შვეიცარიული ქალაქი ცუგი, ამ ეტაპზე, ევროპის ყველაზე ტექნოლოგიურ ცენტრად ითვლება და სადაც „შვეიცარიული კრიპტო-ველი“ არის განლაგებული. წინა კვირას, ლონდონის საინვესტიციო კომპანიის Atomico-ს ანგარიშში სახელწოდებით „ევროპული ტექნოლოგიების მდგომარეობა“, ცუგი წამყვან ქალაქად დასახელდა.
ცუგში ტექნოლოგიური ბუმი გრძელდება. ანგარიშის თანახმად, ქალაქში ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მოვლენათა რაოდენობამ 177 %-ით მოიმატა. ქალაქის ასეთი ტემპებით განვითარება შვეიცარიული ხელისუფლების მიერ მიღებული კანონმდებლობის წყალობით გახდა შესაძლებელი.
ქვეყნის ხელისუფლება და პარლამენტი ისეთ ნორმატიულ აქტებზე მუშაობენ, რომ ქვეყანაში ფინანსური ინოვაციების სივრცე უფრო გაიზარდოს. ბლოკჩეინ-ინდუსტრიას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რადგან მათი აზრით, მომავალში, მსოფლიოს ფინანსურ სისტემაში აღნიშნული ტექნოლოგია გადამწყვეტ როლს ითამაშებს.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ტექნოლოგიური ინდუსტრია, ევროპის სტაგნაციური ეკონომიკისათვის საუკეთესო გამოსავალია.
დღესდღეობით, შვეიცარია ევროპას ტექნოლოგიურ ტონს კარნახობს. ქვეყანაში კრიპტოსექტორის პოზიტიურმა და აქტიურმა რეგულირებამ განაპირობა ის, რომ შვეიცარიამ ევროკავშირში თავისი კონკურენტები, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, უკან ჩამოიტოვა.
ცუგი - შვეიცარიული კრიპტო-ველი, ქვეყნის წამყვანი ტექნოლოგიური ქალაქია. CV Venture Capital-ის ოქტომბერში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებით დაკავებული 50 კომპანიას ამ რეგიონში $40 მილიარდის ღირებულების წმინდა ქონებას განაგებენ.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ცუგში 600-ზე მეტი კომპანია მოღვაწეობს, რომელიც კრიპტოვალუტებთან არის დაკავშირებული. ეს მაჩვენებელი, შარშანდელთან შედარებით, ორჯერ გაიზარდა. მათ შორის არის მსოფლიოს 5 წამყვანი კრიპტოკომპანია, რომლებსაც მაღალი წმინდა მიმდინარე ღირებულება აქვთ, მათ შორის მსოფლიოს უმსხვილესი მაინერიBitmain-ი.
აღსანიშნავია, რომ ასეთი წინსვლის მიუხედავად, შვეიცარია თავის პარტნიორებს - დიდ ბრიტანეთს, გერმანიასა და საფრანგეთს, სახსრების მოზიდვის თვალსაზრისით, მაინც ჩამორჩება. იმისათვის, რომ სიტუაცია შვეიცარიის სასარგებლოდ შეიცვალოს, ქვეყნის ხელისუფლება კრიპტოვალუტის გამოყენებას სახელმწიფო საწარმოებში ნერგავს, რათა პოტენციური ინვესტორები უფრო დაინტერესდნენ.
ასევე წაიკითხეთ
ტრადიციული ინვესტორების გამოკითხვა კრიპტოვალუტაში ინვესტირების თაობაზე
სურვილმა გაერკვიათ თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ სავარდო ინვესტორებმა მიიღონ აქტიური მონაწილეობა ციფრულ ბიზნესში, ამერიკული მარკეტინგული სააგენტო LendEDU გაერთიანდა კრიპტოვალუტის ახალი ამბების The Daily Hodl გვერდთან, იმისთვის რომ გამოეკითხა 1000 ზრდასრული ამერიკელი, რომლებიც ინვესტიციას დებენ ტრადიციულ ფინანსურ ბაზარში საბროკერო ანგარიშებით და არ ითვალისწინებს კრიპტოვალუტით ვაჭრობას.
მსოფლიოში პირველი საინვესტიციო ბანკი ბლოკჩეინზე
ამჟამად, მალაიზიაში რამდენიმე მსხვილი კომპანია ერთობლივად მსოფლიოში პირველი საინვესტიციო ბლოკჩეინ-ბანკის შექმნაზე, კრიპტოვალუტური გადახდების გადამუშავების ცალკეული ქვედანაყოფით მუშაობს. მოცემული მოვლენა მრეწველობის განვითარების შემდეგი საფეხურია.