როგორ დავიცვათ კაპიტალი საფონდო ბირჟაზე გაუფასურებისგან? როგორ დივერსიფიცირებენ ინვესტორები ჩამონგრევისგან ფასიანი ქაღალდების ბაზარის რისკებს?
2018 წლის დასაწყისიდან, ფედერალური რეზერვის სიტემის საპროცენტო განაკვეთი ხუთჯერ გაიზარდა. იანვარში მან 1.5% შეადგინა მას შემდეგ, რაც 19 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი 0.25%-ით მომატებისა, მან 2.5% შეადგინა. განაკვეთის მომატება ამერიკული დოლარის კურსის შენარჩუნებისა და ეკონომიკის გადახურების გადარჩენას ემსახურება.
ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ფრს-ის ყოფილმა მმართველმა, ალან გრინსპენმა, რომელიც 18 წელი ფედერალური სარეზერვო სისტემის მეთაური იყო, Bloomberg-ისთვის თავის ინტერვიუში ფასიანი ქაღალდების ბაზრის კრიტიკული მდგომარეობის შესახებ განაცხადა, რომ იგი სახელმწიფო ვალითა და ბიუჯეტის დეფიციტით იყო შეშფოთებული.
არსებობს ორ საპნის ბუშტი - ერთი საფონდო ბირჟაზე, მეორე კი ობლიგაციების. ვფიქრობთ, რომ ობლიგაციების ბაზრის საპნის ბუშტი კრიტიკული გახდება. აშშ-ს სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავალი ისტორიულ მინიმუმებზე ირყევა.
თავის ბოლო ინტერვიუში CNN-სთვის ალენ გრინსპენმა მსოფლიოს მასშტაბით ინვესტორებს “უარესის მზადყოფნისთვის” მოუწოდა. მისი ვარაუდები ფინანსური ბაზრის ჩამოქცევის შესახებ მართლდება. 2008 წლიდან პირველად, ყველა საფონდო ინდექსმა შესაძლოა წლიური მაჩვენებელი მინუსში დაასრულოს. კვირის თაიმ-ფრეიმზე გამოსახულია Do Jones-ისა (DJI) და S&P500-ის (SPX) ინდექსის ნეგატიური დინამიკა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთთან სავაჭრო ომის ფონზე, თანდათანობით ზრდადი ინფლაცია და უმუშევრობის ზრდა, დეკემბერში საფონდო ბაზარი წლის დასაწყისზე დაბალი ინდექსის მახასიათებელს გვაჩვენებს. საფონდო ბირჟაზე ამოყიდვამ კაპიტალიზაციის დაახლოებით 4.5 ტრილიონი აშშ დოლარით შემცირება გამოიწვია.
ყველაზე ხანგრძლივი ხარული ტრენდი აშშ-ს საფონდო ბირჟაზე 1960 წლიდან დასასრულისკენ მიიწევს, შესაძლო ასხლეტა კი განიხილება, როგორც გაქცევით თავის გადარჩენა.ძალიან გაკვირვებული ვიქნები, თუ ბაზარი აქ დასტაბილურდება, შემდეგ კი აფრინდება, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
ეკონომიკური ბესტსელერის “შავი გედის” ავტორი ნიკოლას ტალები - ლიბანური წარმომავლობის ამერიკელი მათემატიკოსი და ტრეიდერი, ფედერალური რეზერვების სისტემის მეთაურის პოსტზე მყოფი ალენ გრინსპანის მიმართ, უარყოფითად განიხილავდა და 2008 წლის კრიზისის მთლიან ვალდებულებას მისი რეგულირების მეთოდებს აკისრებდა. საკუთარ წიგნში ნიკოლას ტალებმა 2008 წლის ფინანსური კრიზისი იწინასწარმეტყველა და მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაზე ზეგავლენის, გლობალიზაციის და სხვადასხვა შემთხვევითი მოვლენების შესახებ საუბრობდა. შემდგომ პუბლიკაციებში იგი ასევე ამტკიცებს, რომ ამჟამად ეკონომიკა ახალი კრიზისის პირას დგას.
როგორ გადავარჩინოთ ჩვენი კაპიტალი და სად უნდა გაექცნენ ინვესტორები შერყეულ საფონდო ბირჟას?
ადრე შეიძლებოდა სასაქონლო ბაზრის გამოყენება, მაგრამ ბოლო წლებში ნედლეულის ფასიც ნეგატიურ დინამიკას გვიჩვენებს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სახსრების ნაწილი, რომელიც ამ დროისთვის ფასიანი ქაღალდებისგან გამოაქვთ, გადამისამართებული იქნება კრიპტოვალუტურ ბაზარზე, რომელსაც ამჟამად საკმაოდ მიმზიდველი აქტივების ფასი ახლავს, მთელი წლის განმავლობაში გახანგრძლივებულ დათვურ ტრენდთან დაკავშირებით.
გასული კვირის კრიპტობაზრის კაპიტალიზაციის ზრდა შესაძლოა მხოლოდ იმას ცხადყოფდეს, რომ საფონდო ბაზრიდან რაიმე სახის კაპიტალდაბანდებას ქონდეს ადგილი. მკაფიოდ გაწერილი სახელმწიფო რეგულაციების არ არსებობა მსხვილი ინსტიტუციონალური ინვესტორების შემოსევისაგან იცავს. თუმცა, 2019 წლის იანვარში Bakkt-ის ნებართვის მიცემის იმედი საფინანსო ფონდებისთვისა და მსხვილი კერძო ინვესტორებისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის.
ასევე წაიკითხეთ
როდის ჯობია ბიტკოინების ყიდვა? Weiss-ის რეიტინგები იტყობინებიან, რომ ახლა!
იმ დროს, როდესაც რამოდენიმე თვის წინ ბიტკოინის ფასმა თავის წარმოუდგენელ მინიმუმს მიაღწია, ექსპერტები ბიტკოინების შეძენას გვირჩევენ. ზოგი ექპერტის რჩევას უფრო მეტად ითვალისწინებენ, ზოგის კი - ნაკლებად. მაგალითად, მარტინა ვაისის და მისი სააგენტოს WeissCryptocurrencyRatings-ის რჩევებს ბევრი ინვესტორი ითვალისწინებს.
Kraken-ი კერძო შეთავაზებებს გეგმავს
Finance Magnets-ის ინფორმაციით Kraken-ი კერძო შეთავაზებას გეგმავს. ამერიკული კრიპტოვალუტური ბირჟა Kraken-ი შეძლებული ინვესტორებისთვის კერძო შეთავაზების ღონისძიების გატარებას განიხილავს.