კომპანია BitFury-მ დაფინანსების მომდევნო რაუნდში, სახსრების მოცულობის გაზრდით, 80 მილიონი დოლარი, 2014 წლიდან დაწყებული კამპანიის წამოწყებით 170 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა. ინვესტორებად გამოვიდნენ: მაიკ ნოვოგრაცის კომპანია Galaxy Digital-ი, Macquarie Capital-ი, Dentsu Inc.-ი, Armat Group-ი და სხვები.
ევროპული საინვესტიციო კომპანიის Bryan, Garnier & CO-ს პარნიორის მმართველი გრეგ რევენუმ, რომელიც ასევე ფინანსური კონსულტანტისა და კომპანია Bitfury-ს მომარაგების აგენტია, ხაზი გაუსვა, რომ ეს ინვესტიციები ბლოკჩეინ ინდუსტრიის "გლობალური ინსტიტუციონილიზაციის" დადასტურება გახლავთ.
ბაზრის მომწიფების პროცესში, ჩვენ მთელ მსოფლიოში, ყველა სფეროში, როგორც კორპორატიულ, ასვე სახელმწიფოებრივ დონეზე, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის მომსწრენი გავხდით. ეს მოვლენა კომპანია BitFury-ს B2B-ტექნოლოგიის წამყვან მომსახურებების მომწოდებლად აქცევს.
ამჟამად, Bitfury-ს ჯგუფში 700-ზე მეტი თანამშრომელია ამერიკის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 15 ქვეყნიდან.
გარდა ამისა, ჯგუფი მაინინგის ფერმებს საქართველოში, კანადაში, ისლანდიასა და ნორვეგიაში, მსოფლიოში საუკეთესო მაინინგის პულების ჰეშრეიტის უზრუნველყოფით მართავს. კომპანია Bitfury, ასევე ცნობილია, იმით, რომ მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობას აწარმოებს და, ცოტა ხნის წინ, მან ბიტკოინ-მაინინგისთვის ახალი ჩიპი, Asic Clarke, გამოუშვა. Blockchain-აპლიკაციების დაპროექტებამ, კორპორაციებისთვისა და სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის, კომპანიას ნახევარი მილიარდის მოგება მოუტანა.
კომპანია Bitfury მიზიდული 80 მილიონი დოლარის დახარჯვას, მსოფლიოს მასშტაბით, თავისი საქმიანობის გასაფართოებლად, აპირებს და ბაზრის შერეულ სეგმენტში გასვლას შეეცდება, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე.
გარდა ამისა, კომპანია, 3 მილიარდი აშშ დოლარის სახელმწიფოებრივი დაფინანსების მისაღებად, პირველადი საჯარო შეთავაზების განხორციელებას (IPO) აპირებს. IPO-ს განხორციელებას კომანიის მთავარი კონკურენტი Bitmain-იც აპირებს, რომელმაც ჰონკ-კონგში განაცხადი უკვე შეიტანა
ასევე წაიკითხეთ
Bitfury IPO-სთვის ემზადება
ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი მაინინგის კომპანია - BItfury - საჯარო სტატუსის მიღებას განიხილავს. კომპანიის წარმომადგენლები რამდენიმე გლობალური ინვესტირების ბანკთან აწარმოებენ მოლაპარაკებას და გეგმავენ 2019 წლისთვის ვაჭრობა ამსტერდამში, ლონდონში ან ჰონკონგში დაიწყონ. IPO-ს შეუძლია კომპანიას დაეხმაროს $3-5 მილიარდის შეფასებას მიაღწიოს.
ჩინელ მაინერებს ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყვიტეს
მაინინგის ფერმებსა და ჩინეთის სახელმწოფოს შორის ახლახანს ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ, რომლშიც მაინინგების მუშაობის ახალი წესებია გაწერილი, მაინერებზე ჰეშრეიტის 20 პროცენტიანი დანაკარგით აისახა.