სოციალური საკრედიტო რეიტინგი, რომელიც არა მხოლოდ იმაზე მოქმედებს, თუ როგორ გექცევიან სხვა ადამიანები, არამედ იმაზეც, რომელ სერვისებთან გაქვთ წვდომა - ზედმეტად გაზვიადებულია, არა? ჩინეთისთვის, რომელიც უტოპიურ იდეას რეალობად აქცევს, ასე არაა.
სოციალური დაკრედიტების ჩინური სისტემა ქვეყნის რიგ რეგიონებში უკვე დამკვიდრებულია, ამა წლის დასაწყისში ქალაქ ჰანჯოუში მისი ვერსია მიიღეს, რომელიც ისეთ პოზიტიურ საქციელს ახალისებდა, როგორიცაა მოხალისედ მუშაობა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის კი სასჯელს ითვალისწინებდა, ვინაიდან ეს ნეგატიურად ითვლებოდა.
შედეგად მილიონობით ადამიანი ჰანჯოუსა და სხვა ქალაქებში უარყოფითი პირადი ანგარიშისგან უკვე დაზარალდა. განვითარების და რეფორმების ეროვნული კომისიის მონაცემებით, ჩინეთში ცუდი კრედიტის მქონე მოქალაქეებს 11 მილიონ ავიაგადაფრენასა და ჩქაროსნულ მატარებელში 4 მილიონ მგზავრობაზე ეთქვა უარი.
ჩინეთის გეგმა მისი დედაქალაქის მიმართ კიდევ უფრო დამზაფრავია. მოსალოდნელია, რომ სოციალური დაკრედიტების ამბიციური სისტემა პეკინში 2020 წლისთვის ამოქმედდება. ესა სოციალური ქმედებების საფუძველზე მთელი სიცოცხლის მანძილზე ქულების დარიცხვის პროგრამაა, რომელშიც დედაქალაქში 22 მილიონი მცხოვრები ადამიანი უნდა ჩაწერონ. დაბალი რეიტინგი პეკინში მოსახლეობისთვის რიგ შეზღუდვებს გამოიწვევს და ახალი სამთავრობო გეგმის მიხედვით, „ის ვერც ერთი ნაბიჯის გადადგმას ვერ შეძლებს“. ეს შეზღუდვები ბიზნესის დაწყების შესაძლებლობას, ბანკში კრედიტის აღებას, ინტერნეტის სიჩქარის შენელებას, ცალკეული პირებისთვის და მათი შვილებისთვის კარგ სკოლებზე წვდომის შემცირებას, გარკვეულ სამუშაო ადგილებზე აკრძალვას, გარკვეულ სასტუმროებში ნომრების ჯავშანზე აკრძალვას, შინაური ცხოველის ყოლის უფლების დაკარგვას და რამდენიმე სახელმწიფო სერვისის მიღებაზე უარს ეხება.
გარდა ამისა, მოქალაქეების სოციალური პროფრილები სახელმწიფო და სხვა დაწესებულებების მონაცემებს დაეყრდნობა. ახალ პეკინურ რეალობაში ტოტალური ზედამხედველობა, კონტროლი და მონაცემთა შეკრება წახალისებულია. იგეგმება, რომ თანამშრომლობის მიზნით არა მხოლოდ სახელწიფო უწყებებს, არამედ ტურისტულ ფირმებს, კერძო საწარმოებს და სატრანსპორტო კომპანიებსაც კი მიიზიდავენ. სავარაუდოდ სმარტფონებიც თავის როლს შეასრულებს, იმის გათვალისწინებით, რომ SIM ბარათები პირადობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე იყიდება.
დარღვევები, რომლებმაც შესაძლოა დაბალი სოციალური რეიტინგი გამოიწვიოს, შეიცავს: არამოსაწევ ზონაში მოწევას, ვიდეოთამაშების გადამეტებული რაოდენობის ყიდვას და ინტერნეტში „ფეიქ“ ახალი ამბების განთავსებას.
ჩინეთი განუხრელად მიდის იქითკენ, რომ ნამდვილად ორეულისებულ სახელმწიფოდ იქცეს.
ასევე წაიკითხეთ
სამი ძირითადი წესი კრიპტოვალუტის შეძენისას
როდესაც თქვენ უძრავი ქონების, აქციების ან, თუნდაც, ოქროს შეძენას აპირებთ, როგორც წესი, ბაზრისა და მისი პოტენციალის შესწავლას დაიწყებთ. საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მოძიება მოგიწევთ, რათა მუშაობის პრინციპში და, ასევე მასთან დაკავშირებულ რისკებში გაერკვეთ. როგორც ერთხელ უორენ ბაფეტმა თქვა " არასდროს არ ჩადოთ ინვესტიცია იმაში, რაც არ გესმით".
ადამიანი და ბლოკჩეინი ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ
დისკუსიების დროს, როდესაც კონსენსუალური პროტოკოლების საკითხებს განიხილავენ, ხშირად დგება მართვის საკითხი და აშკარა ხდება, რომ სატოში ნაკამოტოს პირველადი ხედვა, მანქანების მართვას ემხრობოდა. მაგრამ, თუ ხელოვნური ინტელექტი მართლაც ისეთი საშიშია, როგორც ეს ილონ მასკს და სემ ალტმანს მიაჩნიათ, ასე რატომ ვრისკავთ??