Bitcoin-ს ბაზარი ვარდნას, აღმავლობასა და კვლავ ვარდნას განიცდის. ამჟამად კრიპტოვალუტა 5 098 აშშ დოლარად იყიდება. თუკი თქვენ თვლით, რომ Bitcoin-სა ან კრიპტოვალუტის სხვა ნაბისმიერ სახეობაში ინვესტირება გვიანია, ეს ასე არ არის. შემდეგი მიზეზების გათვალისწინებით, დრო ჯერ კიდევ არის.
პირველ რიგში, კრიპტოვალუტის ბაზარზე ინსტიტუციური ინვესტორების ფული ჯერ არ შემოსულა.
სტაბილური რეგულირების არარსებობის გამო, მსხვილ კომპანიებს ამ ბაზარზე გასვლის ეშინოდათ. ვინაიდან გაუგებარი იყო, რად ჩათვლიდნენ მარეგულირებლები კრიპტოვალუტას - ფულად, საქონლად თუ ფასიან ქაღალდებად. ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელი კანონები იქნება ამ აქვიტივის მიმართ გამოყენებული და რამდენად მომგებიანი იქნება კომპანიებისთვის ციფრულ ბაზართან საქმის დაჭერა. ამ დრომდე კრიპტოვალუტების მთავარ ინვესტორებად ფინანსური ტრეიდერები, ენთუზიასტები და რამდენიმე მსხვილი კაპიტალისტი გვევლინებოდა.
თუმცა ინსტიტუციური ინვესტორების კაპიტალი ძალიან მნიშვნელოვანია და თუკი ის კრიპტოვალუტურ ბაზარზე მოხვდება, ეს ფასს ისევ აწევს და ბაზარს ახალ საფეხურზე გადაიყვანს. ამ მიმართულებით სვლა უკვე დაწყებულია, ბაზარზე კომპანია Morgan Stanley და მისნაირები უკვე გავიდნენ. მოსალოდნელია, რომ მათ მრავალი სხვაც მიბაძავს.
მეორეც, კრიპტოვალუტას ჯერ მცირე საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს.
როდესაც კრიპტოვალუტა გამოიგონეს, იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ის ფულის ახალ ფორმად უნდა ქცეულიყო. მას შემდეგ ინდუსტრიამ ხანგრძლივი გზა გაიარა. მისი არსებული საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მილიარდ დოლარზე ნაკლებს შეადგენს. სინამდვილეში, ეს საკმაოდ მცირეა ისეთი კომპანიების სავალუტო შეფასებასთან შედარებით, როგორიც Amazon და Apple არის. თუმცა, თუკი კრიპტოვალუტა თავის მიზანს მაინც მიაღწევს და ფულის ფორმად იქცევა, მას მსოფლიოს დიდი ნაწილი გამოიყენებს.
მესამეც, კრიპტოვალუტა ჯერ კიდევ განვითარების სტადიაზე იმყოფება.
ეს ჯერ კიდევ ახალგაზრდა დარგია. ტექნოლოგია Blockchain-ს გამოყენების ბევრი საშუალება აღმოაჩნდა. ამასთან დაკავშირებით დეველოპერები მისი ფუნქციების ოპტიმიზაციაზე მუდმივად მუშაობენ. მაგალითად, Ethereum მასშტაბურობის პრობლემას წყვეტს, Bitcoin კი ცდილობს, ისე გააკეთოს, რომ Lightning-მა მსხვილ ტრანზაქციურ დატვირთვას უკეთ გაართვას თავი.
შეიძლება ითქვას, რომ კრიპტობაზრის მიმდინარე საბაზრო კაპიტალიზაცია კრიპტო-პროექტების არსებულ მდგომარეობას ასახავს. ამჟამად სამუშაო პროდუქტები 100 საუკეთესო კრიპტოვალუტას შორის მხოლოდ 36-ს გააჩნია, რაც იმას მოწმობს, რომ ინდუსტრია ჯერ კიდევ განვითარების სტადიაზეა და ადგილზე მუდმივად არ გაჩერდება.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ ფინანსური კონსულტანტები არ ვართ და ეს ფინანსური რჩევები არ არის. კრიპტოვალუტაში ინვესტირება ძალიან სარისკოა. ინვესტიციები მხოლოდ საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით განახორციელეთ და ის ფული დააბანდეთ, რომლის დაკარგვა არ დაგენანებათ.
ასევე წაიკითხეთ
Fidelity ფსონს „ხარებზე“ დებს
კრიპტოვალუტის ბაზარზე ფინანსური გიგანტის - Fidelity-ს გამოჩენის მეორევე დღეს, ფონდების მმართველმა - მარკ იუსკომ იწინასწარმეტყველა, რომ ეს დარგი სწრაფადგანვითარებად ბაზრად მალე იქცევა.
უოლ-სტრიტი კრიპტოვალუტაზე უარს აცხადებს
Bloomberg-ის ინფორმაციით, უოლ-სტრიტი ნელ-ნელა კრიპტოვალუტის ბაზარს ტოვებს. მიუხედავად ბაზრის დაცემისა, დარეგულირების პრობლემებისა და თაღლითობის უამრავი შემთხვევებისა, გვეჩვენებოდა, რომ უოლ-სტრიტი კრიპტო-აქტივების ფასების აწევას შეძლებდა.