„პანიკის“ სტადია დაიწყო? რას გვიწინასწარმეტყველებს უოლ-სტრიტის გრაფიკი?

„პანიკის“ სტადია დაიწყო? რას გვიწინასწარმეტყველებს უოლ-სტრიტის გრაფიკი?

ფინანსურ ბაზარზე ინვესტიციის დაბანდება, შესაძლოა, ემოციურ ატრაქციონად გადაიქცეს, და ბიტკოინი გამონაკლისი არაა.

როდესაც საქმე ინვესტიციებს ეხება, ადამიანის ემოციები, როგორც წესი, ორ უკიდურესობას - შიშსა და სიხარბეს შორის მერყეობს.

ერთი ემოციური უკიდურესობიდან მეორემდე მოძრაობა, საბაზრო ციკლს ქმნის. ტრეიდერები და ინვესტორები ამ მოძრაობას გრაფიკის მეშვეობით წლობით სწავლობდნენ და მას „უოლ-სტრიტის“ სახელმძღვანელო ეწოდება.

საბაზრო ემოციების უმაღლესი წერტილი - „ეიფორია“ მიიჩნევა, რომელიც ფინანსური რისკის მაქსიმალური წერტილია. ამ მომენტში ინვესტორი თვლის, რომ ყველაფერი მისი გეგმის თანახმად მიმდინარეობს და ბაზრის ტენდენცია უცვლელი დარჩება.

კრიპტოვალუტური ბაზარი ასეთი ეიფორიით 2017 წლის მეოთხე კვარტალში იყო მოცული. ბიტკოინის ფასი $6000-დან $20000-მდე იმ მოსაზრებით გაიზარდა, რომ ფიუჩერსების გაშვება კრიპტოვალუტურ ბაზარზე დიდი ოდენობით ინსტიტუციონალური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

ასეა თუ ისე, ბუშტი მაშინ გასკდა, როდესაც მსოფლიოს უდიდეს ბაზრებზე - ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში, კრიპტოვალუტა აიკრძალა. ამ ბუშტთან ერთად, სწრაფი გამდიდრების ოცნებაც გაქრა.

ამის შემდეგ, ბიტკოინის ბაზარმა „თვითდამშვიდების“, შფოთვის“ და „უარყოფის“ სტადიები გამოიარა. ამ კონტექსტში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „უარყოფის“ სტადია 5 თვე გაგრძელდა, რადგან გამყიდველებმა BTC-ის $6000-ზე ნაკლებად გაყიდვა შეძლეს, რაც წლის ბოლოსთვის აღდგენის იმედს გვაძლევდა.

თუმცა ეს იმედიც დაიმსხვრა, როდესაც 14 ნოემბერს BTC-ის ფასი $6000-ზე ქვემოთ დაეცა და ახალი სტადიის „პანიკის“ დაწყებას მისცა ბიძგი.  ინვესტორებმა აქტივების გაყიდვა დაიწყეს.

იმ მომენტიდან ბიტკოინის ფასი 50%-ით დაეცა და ამ მომენტისთვის, CoinDesk-ის ინფორმაციის თანახმად, $3457 იყიდება. გარდა ამისა, ნოემბერში თვიური ვაჭრობის მოცულობა 30%-ით გაიზარდა. ასეთი მასობრივი გაყიდვები იმაზე მეტყველებს, რომ ბევრმა ინვესტორმა ბაზარი საერთოდ დატოვა და მონეტები არსებულ ფასად გაასაღა.

ვვარაუდობთ, რომ შემდეგი „კაპიტულაციის“ სტადია ფასის $3000-ზე ქვევით დავარდნის შემდეგ დადგება. კაპიტულაციის შედეგად ფასის ნელი ტემპით ცოცვას და ღამ-ღამობით მტირალა თახვებს მივიღებთ.

კაპიტულაციის დასრულების შემდეგ „ბრაზის“ სტადიას უნდა ველოდოთ, როდესაც ინვესტორი თავისი უბედურების მიზეზის პოვნას ცდილობს.

