კენიელი მაინერები მზის ენერგიას იყენებენ

კენიელი მაინერები მზის ენერგიას იყენებენ

ბიტკოინის და ეთირიუმის მაინინგისთვის კომპანია Bithub Africa-მ მზის ენერგიის გამოყენება დაიწყო. კენიაში მდებარე მცირე მოცულობის მაინინგური საწარმოს დამფუძნებლისა და მთავარი აღმასრულებელი დირექორის ჯონ კარანიას განმარტებით, ის დარწმუნებულია, რომ მოცემული ტექნოლოგია მთელს აფრიკის კონტინენტზე გავრცელდება და გარემოსთვის მაინინგის ზიანის შესახებ არსებულ სტერეოტიპს დაამსხვრევს .

„ამჟამად, ჩვენ მზის ენერგიას კრიპტოვალუტის მაინიგისთვის ენერგიის წყაროს საიმედოობაზე ვამოწმებთ“ - განაცხადა კარანიამ 30 ოქტომბერს სააგენტო news.Bitcoin.com-სთვის მიცემულ ინტერვიუში. „ჩვენ მიღებულ მონაცემებს ვაანალიზებთ, თუმცა ცალსახაა, რომ ბოკჩეინ-ტექნოლოგია პლანეტის მასშტაბით განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას უწყობს ხელს“.

2015 წელს დაარსებული კომპანია Bithub Africa მზის პანელების გამოყენებით აფრიკის ტერიტორიაზე ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებების დანერგვით და გავრცელებით არის დაკავებული.

მთავარი პრობლემა, რომელსაც Bithub Africa შეიძლება წააწყდეს, მსგავსი სისტემების არასტაბილური მუშაობაა. ბიზნესი ფულს კარგავს, როდესააც ცაზე მზე არ ანათებს. მაინინგმა კი, მოგეხსენებათ, უწყვეტად უნდა იმუშაოს. გარკვეული მზის სისტემების გამოყენების შემთხვევაში, მაინერების კვება მზის პანალებში დაგროვილი ენერგიითაა შესაძლებელი.

აფრიკის რეგიონებში საყოფაცხოვრებო პირობებში მზის პანელებს უკვე ფართოდ იყენებენ. მაინინგის გავრცელებასთან ერთად, მოხმარებადი ენერგიის მზარდი მოცულობის გამო, გაიზარდა კრიტიკაც ამ სფეროს მიმართ. განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას ბიძგი სწორედ ამ გარემოებამ მისცა. მიუხედავად ამისა, კარანია თვლის რომ მოცემული კრიტიკა სრულად უსაფუძვლოა.

„არც ისე დიდი ხნის წინ საზოგადოება მაინინგის მიერ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის მოხმარებით უკმაყოფილო იყო და მასში გლობალური დათბობის ერთ-ერთ მიზეზს ხედავდა“ - დაწერა მან თავის წერილში. „ჩვენ ამ მოსაზრებას არ ვეთანხმებით და საპირისპირო აზრს ვემხრობით - ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები ენერგეტიკის სფეროში სიახლეების დანერგვას შეუწყობენ ხელს“.


ასევე წაიკითხეთ

19832018-11-26

პარაგვაი მსოფლიოში უმსხვილესი მაინინგის ფერმის მშენებლობას უჭერს მხარს

Blockchain Technology Foundation დაარსებიდან სამხრეთ კორეაში მდებარეობდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, ფონდმა მსოფლიოში ყველაზე დიდი მაინინგის ფერმის და კრიპტოვალუტის გამცვლელი პუნქტის შექმნასთან დაკავშირებით პარაგვაის მთავრობასთან მოლაპარაკებები გამართა.

მაინინგი, ინვესტივიები, რეგულატორები
22142018-11-13

მაინინგი მიტოვებულ გვირაბში

კომპანია Northen Bitcoin-ი მიწაში 350 მეტრის სიღრმეზე ჩავიდა, რათა რეკორდულად გააიაფოს Bitcoin-ის მაინინგი და გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის თეორია სრულად დაამსხვრიოს, რომელთანაც ის მიგვიყვანს.

მაინინგი

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან მაინინგი

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64312018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43192018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33692018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33532018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32762018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain