ჩინურმა მაინინგ კომპანიამ Bitmain განახლებული ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფა გამოუშვა, რომელიც ბიტკოინ მაინერებს ფუნქცია Overt AsicBoost-ის აქტივაციის საშუალებას აძლევს. მისი მეშვეობით მუშაობის ეფექტურობა იზრდება და წარმოებაზე დანახარჯი მცირდება
AsicBoost-ის ორი ვერსია არსებობს, რომლის გამოყენება მაინერებს შეუძლიათ - გახსნილი და დახურული (overt and covert). საზოგადოების ბევრი წევრი დახურულ Asic Boost ბიტკოინის პროტოკოლისთვის უკიდურესად მავნედ თვლის, ვინაიდან მისი დახმარებით მაინერებს მცირე ან სულაც ცარიელი ბლოკების წარმოება შეუძლიათ.
დახურულ AsicBoost-ს ასევე ანონიმურობის რამდენიმე ფუნქციაც აქვს, რომელიც მაინერის ვინაობას მალავს. სწორედ ამიტომ მაინერები და ორგანიზაციები, რომელთაც სამართალდამცავი ორგანოებისგან ნაკლები ყურადღების მოზიდვა სურთ, AsicBoost-ის ასეთ სახეობას იყენებენ.
მეორე მხრივ, გახსნილი AsicBoost (overt) შესანიშნავი პროდუქტიულობის დემონსტრირებას ახდენს, და მაინერებს ბლოკი-სატყუარას შექმნის სტიმულს არ აძლევს, ამიტომ AsicBoost-ის ასეთი სახეობა მათთვის ყველაზე არაწამგებიან ვარიანტად რჩება.
Bitmain-ის ბლოგში არსებული ბოლო ჩანაწერი ხსნის, თუ რატომ არ ახდენდა ასე დიდხანს კომპანია ამ ფუნქციის აქტივაციას:
თავდაპირველად, გადავწყვიტეთ, მაინინგის ჩვენს მიერ გამოშვებულ მოწყობილობებში ამ ფუნქციის აქტივაცია არ მოგვეხდინა, უმეტესად იურიდიული ბუნდოვნების გამო, რომელიც AsicBoost-ის გამოყენებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ, როგორც ორგანიზაციას, საპატენტო კანონების დარღვევა არ გვსურდა. ამის ნაცვლად, ჩვენ R&D-ზე და მაინინგის ყველაზე ეფექტური ჩიპების შექმნაზე მივმართეთ ძალისხმევა.
კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათი გადაწყვეტილება მაინერებისთვის აღნიშნული ფუნქციის გამოყენების ნებართვის შესახებ ბაზარზე მზარდ კონკურენციას უკავშირდება, ასევე იმას, რომ ამ ფუნქციის აქტივაცია სხვა მწარმოებლებმა უკვე მოახდინეს.
2018 წლის მარტში ჩვენ შევამჩნიეთ, რომ რამდენიმე ახალმა მწარმოებელმა ფუნქცია “AsicBoost”-ის რეკლამირება დაიწყო, გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ბლოკჩეინზე AsicBoost-ის მიერ ბლოკები იყო მოპოვებული. იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებელს AsicBoost-ის მეშვეობით მაინინგის საშუალება მივცეთ, ჩვენ ამ ფუნქციის მხარდაჭერას როგორც BTC.COM-ზე, ასევე Antpool-ზეც ვამატებთ.
Bitmain-ის წარმომადგენლები თვლიან, რომ AsicBoost-ზე პატენტს ვერც ერთი მხარე ვერ მიიღებს, რადგან ყველა მაინერმა “თავად უნდა გადაწყვიტოს, ტექნოლოგია AsicBoost გამოიყენოს თუ არა”. მათ ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ მათი გადაწყვეტილება AsicBoost-ის აქტივაციის შესახებ ბიტკოინის პროტოკოლს არანაირად არ დააზარალებს და ქსელის გამჭვირვალობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
მასალების მიხედვით https://www.newsbtc.com
ასევე წაიკითხეთ
ტეხასმა მაინინგის ორი კომპანიის საქმიანობა შეაჩერა
ტეხასის ფასიანი ქაღალდების სააგენტოს წარმომადგენელმა ტრევის ჯ. აილსმა მაინინგის კომპანიის პრომოუტერების მიმართ სასწრაფო ზომები მიიღო, რომლებიც Linkendin-ის, Facebook-ისა და სხვა ინტერნეტ-მარკენტიგული არხების გაყიდვების მენეჯერებს დაჟინებით რეკრუტირებენ .
RazerSoftMiner კომპიუტერის უქმად ყოფნის დროს მაინინგისთვის იყენებს
გუშინ კომპანია Razer-მა კომპიუტერებისთვის ახალი დანართის გაშვება დააანონსა. დანართი გეიმერების უქმად მყოფი ძლიერი კომპიუტერების GPU-ს სიმძლავრეებს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის იყენებს.