შემდეგ კი - სიტუაციის რეალური აღქმის შეგრძნება მოდის და „დეპრესიის“ სტადია იწყება. 

როდესაც საზოგადოებისთვის კრიპტობაზარი სრულიად გაუფასურდა, ის ნელ-ნელა რეაბილიტაციას იწყებს, თუმცა ინვესტორებს მიღებული ტრავმები ჯერ კარგად ახსოვთ და არანაირი ხარული რბოლის მოლოდინი მათ რეალური მოგების მიღებაში ვერ დაარწმუნებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ, ზოგჯერ, ყველაზე უიმედო წერტილი ფინანსური შესაძლებლობებისთვის საუკეთესო საშუალებაა, თანაც მინიმალური რისკით.

ბაზრიდან გულნატკენი გამყიდველების წასვლის შემდეგ, საბაზრო ფასებით კაპიტალის დაგროვების სტადია იწყება, რომელიც ახალი ციკლის დაწყების საწინდარია.

როგორც ცნობილმა მილიარდერ-ინვესტორმა უორენ ბაფეტმა განაცხადა : "გეშინედეთ, როდესაც სხვები სიხარბეს გრძნობენ! იხარბეთ, როდესაც სხვებს ეშინიათ!"

По материалам www.coindesk.com

Читайте также

54482018-12-25

2019 წელს კრიპტოვალუტას შეუძლია ტრადიციული აქტივების კლასს გადაუსწროს

ვინაიდან საფონდო და სხვა აქტივის ბაზრები დათვურ ტრენდს განიცდიან, ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს კრიპტოვალუტას შანსი აქვს საუკეთესო ზრდის განაკვეთის აქტივი გახდეს.

Инвестиции, Мнение
37662018-11-26

ანონიმური ქსელების ბაზარზე Bitcoin კონკურენტებს ვერ გაუსწრებს

Monero-ს ძირითადი გუნდის წევრმა და დეველოპერმა რიკადრო სპანიმ ისაუბრა, რა შედეგები იყო ქსელ Monero-სთვის მოსალოდნელი, Bitcoin-ის შემქმნელებს Bitcoin-ის პროტოკოლში ანონიმურობის დამკვირების შესახებ გადაწყვეტილება რომ მიეღოთ.

Мнение, Личности

Последние статьи из раздела Мнение

Свежее видео на канале

Выбор редакции

743102024-07-25

LendPal.io объявляет о начале бета-тестирования

LendPal.io с объявляет о начале бета-тестирования своей инновационной платформы для криптовалютного P2P-кредитования.

Новости, Стабильные коины, Трейдинг, Инвестиции, Это интересно
749522020-10-30

Топ 10 крипто кошельков в 2020 году

По мере роста популярности криптовалют растет и спрос на качественные и безопасные криптовалютные кошельки.

Кошельки
661322017-12-10

Bitcoin: пирамида или нет?

С января 2009 года, когда был сгенерирован первый генезиз-блок bitcoin-сети, прошло уже девять лет, но до сих пор всякого рода "эксперты" ломают копья в спорах: являются ли криптовалюты финансовой пирамидой или нет. Быстрый рост доходности bitcoin и прибыли тех, кто раньше стал участником этой системы, пугает схожестью с пирамидами 90-х.

Bitcoin
658392018-04-28

on-chain и off-chain управление: за и против

Чтобы понять важность управления блокчейном и дискуссии вокруг этого вопроса, сначала нужно определить что такое управление блокчейном, его роль и цели. Управление блокчейном в сфере криптовалют состоит из двух пунктов: правил протокола (кода) и экономических стимулов, на которых основана сеть.

Blockchain
511482021-05-08

Какие альткоины принесут своим держателям доход в 2021 году?

Мы решили помочь тем, кто хочет заработать на криптовалютах, но не располагает большими средствами, чтобы покупать монеты из первой пятерки рейтинга.

Альткоины
477582018-05-12

Эволюция человека и денег

Развитие биткойна и блокчейна началось приблизительно 70000 лет назад, когда хомо сапиенс превзошли свои биологические лимиты как вид. Это история, которая уходит глубоко корнями в эволюцию человечества.

Это интересно