წვიმა“ მოაწყო. მან ჰონკონგის ერთ-ერთი მაღალსართულიანი სახლის სახურავიდან ჰონკონგური დოლარის ქაღალდის კუპიურები გადმოყარა და ის პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის  დააკავა.

ეს საინტერესოა

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან ეს საინტერესოა

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64292018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43192018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33692018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33522018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32762018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain