ამჟამად, მალაიზიაში რამდენიმე მსხვილი კომპანია ერთობლივად მსოფლიოში პირველი საინვესტიციო ბლოკჩეინ-ბანკის შექმნაზე, კრიპტოვალუტური გადახდების გადამუშავების ცალკეული ქვედანაყოფით მუშაობს. მოცემული მოვლენა მრეწველობის განვითარების შემდეგი საფეხურია.
CGCX.io - ეს არის ფართო მომსახურეობის დიაპაზონის კრიპტოვალუტური გადამცვლელი. კომპანია სინგაპურში მდებარეობს. მან ცოტა ხნის წინ ICO დაასრულა, რა დროსაც $32.5 მილიონი შეაგროვა. პლატფორმაზე დღიური ბრუნვა ამ დროისთვის $10 მილიონს შეადგენს.
მალაიზიური კომპანია Archipelago კრიპტოდეპოზიტებს დააზღვევს და გამოყენებული კრიპტოვალუტური ტექნოლოგიების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
IBH Capital, რომელსაც მსხვილი საინვესტიციო ბანკი ეკუთვნის, ინვესტიციებსა და აქტივების მართვას შეუდგება.
საიმედო და უსაფრთხო ოპერაციულ მოდელს ფლობს სამი ორგანიზაცია, რომლებიც უნისონში მუშაობენ.
CGCX.io, კომპანია IBH-სთვის, ტექნიკურ მხარდაჭერასა და კონსულტაციას უზრუნველყოფს. ის ასევე საინვესტიციო ბანკის შემუშავებითა და ბლოკჩეინ ქვედანაყოფის მართვით არის დაკავებული. ეს იმას ნიშნავს, რომ CGCX-ი IBH-ის ყველა ბლოკჩეინ ინიციატივას მხარს დაუჭერს, ასევე დაკავდება პლატფორმაზე უკვე არსებული ტექნოლოგიების გაუმჯობესებით. გარდა ამისა, CGCX.io მრავალფუნქციონალურ საფულეს შექმნის, ასევე $100 მილიონის ღირებულების STO-ს (Security Token Offering) ჩაატარებს. ამ ყველაფერმა წარმატებული საინვესტიციო ბლოკჩეინ-ბანკის შექმნისთვის პირობები უნდა უზრუნველყოს.
კომპანიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, ამიტომ მომავალ წელს ვიხილავთ მათი მუშაობის პირველ შედეგებს.
მასალების მიხედვით atozmarkets.com
ასევე წაიკითხეთ
ბიტკოინის მერყეობა Apple-ს მერყეობას გაუთანაბრდა
შემდეგ ჯერზე, როდესაც თქვენი ბებია თქვენს გაკრიტიკებას იმ გადაწყვეტილების გამო დაიწყებს, რომ თქვენი შემოსავლების ინვესტირება ბიტკოინში გადაწყვიტეთ, შეგეძლებათ, შეეპასუხოთ და უთხრათ, რომ უფრო არასტაბილურ აქტივებში, მაგალითად აქციებში, ამის გაკეთების გამბედაობა უბრალოდ არ გეყოთ. ექსპერტების აზრით, ბოლო დროს
2019 წელს კრიპტოვალუტას შეუძლია ტრადიციული აქტივების კლასს გადაუსწროს
ვინაიდან საფონდო და სხვა აქტივის ბაზრები დათვურ ტრენდს განიცდიან, ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს კრიპტოვალუტას შანსი აქვს საუკეთესო ზრდის განაკვეთის აქტივი გახდეს.