სურვილმა გაერკვიათ თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ სავარდო ინვესტორებმა მიიღონ აქტიური მონაწილეობა ციფრულ ბიზნესში, ამერიკული მარკეტინგული სააგენტო LendEDU გაერთიანდა კრიპტოვალუტის ახალი ამბების The Daily Hodl გვერდთან, იმისთვის რომ გამოეკითხა 1000 ზრდასრული ამერიკელი, რომლებიც ინვესტიციას დებენ ტრადიციულ ფინანსურ ბაზარში საბროკერო ანგარიშებით და არ ითვალისწინებს კრიპტოვალუტით ვაჭრობას.
გამოკითხვის შედეგად, რესპოდენტების 52%-მა განაცხადა, რომ შეუძლიათ პარალელურად გამოიყენონ საბროკერო ანგარიშები კრიპტოაკტივებში ინვესტიციის დასაბანდათ, იმ შემთხვევაში თუ მათ ამის საშუალება ექნებათ. ხოლო ინვესტორთა 59%-მა განაცხადა, რომ შეამცირებენ აქციებში ინვესტიციებს, ობლიგაციებსა და სხვა ტრადიციულ პროდუქტებს, იმისთვის რომ უფრო მეტი ინვესტიცია ჩადონ კრიპტოვალუტაში. გამოკითხულთა 41%-ზე მეტმა განაცხადა, რომ უფრო მეტად ენდობიან ტრადიციულ საბროკერო ქსელებს, ვიდრე წამყვან ციფრულ გაცვლით ოპერატორებს Coinbase-ს ან Robinhood-ს.
ცუდი ამბავი Coinbas-თვის: 39% უფრო მეტად ენდობია Amazon.com ვიდრე Coinbase-ს, როცა საქმე ეხება ინვესტიციების დამუშავებას კრიპტოვალუტაში.
LendEDU ანალიტიკოსი მაიკლ ბრაუნი თვლის, რომ „ეს დაკავშირებულია ციფრული ვალუტის ზოგად აღქმასთან. ამ დარგის თავზე ჯერ კიდევ შავი ღრუბელია, ბევრი ბოლომდე ვერ ხვდება მიმდინარე მოვლენების არსს“.
LendEDU-მ ასევე აღმოაჩინა, რომ რესპონდენტების მხოლოდ 44%, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი კრიპტოვალუტის აქტივების ინვესტიციებში, ამას თავიანთი ტრადიციული საბროკერო საქმიანობის მიღმა გაკეთებას გეგმავენ. რაც შეეხება ციფრული ტოკენებით ვაჭრობას Amazon-ის მეშვეობით, ესეც შესაძლოა მისი რეპუტაციის გამო იყოს, თვლის ბრაუნი. Amazon და საბროკერო კომპანიები მიმდინარე წელს იყვნენ ლიდერები, ქმნიდნენ რა თავიანთი კლიენტებისთვის ნდობისა და მოხერხებულობის რეპუტაციას. Coinbase-მა და Robinhood-მა ჯერ ვერ შეძლეს ნდობის მაღალი დონის მოპოვება, მიუხედავად იმისა რომ პირველს 13 მილიონი, ხოლო Robinhood-ს კი 6 მილიონი კლიენტი ჰყავს.
კრიპტოვალუტის ბაზრის ჩამოშლის, მისი უაღესად არასტაბილური ხასიათის, მარეგულირებლების მხრიდან კონტროლის გაძლიერებისა და კრიპტოვალუტის პლატფორმების გატეხვის გათვალისწინებით, ბრაუნი გაკვირვებულია იმით, რომ რესპონდენტებს არათუ სურთ ინვესტირება, არამედ მიზნის მისაღწევად ტრადიციული ინვესტიციების თანხებსაც გამოყოფენ.
ასევე წაიკითხეთ
როდის ჯობია ბიტკოინების ყიდვა? Weiss-ის რეიტინგები იტყობინებიან, რომ ახლა!
იმ დროს, როდესაც რამოდენიმე თვის წინ ბიტკოინის ფასმა თავის წარმოუდგენელ მინიმუმს მიაღწია, ექსპერტები ბიტკოინების შეძენას გვირჩევენ. ზოგი ექპერტის რჩევას უფრო მეტად ითვალისწინებენ, ზოგის კი - ნაკლებად. მაგალითად, მარტინა ვაისის და მისი სააგენტოს WeissCryptocurrencyRatings-ის რჩევებს ბევრი ინვესტორი ითვალისწინებს.
Fidelity ფსონს „ხარებზე“ დებს
კრიპტოვალუტის ბაზარზე ფინანსური გიგანტის - Fidelity-ს გამოჩენის მეორევე დღეს, ფონდების მმართველმა - მარკ იუსკომ იწინასწარმეტყველა, რომ ეს დარგი სწრაფადგანვითარებად ბაზრად მალე იქცევა.