საერთაშორისო სავაჭრო და ტექნოლოგიური ფირმა Susquehanna-ის მიერ გამოქვეყნებულმა ახალმა მონაცემებმა აჩვენა, რომ GPU-ს გამოყენებით მაინინგ Ethereum-ისგან მიღებული მოგება ნოემბრის თვეში ნულამდე დაეცა. იმის გათვალისწინებით, როომ ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში Ethereum-ის მაინერები თვეში 150 $-ს ღებულობდნენ
ეს მონაცემები ნათლად მიუთითებს, რომ ETH-ის და სხვა კრიპტოვალუტების GPU-მაინინგი დაბალ რენტაბელურობას ამჟღავნებს, კრიპტოვალუტური ბაზრის ხანგრძლივი ვარდნის გამო.
აგვისტოში CCN-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, GPU მაინერების წარმოებისგან შემოსავლის შემცირების გამო, კომპანამ Nvidia-მ უარი თქვა კრიპტოვალუტური დეპარტამენტის მომსახურებაზე. Susquehanna-ის ანალიტიკოსის, კრისტოფერ როლანდის აზრით, 2018 წლის მესამე კვარტალში ციფრული აქტივების ბაზარზე კომპანიის მიერ მიღებული მოგება პრაქტიკულად 0-ის ტოლია.
მიუხედავად, კრიპტოვალუტური ბაზრიდან გასვლის დაანონსებისა, Nvidia-ს ზარალი გრძელდება. უკანასკნელი თვის განმავლობაში მისი აქციები 23 %-ით დაეცა, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო. აქციების ღირებულება ციფრული ვალუტის მომპოვებელი მოწყობილობების დიდ მოთხოვნაზე და გაყიდვების მოცულობაზე პირდაპირ იყო დამოკიდებული.
კომპანია Susquehanna-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მოცემული სიტუაცია რისკის ფაქტორების უნიკალურმა კომბინაცია განაპირობა - კრიპტოვალუტური ბაზრის საერთო ვარდნა და Ethereum-ის ფასის 70 %-ით შემცირება, ასევე ASIC-ის ეფექტურობის ზრდის ფონზე GPU-მაინერების კონკურენტუნარიანობის შემცირება.
მოხსენებაში ნათქვამია:
ჩვენი პროგნოზებით, მიმდინარე კვარტალში GPU-მაინერების გაყიდვისგან კომპანია მინიმალურ მოგებას ნახავს. ეს Nvidia-ს ყოფილი ხელმძღვანელობის განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც კრიპტოვალუტური ბიზნესისგან 2018 წლის მესამე კვარტალში ისინი მოგების ნახვას საერთოდ არ გეგმავდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ წლის დასაწყისიდან მოყოლებული Ethereum-ის ფასი 70 %-ით დაეცა, მესამე კვარტალში მაინინგისგან მიღებული მოგება კლებას განაგრძობს.
მასალების მიხედვით ccn.com
ასევე წაიკითხეთ
ჩინეთის სკოლის დირექტორი, სამუშაო ადგილზე, მაინინგის გამო კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს
ჩინეთის სკოლის ადმინისტრაციის ორი წარომომადგენელი სამუშაო ადგილას Ethereum-ის მაინინგისთვის ელექტრონერგიის მოპარვაში დაადანაშაულეს.
ისლანდიელმა ფერმერებმა გამოსავალი იპოვეს, თუ როგორ შეამცირონ მაინინგების ენერგოდანახარჯი
ქრისტა ჰანესდოტირი მაინინგით ყოფილი თევზის გადამამუშავებელ ქარხნის შენობაშია დაკავებული, რომელიც ისლადიაში აეროპორტ კეფლავიკის მახლობლად მდებარეობს. მან, შესაძლოა, დიდი როლი ითამაშოს ეკო-პრობლემების საკითხების მოგვარებაში, რომლებიც კრიპტომოპოვებას თან სდევს.