გუშინ კომპანია Razer-მა კომპიუტერებისთვის ახალი დანართის გაშვება დააანონსა. დანართი გეიმერების უქმად მყოფი ძლიერი კომპიუტერების GPU-ს სიმძლავრეებს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის იყენებს.
ადამიანები, რომლებიც ამ დანართს გამოიყენებენ, Razer Silver-ის ვირტუალური კრედიტებით დასაჩუქრდებიან იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს ისარგებლებენ ამ დანართით.
„იმის ნაცვლად, რომ ეს სიმძლავრე და ენერგია ტყუილად გავაცდინოთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კომპიუტერმა სარგებელი მოგვიტანოს, მაშინაც კი, როცა კლავიატურასთან არ ვზივართ. გარდა ამისა, არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ-უბრალოდ SoftMiner-ი გადმოტვირთეთ და თვალი ადევნეთ იმას, დანართი თქვენთვის Razer Silver-ს როგორ გამოიმუშავებს.“- განაცხადა Razer-ის გენერალურმა დირექტორმა.
კომპანია Gamma-მ ბლოკჩეინ-დანართი შეიმუშავა, რომელიც გეიმერების კომპიუტერების უქმად ყოფნის დროს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის იყენებს. ამგვარად, Gamma-ს ტექნოლოგია Razer- ზე დარეგისტრირებული 50 მილიონზე მეტი გეიმერისთვის შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს.
„Soft Miner-ი Razer-ის საზოგადოების წევრებისთვის კრიპტოვალუტების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანის საუკეთესო ხერხია, ასევე სანაცვლოდ საინტერესო ჯილდოების მიღების საშუალებაც.“- განაცხადა Gamma-ს გენერალურმა დირექტორმა გაბრიელ შილინგერმა.
გეიმერები SoftMiner-თან მუშაობისთვის ნამდვილ ციფრულ ვალუტას არ მიიღებენ, ამის ნაცვლად ისინი კომპანიის ტოკენებს- Razer Silver-ებს მიიღებენ, რომლებსაც შემდგომში უნიკალურ სათამაშო საგნებსა და Razer Store-ში ფასდაკლებაზე გაცვლიან.
მასალების მიხედვით www.ubergizmo.com
ასევე წაიკითხეთ
შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?
კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.
ტეხასმა მაინინგის ორი კომპანიის საქმიანობა შეაჩერა
ტეხასის ფასიანი ქაღალდების სააგენტოს წარმომადგენელმა ტრევის ჯ. აილსმა მაინინგის კომპანიის პრომოუტერების მიმართ სასწრაფო ზომები მიიღო, რომლებიც Linkendin-ის, Facebook-ისა და სხვა ინტერნეტ-მარკენტიგული არხების გაყიდვების მენეჯერებს დაჟინებით რეკრუტირებენ .
